დოჯბოლის სასკოლო ტურნირი - All Activity

Giorgi Aphtsiauri commented

კიდევ ერთი შეხვედრა რუსთავის 22_ე საჯარო სკოლაში, შეხვედრა ორ ეტაპად ჩატარდა, სულ პრეზენტაცია 150 ბავი დაესწრო, საინტერესო შეხვედრები იყო, უამრავი საინტერესო კითხვა დაისვა და ელოდებიან ტურნირს მოუთმენლად, შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც ვდებ და იმედია სულ მალე გვეცოდინება ზუსტი თარიღი

Giorgi Aphtsiauri commented on comment : Giorgi Aphtsiauri at: Jan. 31, 2020, 11:38 a.m.

21_ე სკოლაში ბავშვებთან შეხვედრის და თამაში დროს სრულიად შემთხვევით ქალაქის მერი და მერიის წარმომადგენლებიც ეწვივნენ სკოლას და ეამ ჩვენი ახალი თამაშით დაინტერესდნენ და ინფორმაციაც გამოგვკითხეს, მხარდაჭერაც გამოგვიწხადეს და წარმატება გვისურვეს, მზადყოფნაში ვართ და ვაგრძელებთ სკოლებთან კომუნიკაციას, მხოლოდ ტურნირის ზუსტი თარიღის დადგენას ველით, რაც მერიაზეა დამოკიდებული რომ ქალაქის რომელიმე სპორტული დარბაზი დაგვითმონ ტურნირის ჩასატარებლად, ამ საკითხზეც მუშაობს მერიის წარმომადგენელი და უახლოეს დღეებში ველით ჩვენც და ბავშვებიც თარიღის გამოცხადებას, დიდი მოლოდინით ელოდებიან ბავშვები, სავარაუდო თარიღი 15 თებერვალი შევთავაზეთ მერიას და ველით მათ პასუხს

მოგესალმები მეგობრებო, მინდა დოჯბოლის სასკოლო ტურნირის შესახებ რამოდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ, ალბათ გახსოვთ ტურნირის ჩატარებას დეკემბრის ბოლოს ვგეგმავდით თუმცა სკოლის სპორტის მასწავლებელთა თხოვნით და ობიექტური მიზეზების გამო გადაიდო ტურნირის ჩატარება, ტურნირში მონაწილე ყველა სკოლაში მიტანილი და დატოვებული გვაქვს ინვენტარი, ბურთები, რათა სპორტის მასწავლებლებმა შეძლონ ბავშვების მომზადება ტურნირისთვის, 21

Giorgi Aphtsiauri commented

მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი პროექტისთვის საჭირო ყველა ინვენტარი ადგილზეა და მზადაა გვემსახუროს. პროექტის საწყისი ეტაპი გავიარეთ, ტურნირისთვის საჭირო ყველა მასალა დამზადებული და შეძენილია, პირველი შეხვედრებიც მოეწყო მეთერთმეტე სკოლაში და წარმოუდგენელი მოწონება დაიმსახურა, სპორტის გაკვეთილს არ აკლდება არცერთი მოსწავლე ამ თამაშის გამო და ელოდებიან ტურნირს, მაქსიმალურად სწრაფად, უახლოეს ორ კვირაში ყველა შეთანხმებულ სკოლაში ჩამოვაყალიბებთ გუნდებს და დეკემბრის 20 რიცხვისთვის გავმართავთ ტურნირს. პატარა ვიდეო სიუჟეტსაც შემოგთავაზებთ რომელიც შეხვედრისას გადავიღეთ, გავაქტიურდით და ყოველდღიურად თუ არა ყოველ მეორე დღეს გვექნება ახალი ამბები და აქტივობები, შესაბამისად გავაქტიურფდებით აქაც და პლათფორმაზეც.

Giorgi Aphtsiauri commented

ჩვენი ინვენტარი გზაშია და მალე დავიწყებთ ჩვენს ტურნირზე ზრუნვას, მანამდე კი წარმოგიდგეთ ვიდეოს რომელზეც საკმაოდ დიდი "მუშაობა" დაგვჭირდა რომ ეს ადამიანები დაგვეთანხმებინა(ვხუმრობ), რა თქმა უნდა სრული წესების დაცვით არ თამაშობენ ჩვენი მოხალისეები თუმცა . . . თავად შეაფასეთ და იხალისეთ. "დოჯბოლის ტურნირი" მალე ჩვენს ქალაქში.ეს ვიდეო განახებთ რამდენად სახალისო და საინტერესო თამაშია დოჯბოლი და როგორი "სელებრითები" აქცევენ მას ყურადღებას.

Giorgi Aphtsiauri commented

პროექტის ფარგლებში დავასრულეთ მოლაპარაკება სკოლების დირექტორებთან(რუსთავის 11_ე,22_ე,21_ე,7_ე,5_ე, "რეცა"ნაკადული) რომლებმაც სურვილი გამოთქვეს რომ ითანამშრომლონ ჩვენთან და ხელი შეგვიწყონ რომ პირველი დოჯბოლის გუნდები სწორედ მათი სკოლის მოსწავლეებისგან შედგეს, დაგვეხმარებიან ბავშვებთან საპრეზენტაციო შეხვედრის ორგანიზებაში და სხვა საორგანიზაციო საქმეებში. მადლობა მათ თანადგომისთვის