From Trash Valley to Rose Alley - All Activity

Keti Khachidze commented

შაბათს, 21 ივლისს ვარდების ხეივანი მოვინახულეთ. საბოლოო შედეგი არის შთამბეჭდავი. ხეივნის მშენებლობა დასრულებულია, ტერიტორია შემოღობეს, რომ საქონლისგან დაეცვათ და ორივე მხრიდან კარი დაამონტაჟეს. 60 ძირი მცოცავი ვარდი ჩარგეს და თაკარა სიცხეში პროექტის მოხალისეებმა სათლებით ზიდეს წყალი, რომ გაეხარებინათ. ქალბატონ მზია, პროექტის ლიდერი, გვპირდება, რომ მომავალ წელს ვარდები მოიზრდება და ხეივანს დაფარავს. ვარდები საკუთარი ეზეობიდან გადმორგეს პროექტის მონაწილეებმა და აპირებენ ადგილი საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნან, სკამები დაამონტაჟონ და მოსასვენებლი ადგილი გახადონ. ქნ მზია აპირებს შეჯიბრებების მოწყობას სკოლის ბავშვებისტვის, რომ მათ გადააბაროს ხეივანზე ზრუნვა და ადგილი კიდევ უფრო მათი გახადოს. რაც მთავარია, მზიას და მის თანაგუნდელებს, სურთ რომ ვარდების ხეივანი სამაგალითო გახდეს, სხვა სოფლებიდან მოვიდნენ სანახავად და იდეა გადაიღონ. ვისაც მზიას ენერგია, კარგი საქმეების კეთების სურვილი და მისი ულამაზესი, საოცარი გემოვნებით მოწყობილი ბაღი საკუთარი თვალით არ უნახავს, მალე ვიდეოს დავდებთ მის შესახებ. არ გამოტოვოთ!

Leila Bekauri commented

კარკასის შედუღება. კონსტრუქციის დასრულება.

Leila Bekauri commented

ამ კვირას ჩავსვით რკინის ბოძები და გავამზადეთ გადასაფარებელი რკინების შესადუღებლად

Leila Bekauri commented

At first stage of the project all the materials needed for the Rose Alley were purchased.
Iron materials were cut and all of them were painted.
The ground of the alley was cleaned and preapred for the second stage.