42 - Co-working space and Social cafe for young people - All Activity

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

აქვე ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ლევან კურტანიძეს, მოხეტიალე კინოთეატრის ავტორს, ღონისძიებაზე მოწვევისათვის! ამ ივენთზე დაახლოებით 150 ადამიანი იყო და ჩვენმა სტენდმაც დიდი მოწონება დაიმსახურა! <3

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

ბარის მართვა მარტივი საქმე არ ყოფილა! ამით შეგვიძლია ვიმართლოთ თავი პოსტების არწერის გამო. ჩვენი სოციალური კაფე და ბარი უკვე ორი თვისაა. გაგვიცნო თუ არა ხალხმა? არც ისე. გვაქვს თუ არა შერჩენილი მოტივაცია? კი, რათქმაუნდა. ჯერჯერობით ამ ორი თვის განმავლობაში გვქონდა ორი კინოჩვენება და 1 თამაშების ვორქშოპი. ივნისი კი ბევრად უფრო დახუნძლული იქნება. უკვე დაგეგმილია 3 ტრენინგი, 1 მედიტაციის საღამო, მაგიდის თამაშების და Drinking თამაშების საღამო, ფორუმ თეატრი და Erasmus+-ის პრეზენტაცია. იმედია, ამასობაში გაგვიცნობს ხალხი უკეთ და კონდიციონერის ფულსც ვიშოვით :დ თუ ვერა- საუნად გადავაკეთებთ სექტემბრის ბოლომდე. მადლობა მხარდაჭერისთვის!! <3

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

42-ის ავეჯის ყველა დეტალი გამზადებულია. ასევე შეღებილია სამზარეულო და საპირფარეშო. შევაკეთეთ მილებიც და ელექტროობაც. ეს და შემდეგი კვირა დაეთმობა ავეჯის აწყობას, პატარა ხარვეზების შესწორებას და კაფის მოხატვას. ამის შემდეგ დავიწყებთ დალაგებასა და მენიუს დატესტვას, რათა სრული მზადყოფნით შევხვდეთ სტუმრებს. ჯერ ეს ამბავი გასაიდუმლოებულია, თუმცა 90%-ით 12 აპრილს გაიხსნება ჩვენი კაფე ^_^

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

ჩვენი კაფის კედლები და ჭერი უკვე შეღებილი და გამზადებულია ^_^

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

მერვე მერიდიანში, კაფე 42-ში წყალდიდობა მოხდა. მაშინ როცა დავასრულეთ კედლების გამზადება, ჩვენმა ერთ-ერთმა ჰიჩჰაიკერმა წყლის ძველი მილი დააზიანა და ერთი ნაბიჯით უკან გადავიწიეთ. ახლა მილი უნდა შევაკეთოთ, გავაშროთ და შემდეგ დავიწყოთ სამღებრო სამუშაოები.

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
Nino Giorgadze commented

სოციალური კაფის სარემონტო სამუშაოები გრძელდება. კაფეს ექნება ღია ვერანდა. კაფეს დაამშვენებს ბუხარი და დიდი სკივრი, რომლის ფუნქციასაც საიდუმლოდ ინახავენ ორგანიზატორები. სივრცეში სხვა ბევრი საინტერესო ნივთი განთავსდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ უკვე ძალიან ბევრი მსრუველი გამოჩნდა კაფეში დასაქმების მიმართულებით. აგრეთვე, ადამიანები ინტერესებიან სოციალური კაფის გახსნის თარიღით. პროექტის ჯგუფის წევრები ძალიან საინტერესო და კრეატიული ადამიანები არიან. და ჩვენ ყველა რუსთაველს ძალიან ლამაზი და კარგი დღეები გველოდება ამ ლამაზ სივრცეში.

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

ჩვენი ინიციატივის Facebook - გვერდი უკვე შექმნილია. გთხოვთ, მოგვიწონეთ და ადევნეთ თვალი ჩვენს პროგრესს. ასევე დავასრულეთ შესყიდვების ეტაპი და გადავედით უშუალო კეთილმოწყობაზე. "ვშკურკავთ" კედლებსა და ავეჯს და ვამზადებთ შესაღებად. ასევე ჩვენი მეგობარი მუშოაბს ვიდეოზე რომელშიც ეს პროცესი იქნება ასახული. https://www.facebook.com/42-Social-Cafe-and-Bar-325269578334507/?modal=admin_todo_tour

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented on comment : Keti Khachidze at: Feb. 19, 2019, 9:02 a.m.

დასაწყისში 200 ლარზე შევთანხმდით, შემდეგ 400.

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
Keti Khachidze commented on comment : KETEVANI JINORIDZE at: Feb. 4, 2019, 4:02 p.m.

გილოცავთ! რამდენის გადახდა მოგიწევთ ქირაში?

42 - Co-working space and Social cafe for young people Location: Kvemo Kartli, Rustavi, Old Rustavi
KETEVANI JINORIDZE commented

როგორც იქნა ვიპოვეთ ჩვენი კაფისათვის შესაფერისი ფართი, თანაც ისეთ ფასად, რომლის გადახდასაც შევძლებთ. ამ ეტაპზე ვაგროვებთ ინვოისებს შესყიდვებისათვის და ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს. წარმატებები გვისურვეთ !!!