ჩვენი ეზო - ყველას სახლი

Ucha Varamashvili
Kvemo Kartli, Rustavi, თბილისის ქუჩა 17 და თბილისის ქუა 15
1865
Comments: 10

Goals

Problem statement:

ჩვენი ეზო მდებარეობს ქალქ რუსთვის თბილისის ქუჩის მეჩვიდმეტე და მეთხუთმეტე კორპუსებს შორის. ეზო განსაკუთრებულია იმით, რომ თაობებს გამოყოლილი ტრადიციის მიხედვით, ყველა მაცხოვრებელი ერთიანი ძალებით უვლის, ამწვანებს, ასუფთავებს და აკოხტავებს მას. გასნაკუთრებულად აქტიურია სტუდენტებისგან და ახალგაზრდა მშობლებისგან დაკომპლექტებული დაახლოებით 10 კაციანი გუნდი, რომელიც სისტემატიურად ატარებს ეზოს მოწესრიგების ღონისძიებებს.
ჩვენი ეზო ასევე წარმოადგენს მიმდებარედ მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების თავშეყრის სივრცეს.
სამწუხაროდ არც ჩვენს ეზოს და არც მის მიმდებარე ტერიტორიას არ გააჩნია რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების გართობასა და სპორტულ აქტივობას.
პროექტი ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და შექმნის სათანადო ინფრასტრუქტურასა და წაახალისებს ცხოვრების ჯანსაღ წესს ახალაგზრდებში.

How will your initiative achieve/contribute to this change?

პროექტის საინიციატივო ჯგუფი: პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობას იღებს მოხალისე სტუდენტებისა და მშობელთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული 29 წლამდე ახალაგზრდებით (სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული ახალგაზრდული ასაკი). პროექტის მიზანი: კონკრეტული უბნის მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობისა და მოხალისეობის საფუძველზე მოხდეს ეზოს მოწყობა. შეიქმნას ბავშების სათამაშო და ახალაგზრდებისათვის სპორტული აქტივობების განსახორციელებელი ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები:  პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოხალისე მშობლების ჯგუფის მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმირება პროექტის შინაარსის შესახებ  ვიზუალური ნახაზის შექმნა  ეზოს მოწყობისათვის საჭირო მასალების, ინვენტარისა და მომსახურების პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება  მასალებისა და ინვენტარის შეძენა  სივრცეების მოწყობა და ინვენტარის ინსტალირება პროექტის ფარგლებში მოეწყობა: 1. ოთხი საქანელისგან შემდგარი საქანელების ერთი კომპლექტი 2. ორი სავარჯიშო კომბინირებული ტრენაჟორი 3. 2 ერთეული აიწონა-დაიწონა 4. 2 ერთეული მცირე ზომის ფეხბურთის კარების ინსტალირება 5. 2 ერთეული მცირე ზომის კალათბურთის ფარის ინსტალირება 6. 1 ერთეული ქვიშის სათამაშო სივრცე თანამონაწილეობა: მოხალისე მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა, გამოთქვამს მზაობას შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია ფიზიკური შრომისა თუ მცირე ფინანსური თანამონაწილეობის თვალსაზრისით. მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის განხორციელების შედეგად მოხალისეთა გუნდს გაეზრდება მოტივაცია გააფართოვოს და ინტენსიური გახადოს ის აქტივობები რომლებსაც ამჟამადაც პერიოდულად ახორციელებს ეზოს მოსაწესრიგებლად  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურის შექმნას. გასართობი სივრცის არსებობა საშუალებას მისცემს ბავშვებს დღის გარკვეული ნაწილი მეტად საინტერესოდ გაატარონ სუფთა ჰაერზე, რაც მათ ჯანსაღ გარემოში ყოფნას გულისხმობს და ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

What will happen to your initiative and to the purchases?

როგორც პროექტის შესავალ ნაწილში აღინიშნა, თაობებს გამოყოლილი ტრადიციის მიხედვით ეზოს მაცხოვრებლები მუდმივად ახორციელებენ ეზოს მოვლისა და მოწესრიგების სამუშაოებს. საკუთარი ხარჯებით აწესრიგებენ არსებულ ინფრასტრუქტურას. ამდენად, პროექტის მდგრადობისათვის აღნიშნული ფაქტორი მყარი საფუძველია, რადგან შექმნილი ინფრასტრუქტურა მუდმივად იქნება მოვლილი და განახლებული მოსახლეობის მიერ.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

გამომდინარე პროექტის სპეციფიკიდან და მისი ინფრასტრუქტურული შინაარსისგან, მისგან ბენეფიტს მიიღებს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარი.

