იდეების კონკურსი
ცხოვრობ ქვემო ქართლის რეგიონში და გაწუხებს შენი სოფლის ან ქალაქის
პრობლემები? გინდა შეცვალო შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ?
- თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა,
- თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი,
- ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ
- აქტიური მოქალაქე,
- თუ არ გინდა გულხედაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი თემის, სოფლის,
- ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება,
მაშინ შენ თვითონ შეცვალე შენი თემის ცხოვრება უკეთესობისკენ!
„ორბელიანის“ იდეების კონკურსი იწყება!
- წარმოადგინე, შენი იდეა, რა გინდა შეცვალო შენს თემში/სოფელში/ქალაქში “ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზე და როგორ მოახერხებ ამას;
- თქვენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს;
- გამარჯვების შემთხვევაში მიიღეთ ნივთები/დაფინანსება შენი იდეისთვის!
- განავითარე შენი იდეა დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
- მიიღე მონაწილეობა ტრენინგებში ადვოკატირებასა და თემის მობილიზებაში და გაიცანი სხვა აქტივისტებიც;
- განახორციელე იდეა, გახდი პოპულარული, გაუზიარე წარმატებას სხვებს!
- გახდი საუკეთესო პროექტის გამარჯვებული და მიიღე დამატებით პრიზი!
ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და
ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა.
რას ეხება შენი იდეა?
- იდეების წარდგენის უფლება აქვს ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის და
- მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ საინიციტივო ჯგუფებს.
- საინიცატივო ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ ახალგაზრდები (18-29წ);
- გუნდში სულ მცირე ხუთი წევრი უნდა იყოს გაწევრიანებული;
- „ორბელიანი“ მიესალმება იდეებს ეთნიკური უმცირესობით დასახლებული
- თემებიდან;
იდეების წარდგენა მხოლოდ „ორბელიანის“ ონლაინ პლატფორმაზეა app.orbeliani.net შესაძლებელი. იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი.
- იდეები მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს.
- გამარჯვებული გუნდი მხოლოდ ინიციატივისთვის საჭირო რესურსებს მიიღებს;
- კონკურსის მთლიანი ბიუჯეტია 50,000 ლარი. გამოვლინდება სულ მცირე 10 გამარჯვებული იდეა!
გაიგე მეტი კონკურსის შესახებ „ორბელიანის“ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით!
მოგვძებნე OrbelianiGeorgiaორბელიანისაქართველო. კითხვებისთვის მოგვწერეთ
office@orbeliani.net ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ მიერ „ახალი
აზროვნების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.a