Goals
Problem statement:
გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებობებს,მონაწილეობას და ორივე სქესის
გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე.ის მიზნად ისახავს ქალებისა და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას.ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის,გენდერული თანასწორობისათვის საჭიროა მუდმივი ბრძოლა,დაცვა და მხარდაჭერა.საქართველოში სუსტადაა განვითარებული საზოგადოებრივი სამართლიანობა,მოქალაქეობრივი შეგნება და განსხვავებულის მიმართ პატივისცემა როგორც აზრის,ასევე სქესის,ეროვნული რელიგიის,თანასწორობის მიმართ.ასევე დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გენდერი,როგორც სოციალური წარმონაქმნი იქმნება საზოგადოების მიერ.ის წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ქცევის ნორმას,რომელიც განსაზღვრავს მათ როლსა და მდგომარეობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.საქართველოში გენდერული როლები ჩამოყალიბდა ქალისა და მამაკაცის სქესებს შორის განსხვავების სტერეოტიპული კულტურულ-ტრადიციული შეხედულების მიხედვით.გენდერული სტერეოტიპი ხშირ შემთხვევაში ქალს ავალდებულებს მხოლოდ ოჯახისა და ბავშვის მოვლას და არა საზოგადოებრივ საქმიანობას.ასეთი მიდგომები ხშირად გვხვდება განსაკუთრებით სოფლებში,სადაც მამაკაცების ნახევარზე მეტის მენტალიტეტი ისევ იმ აზრზეა,რომ ქალის საქმე ოჯახის მოვლა და ქმრის უსიტყვო მორჩილებაა.არათანაბარ მდგომარეობაში არიან გოგონები,რომელნიც ხშირად ხვდებიან ძალადობის მსხვერპლი,როცა ნაადრევად იძულებითი გათხოვებით ერთმევათ განათლების და სხვა უფლებები და ვერ რეალიზდებიან საზოგადოებაში.სოფლებში ჯერ კიდევ დაბალია მოსახლეობის ცნობიერება გენდერულ თანასწორობაზე,ძალადობაზე და მათი უფლებების დამცავ მექანიზმებზე.
მეოთხე წელია დაკავებული ვარ სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში,სადაც მოსახლეობასთან ვმუშაობ გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციის საკითხებზე და ვხედავ რა საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება მოსახლეობა,ქალებიც და მამაკაცებიც.ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო მათში არსებული მავნე სტერეოტიპების დასამსხვრევად.ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გადავწყვიტე სენაკის მუნიციპალიტეტში შევქმნა „ფორუმ თე
Proposed Solution:
„ფორუმ-თეატრის“შექმნის მიზანია მომზადდეს 5-8 წუთიანი რამდენიმე სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი მინი-სპექტაკლი,სადაც მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია გენდერის არსის,გენდერული თანასწორობისა და ძალადობის ფორმების შესახებ.სპექტაკლებს შორის ინტერვალში გაიმართება დისკუსია წარმოჩენილი პრობლემატიკის შესახებ.ფორუმ თეატრის მინიატურებით ნათქვამი ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ყოველდღიური რეალობის შეცვლის სწავლებას,არსებული სტერეოტიპების და მავნე ტრადიციებზე უარის თქმას.ამ იდეის განხორცილება იქნება ბევრი ადამიანის სოციალური ცვლილების მასტიმულირებელი ინსტრუმენტი.
ფორუმ თეატრის დანიშნულება იქნება როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების და სიტუაციის გაანალიზების საუკეთესო იარაღი. სპქტაკლების სპექტრი იქნება მრავალფეროვანი.ყოველი სიუჟეტის დასრულების შემდეგ იქნება მაყურებელთან დისკუსია,მათი მოსაზრებების მოსმენა და ძალადობრივი ეპიზოდის არაძალადობრივი გზით გადაჭრის თაობაზე.თეატრის ეს კონცეფცია არის საშუალება,რომ ტრადიციული მიმართება მაყურებელსა და თეატრს შორის შეიცვალოს,ასევე გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა პრობლემის გადაჭრაში.სიუჟეტებში ასახული იქნება როგოც ქალების,ასევე მამაკაცებისა და მოზარდების მიმართ ძალადობის ფორმები.სპექტაკლები გათვლილი იქნება ყველა სქესისა და ასაკის ადამიანებზე.
Sustainability:
პროექტის მდგრადობა გამოიხატება პრობლემის სხარტად და კრეატიულად წარმოჩენის და საზოგადოების ფართო ფენებამდე მარტივი და გასაგები ფორმით მიტანაში,მისი განვრცობის არეალით,პროექტი მოიცავს სამეგრელოს რეგიონის 5 მუნიციპლაიტეტის საჯარო დაწესებულებესა და ახალგაზრდობის ცენტრებში მინი-სპექტაკლების ჩვენებას და დისკუსიას თემის ირგვლივ.პროექტის მფგრადობას ხელშ შეუწყობს ის გარემოებაც,რომ ჯგუფი,რომელიც იმუშავებს ამ იდეაზე,არის გენდერულ საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფი და ზუსტად იცის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მნისვნელობა და მეთოდები.პროექტის პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი იქნება სატელევიზიო მხარდაჭერა და ვიდეო მასალის საშუალებით პროექტის დასრულების შემდეგაც მისი გავრცელება.პროექტის ფარგლებში პირდაპირი ბენფიციარები იქნებიან სამეგრელოს რეგიონის აბაშის,სენაკის,მარტვილის,ხობისა და ზუგდიდის 500 ადამიანი,ხოლო არაპირდაპირი ბენეფიციარი მოსახლეობის 60%.
Equal gender opportunity:
გენდერული თვალსაზრისით ფორუმ თეატრში დაკავებული იქნებიან როგორც გოგონები,ასევე ბიჭები.სპექტაკლები გათვლილია როგორც ქალთა მიმართ,ასევე მამაკაცთა მიმართ თანასწორობის დარღვევის შემთხვევებზე.სარგებელს ამ იდეის განხორცილების შედეგად ნახავენ ორივე სქესისა და ყველა სოციალური მდგომარეობის ადამიანები.მნიშვნელოვანია ისიც,რომ იდეის განმახორცილებლებშიც დაცული გვაქვს გენდერული ბალანსი.
Items Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
stage, scenario ,decors | 5 სიტუაციის 5-8 წუთიანი მინი-სპექტაკლის სცენარის დაწერა,რეჟისურა,დეკორაციების შექმნა და მუსიკალური-გაფორმება |
ასოციაცია "'დეა"
ასოციაცია "დეა'არის ორგანიზაცია,რომელიც მუშაობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების,ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.არის ავტორიტეტული ორგანიზაცია,რომლის წევრების პროფესიული მომზადება და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას მოგვცემს განვახორცილოთ იდეა. 595285505 |
1 000,00 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments