"ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ"

Tinatin Varamashvili
Kvemo Kartli, Rustavi, მექლიქიშვილის 7 ( მე-18 სკოლის მიმდებარედ)
63
Comments: 3

Goals

Problem statement:

„საქართველოს კარიტასის“ რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარმა და დღის ცენტრმა 2014 წლის 16 მაისიდან დაიწყო მუშაობა. ამჟამად თავშესაფარი (24 საათი) ემსახურება 13 ბენეფიციარს. დღის ცენტრში კი 29 ბენეფიციარი ირიცხება.

დაწესებულების მიზანია: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ქუჩიდან განრიდება, მათი სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფა, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, ან სხვა გრძელვადიან სერვისებში განთავსება.

ბენეფიციარები ცენტრში იღებენ სხვადასხვა სერვისებსა და მათზე დაფუძნებულ განათლებასა თუ უნარ-ჩვევებს. ერთერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სკოლის შემდგომი თავისუფალი დორის ეფექტური ათვისება და ბენეფიცარებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. აღნიშნული მიდგომა ერთგვარი პრევენციაა თავისუფალი დროის არამიზნობირავდ გამოყენებისა და რისკ ჯგუფებში მოხვედრისა.

ცენტრს აქვს საკმაოდ დიდი ეზო, თუმცა მასში არ არსებობს სპორტული და გსართობი ინფრასტრუქტურა, სადაც ბენეფიციარები თავისუფალი დროის ნაწილს გაატარებენ. სწეორედ აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ემსახურება პროექტი.

How will your initiative achieve/contribute to this change?

პროექტის საინიციატივო ჯგუფი: პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობას, მოხალისობრივად იღებენ ცენტრის ახალგაზრდა სპეც პედაგოგები, სოც მუშაკები და ტრენერები. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, „საქართველოს კარიტასის“ რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარისა და დღის ცენტრის ბენფიციარებში ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა, სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურის შექმნის გზით. აღნიშნულის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები:  საპროექტო ჯგუფის მიერ ებენფიციერების ინფორმირება პროექტის შესახებ, მათი მონაწილეობის დონის გაზრდის მიზნით  ვიზუალური ნახაზის შექმნა  ეზოს მოწყობისათვის საჭირო მასალების, ინვენტარისა და მომსახურების პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება  მასალებისა და ინვენტარის შეძენა  სივრცეების მოწყობა და ინვენტარის ინსტალირება ბენეფიციარებთან ერთად პროექტის ფარგლებში მოეწყობა: 1. ოთხი საქანელისგან შემდგარი საქანელების კომპლექტი 2. ორი სავარჯიშო კომბინირებული ტრენაჟორი 3. 2 ერთეული აიწონა-დაიწონა 4. 2 ერთეული პრესის ტრენაჟორი 5. 2 ერთეული მცირე ზომის კალათბურთის ფარი 6. 1 ერთეული ქვიშის სათამაშო სივრცე თანამონაწილეობა: პროექტის საინიციატივო ჯგუფი გამოთქვამს მზაობას შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია ფიზიკური შრომისა თუ მცირე ფინანსური თანამონაწილეობის თვალსაზრისით. მოსალოდნელი შედეგები:  ცენტრის ბენეფიციარებს გაუჩნედაბთ დამატებითი შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენონ თავისუფალი დრო, რაც წარმოადგენს პრევენციული ხასიათის მიდგომას რათა ისინი არ მოხვდნენ რისკ ჯგუფებში.  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურის შექმნას ცენტრის ეზოში. ეს კი ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს დღის გარკვეული ნაწილი დაუთმონ სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

What will happen to your initiative and to the purchases?

საქართველოს კარიტასი და მისი რუსთავის ორგანიზაცია წარმოადგენს ინსტიტუციურად კარგად მოწყობილ ორგანიზაციას. შესაბამისად ყველა ის სიკეთე რაც შეიქმნება პროექტის ფარგლებში, სამომავლო მოვლისა და განკარგვისათვის გადაეცემა სწორედ საქართველოს კარიტასისს რუსთავის ორგანიზაციას. ეს კი განაპირობებს პროექტის მდგრადობას.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ორგანიზაციას ყავს როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი სქესის ბენეფიციარები. შესაბამისად, პროექტის განხორციელების შედეგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა თანაბრად იქნება გამოყენებული ორივე სქესის წარმომადგენელი ბენეფიციარების მიერ.

Recommendations

Reviewer 8

უკეთესი იქნება მოწყობილობები განალაგოთ ისე რომ ბენეფიციარებს შეეძლოთ ერთმანეთთან შეჯიბრება. ანუ გააკეთეთ ერთგვარი დაბრკოლებების კურსი, რაც უფრო საინტერესოს გახდია პროცესს მონაწილეებისთვის.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ეზოს გრაფიუკული ნახაზი

ეფექტური დაგეგმარებისთვის შეიქმნება ბაღის ეზოს გრაფიკუკლი ნახაზი. ნახაზი შესრულდება ახალგაზრდა მოხალისე არქიტექტორის მიერ უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი).

დავით გველესიანი

N/A

N/A
0,00 ₾
ოთხი საქანელისგან შემდგარი საქანელების კომპლექტი

მოხდება საქანელის დამზადების მომსახურების შეძენა

N/A

N/A

N/A
550,00 ₾
ჯაჭვი, საკიდარები

საქანელის ჯაჭვებისა და საკიდარების შეძენა

N/A

N/A

N/A
300,00 ₾
პლასტმასისის საქანელები

4 ერთეული საქანელის შეძენა

N/A

N/A

N/A
350,00 ₾
ორი ერთეული კომბინირებული ტრენაჟორი

მოხდება ორი სავარჯიშო კომბინირებული ტრენაჟორის დამზადების მომსახურების შესყიდვა

N/A

N/A

N/A
1 600,00 ₾
აიწონა დაიწონა

მოხდება ორი ერთეული აიწონა დაიწონის დამზადების მომსახურების შეძენა

N/A

N/A

N/A
500,00 ₾
"პრესის" ტრენაჟორი

მოხდება ორი ერთეული პრესის ტრენაჟორის დამზადების მომსახურების შესყიდვა

N/A

N/A

N/A
400,00 ₾
კალათბურთის ფარი

მოხდება ერთი ერთეული კალათბურთის ფარის დამზადების მომსახურების შეძენა

N/A

N/A

N/A
200,00 ₾
ყვითელი ქვიშა

ყვითელი ქვიშის შეძენა ქვიშის სივრცისთვის

N/A

N/A

N/A
150,00 ₾
საქვიშე სივრცე

მოხდება საქვიშე სივრცის დამზადების მომსახურების შესყიდვა

N/A

N/A

N/A
500,00 ₾
საღენი და სამღებრო მასალები

ცემენტი ქვიშა საღებავი გამხსნელი პიგმენტი ფუნჯი ლაქი

N/A

N/A

N/A
450,00 ₾
სამუშაო იარაღები

სამუშაო იარაღების მოწოდება მოხდება ადგილობრივი მოსახლების მიერ უფასოდ (თანამონაწილეობის კომპონენტი).

N/A

N/A

N/A
0,00 ₾
სივრცეების მოწყობა და ინსტალაცია

სივრცეების მოწყობასა თუ აღჭურვილობის ინსტალაციის პროცესს განახორციელებს ცენტრის ადმინისტრაცია, მოხალისე სპეც პედაგოგები, ტრენერები და სხვა თანამშრომლები (თანამონაწილეობის კომპონენტი)

N/A

N/A

N/A
0,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.
"ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ" Location: Kvemo Kartli, Rustavi, მექლიქიშვილის 7 ( მე-18 სკოლის მიმდებარედ)
Tinatin Varamashvili commented Oct. 3, 2019, 9:56 a.m.

გაიმართა შეხვედრა რუსთავის ბავშვთა თავშესაფარსა და დღის ცენტრში. ბენეფიციარებთან და ცენტრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე დეტალურად დაიგეგმა, რა ტიპის ინფრასტრუქტურა გაკეთდება ცენტრის ეზოში.

Reply
"ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ" Location: Kvemo Kartli, Rustavi, მექლიქიშვილის 7 ( მე-18 სკოლის მიმდებარედ)
Tinatin Varamashvili commented Oct. 3, 2019, 9:56 a.m.

გაიმართა შეხვედრა რუსთავის ბავშვთა თავშესაფარსა და დღის ცენტრში. ბენეფიციარებთან და ცენტრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე დეტალურად დაიგეგმა, რა ტიპის ინფრასტრუქტურა გაკეთდება ცენტრის ეზოში.

Reply
"ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ" Location: Kvemo Kartli, Rustavi, მექლიქიშვილის 7 ( მე-18 სკოლის მიმდებარედ)
Tinatin Varamashvili commented Oct. 3, 2019, 10:02 a.m.

პროექტის დიზაინერმა ჩაატარა აზომვითი სამუშაოები და უახლოეს მომავალში განვახორციელებთ დაგეგმილ აქტივობებს

Reply