სიტყვის ძალა

ნათია ქათამაძე
იმერეთი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი,
1127
Comments: 1

Goals

Problem statement:

ტყიბული არის ქალაქი, რომელიც განიცდის მოსახლეობის სიმცირეს და ქუჩებს აკლია ხალისი, სიფერადე სიახლეები... გამომდინარე აქედან, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის გაფერადებაში, გამოცოცხლებაში, გვინდა იმედიანად მიაბიჯებდეს თითოეული გამვლელი ტყიბულის ქუჩებში.
ქ. ტყიბულის ცენტრალური ქუჩა თავისი მდებარეობიდან გამოდინარე კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა განვახორციელოთ ჩვენი იდეა „სიტყვის ძალა“. ქალაქის ცენტრში მოედინება მდინარე, რომლის დამცავი კედლის რეაბილიტაცია მოხდა ახლახანს, რესტავრირებულმა კედელმა დაამშვენა მდინარის ნაპირი, თუმცა გამოიყურება უსიცოცხლოდ, მოაჯირებზე კი მოწყობილია გარე განათების ბოძები, ასევე არის მდინარეზე გადასასვლელი ხიდები და ფეხით მოსიარულეთათვის ე.წ „ზებრა გადასასვლელები“. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოაჯირზე განთავსებულ განათების ბოძებზე დამონტაჟდეს ნაგვის ურნები, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ არის. საყრდენ კედელზე, განათების ბოძზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე და „ზებრა" გადასასვლელებზე (ან ხიდზე) მოხდეს ისეთი წარწერების გაკეთება, რომლებიც ქ. ტყიბულის მაცხოვრებლებს და არამარტო მათ, ყოველდღიურად შეუქმნის ოპტიმისტურ განწყობას და შეახსენებს, რომ სიცოცხლე მშვენიერია და სიყვარული მნიშვნელოვანი (წარწერები თემატურად გაკეთდება: ურნებზე აქცენტი სისუაფთავეზე იქნება, გადასასვლელებზე სიცოცხლეზე, კედელზე კი ოპტიმისტური და ღიმილის მომგვრელი შინაარსისი ფრაზები) წარწერები აგრეთვე ჰარმონიულად უნდა შეეწყოს ქალაქის ლამაზ ბუნებას და მყუდრო სივრცეს. გარდა იმისა, რომ პოზიტიური სიტყვები დადებით ემოციებს გამოიწვევს ადამიანებში, გალამაზდება კედელი და შესაბამისად დამშვენდება ქალაქის ცენტრალური ინფრასტრუქტურა.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ჩვენი წვლილი იდეის განხორციელებაში იქნება ის, რომ მცირე კონკურსს მოვაწყობთ კედელზე დასაწერი ფრაზების ასარჩევად, იმ იდეებიდან რომელსაც უშუალოდ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შევაგროვებთ, თუ რა შინაარსის ფრაზებს ისურვებდნენ კედელზე, იდეის "სიტყვის ძალა" ფარგლებში, იმედიანი და ღიმილიანი განწყობის შესაქმნელად, აგრეთვე ვუზრუნველყოფთ ჩვენი ძალებით საჭირო სამუშაობის შესრულებას (ჩვენი და ჩვენი მეგობრების უშუალო მონაწილეობით გაკეთდება წარწერები). იდეას განვახორციელებთ ერთობლივად ნათია ქათმაძე, ნინო ბახუტაშვილი, ფატი ბარბაქაძე.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

შესყიდვების თვალსაზრისით ძირითადად ხარჯები გაიწევა იმ მასალის შესაძენად, რომლითაც უნდა განხორციელდეს წარწერები, იქნება ეს საღებავები, ინვენტარი და ა.შ აგრეთვე პროფესიონალი მხატვრის მომსახურება.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

თავისი საყოველთაო შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული იდეის განხორციელების შემთხვევაში, შედეგი გავრცელდება ყველაზე ვინც კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაივლის.

Recommendations

Reviewer 3

კარგი იდეაა. შეიძლება ასევე გაკეთდეს ორიგინალური ზებრა გადასასვლელები ნაცვლად ბანალურისა. ზოგადად ჯობია ურნები თვითმმართველობამ გააკეთოს და პროექტის რესურსი კი ქუჩების გალამაზება-გაფერადებას მოხმარდეს

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?

ი.მ იაგო ხუციბერიძე

ქ. ტყიბული, რუსთველის 5

599607437
500,00 ₾

დომინო

https://www.domino.com.ge/ka/contact-information/

595803803
1 500,00 ₾

ფ/პ ნათია ქათამაძე

ქ. ტყიბული რუსთაველის 4

598280302
1 000,00 ₾

დომინო

ecommerce@domino.com.ge

595 803 803
750,00 ₾

დომინო

ecommerce@domino.com.ge

595 803 803
300,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ნათია ქათამაძე პროექტი დავიწყეთ 01 ივნისს, გეგმის შესაბამისად, ინტერნეტ სივრცეში განვათავსეთ პოსტი, რითაც გავაცანით საზოგადოებას ჩვენი იდეა "სიტყვის ძალა" და მოვუწოდეთ, ჩაერთონ კონკურსში, მოგვაწოდონ საინტერესო იდეები და ერთად გავალამაზოთ ტყიბული https://m.facebook.com/story.php?story_fbid=632439394007573&id=298390517412464 აგრეთვე გავამზადეთ საინფორმაციო ბანერები, რომლებიც განვათავსეთ პროექტით განსაზღვრულ ლოკაციაზე.
Reply