Recommendations

Reviewer 8

წარმატებები უჩა

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ეზოს გრაფიუკული ნახაზი

ეფექტური დაგეგმარებისთვის შეიქმნება ბაღის ეზოს გრაფიკუკლი ნახაზი. ნახაზი შესრულდება ახალგაზრდა არქიტექტორის მიერ უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი).

დავით გველესიანი

N/A

N/A
0,00 ₾
ოთხი საქანელისგან შემდგარი საქანელების კომპლექტი

მოხდება საქანელის დამზადების მომსახურების შეძენა

N/A

N/A

N/A
550,00 ₾
ჯაჭვი, საკიდარები

ჯაჭვი, საკიდარების შეძენა

N/A

N/A

N/A
300,00 ₾
საქანელების შეძენა

საქანელების შეძენა

N/A

N/A

N/A
350,00 ₾
ორი სავარჯიშო კომბინირებული ტრენაჟორი

მოხდება ორი სავარჯიშო კომბინირებული ტრენაჟორის დამზადების მომსახურების შესყიდვა

N/A

N/A

N/A
1 600,00 ₾
მოხდება ორი ერთეული აიწონა დაიწონის დამზადების მომსახურების შეძენა

ორი ერთეული აიწონა დაიწონა

N/A

N/A

N/A
500,00 ₾
ორი ერთეული "პრეისის" ტრენაჟორი

მოხდება ორი ერთეული პრეისის ტრენაჟორის დამზადების მომსახურების შესყიდვა

N/A

N/A

N/A
400,00 ₾
კალათბურთის ფარი

მოხდება მცირე ზომის კალათბურთის ფარის დამზადება

N/A

N/A

N/A
200,00 ₾
ყვითელი ქვიშა

მოხდება ყვითელი ქვიშის შეძენა სათამაშო სივრცის მოსაწყობად

N/A

N/A

N/A
150,00 ₾
საქვიშე სივრცე

მოხდება საქვიშე სივრცის დამზადების მომსახურების შესყიდვა

N/A

N/A

N/A
500,00 ₾
საშენი და სამღებრო მასალები

ფუნჯები, საღებავი, გამხსნელი, პიგმენტი, ხრეში, ცემენტი, ლაქი

N/A

N/A

N/A
450,00 ₾
სამუშაო იარაღები

სამუშაო იარაღების მოწოდება მოხდება ადგილობრივი მოსახლების მიერ უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი).

N/A

N/A

N/A
0,00 ₾
ინსტალაცია და მოწყობა

სივრცეების მოწყობასა თუ აღჭურვილობის ინსტალაციის პროცესს განახორციელებს მოხალისეები და დგილობრივი მოსახლეობა უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი)

N/A

N/A

N/A
0,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Ucha Varamashvili ერთ თვიანი ინტენსიური შრომის და უბნის ყველა ასაკის ადამიანების ჩართულბით ძალიან კარგ შედეგამდე მივედით :) გასუფთავდა ტერიტორია, მოსწორდა ნიადაგი, დაიყარა და დაიტკეპნა სხვადასხვა ფრაქციის ხრეში. მომზადდა ფუნდამენტები ატრაქციინებისა და სავარჯიშო მოწყობილობების დასამონტაჟებლად. საბოლოოდ კი ორბელიანი საქათველოს მხარდაჭერით, ჩვენს ეზოში, სადაც აქამდე გამოუყენებელი ორი სივრცე უფუნქციოდ იყო, მოეწყო ბავშვების ატრაქციონებისა და სავარჯიშო მოედნები :) ჩვენი ეზო არა მარტო ჩვენს სამეზობლოში, არამედ მიმდრბარე უბნებში მცხოვრები ბავშვების საყვარელი ადგილი გახდა :) ჩვენი ეზო - ყველას სახლი :)
Reply
Keti Khachidze წარმატებები, უჩა <3
Reply
Ucha Varamashvili პროცესი
Reply
Ucha Varamashvili პროცესი
Reply
Ucha Varamashvili დავიწყეთ
Reply
Ucha Varamashvili დავიწყეთ
Reply
Ucha Varamashvili my
Reply
Ucha Varamashvili my
Reply
Ucha Varamashvili Materials
Reply
Ucha Varamashvili Site
Reply