Rehabilitate Samtredia Dendrological Park - All Activity

Maia Loria commented

სამტრედიის 11 საჯარო სკოლამ, ეკოკლუბმა ,, ხეთა მონაღვლენი" წარმატებით დაასრულა პროექტი ,,სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე". დასკვნით აქტივობაში მე-11 საჯარო სკოლასთან ერთდ მონაწილეობდნენ სპეცსკოლის მოსწავლეები. მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ პარკს უ პ ა ტ რ ო ნ ე ბ ს. მადლობა ორბელიანი საქართველოს ასეთი ღვაწლისთვის ჩვენ ვამაყობთ თქვენით!!!

Maia Loria commented

,,ორბელიანი - საქართველომ"დაგვიმზადა ჟეტონები,საუკეთესო დიზაინით;ეს არის უპეცედენტო შემთხვევა პარკის ისტორიაში -მოკრძალებული მცდელობა,ნამდვილი,თანამედროვე პარკის იერსახე მიეცეს ბაღს,სადაც მისული მნახველი ადვილად გაარკვევს რომელ ხესთან დგას...დიდი მადლობა მთელი სკოლისა და ეკოკლუბის სახელით,, ორბელიანი-საქართველოს''

Maia Loria commented

სამუშაოები თითქმის დასრულებულია;ჟეტონები დამზადებულია და უახლოეს დღეებში შევაბამთ ხეებს

Maia Loria commented

გუშინ, დენდროლოგიური პარკის ჭიშკარი განახლდა, მუნიციპალიტეტის - გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურის თანამონაწილეობით ( უფროსი ბ- ნი ე. კალაძე); შეიღება და რკინის თაღი დაიდგა, ღობისთვის გამზადდა ჩასასხმელი ადგილი

Elene Bokhua commented

მოგესალმებით, დღეს 14 ოქტომბერს, ჩვენი პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა მოვინახულეთ ქ.სამტრედიის დენდროლოგიური პარკი თავისი უნიკალური ჯიშის ხეებით. გადავიღეთ ფოტოები კატალოგისთვის და გავიგეთ ბევრი საინტერესო ფაქტი ამ უნიკალური ხეების შესახებ, რომელიც გაგვაცნო პარკის მეველემ ვალერი კახიანმა. ველოდებით ჟეტონებს, რათა ხალხი უფრო კარგად გაეცნოს პარკს.

Maia Loria commented

მოგესალმებით,რატომღაც არ აიტვირთა ორი აქტივობა ,კიდევ ერთხელ ვცდი,ხვალ კატალოგისთვის ფოტოების გადასაღებად მივდივართ,თან აღვწერთ პარკის მეველესთან ერთად,ჟეტონებს ველოდებით;ნივთები სრულად დავაბინავეთ,ველოდებით გამოდარებას,ღობის საძირკვლის ჩასასხმელად,მავთულბადე გვქონდა შესაცვლელი და როგორც იქნა,ჩამოვიდა,რამდენიმე ფოტო გადავუღეთ ყვავილების სანერგეს,ეს მხოლოდ მცირე ნაწილია,ოჯახში უვლის ვალერი კახიანი,ამ ეტაპზე მისი პარკში დაბინავება არაა შესაძლებელი;

Maia Loria commented

მოგესალმებით,მართალია ,ცოტა ხნით შეფერხდა აქტიური სამუშაოების დაწყება დენდროლოგიურ პარკში,წვიმის გამო შეღებვას ვერ ვახერხებთ,მაგრამ ნივთები შევარჩიეთ ,მავთული გაგვიხდა შესაცვლელი ,ბადიანი მავთულები შევუკვეთეთ და ხვალ გამოგვაქვს ;ასევე დავიწყებთ პატარა სკამების ჩადგმას,ვალერი კახიანი დაამზადებს გამოდარებისთანავე,ველოდებით ჟეტონებს ,უკვე გადავუგზავნე ქალბატონ ნათიას ხეების ლათინური და ქართული სახელწოდებები,დიდი მადლობა ამ დამატებითი დახმარებისთვის,ხეების სახელდება ჟეტონებით ძალიან მნიშვნელოვანია აღრიცხვისთვის, დამთვალიერებლისთვის; 10 ოქტომბერი;

Maia Loria commented

მოგესალმებით, საქართველოში ხორციელდება პროექტი: ,,დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო" გუშინ 17 ოქტომბერს ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელშიც ჩაერთო სამტრედიის მუნიციპალიტეტი, კერძოდ სამტრედიის გამგებლის პირველი მოადგილე დავით ბახტაძე, რომელიც კურირებს ჩვენს პროექტს...მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მეგზუობასა დაკორდინირებას უწევდა პარკის მეველე ვალერი კახიანი მათ პირველი გამწმენდითი სა.მუშაოები ჩაატარეს სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე და სიხარულით შეუერთდნენ ჩვენი სკოლის პროექტის განხორციელებას

Maia Loria commented

მოგესალმებით,გუშინ 15 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალზე- ეკოკლუბის ,, ხეთა მონაღვლენი" წარდგინება,პრეზენტაცია მოხდა , ლოგოიანი მაისურებითა და ჩვენ მიერ დამზადებული ბუკლეტებით, სადაც მთელ საზოგადოებას ვაუწყეთ დენდროლოგიური პარკის აღდგენისთვის განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, ბევრი მოხალისე გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას , მუნიციპალიტეტში მუშები გაფრთხილებული ჰყავთ, სკოლის დირექცია ინვენტარის მისაღებად მზად არის მუნიციპალიტეტთან ერთობლივი პასუხისმგებლობის აღებით , სამწუხაროდ, დაგვიანდა თანხის მიღება, ვაგვარებთ, ადგილობრივ პრესაში,, სამტრედიის მაცნე" დაიბეჭდა შოთა პაპავას ვრცელი სტატია ამ პროექტზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მალე დავიწყებთ წინამოსამზადებელ საქმიანობას უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე...

Maia Loria commented

1 სექტემბერი 2017 წელი სამტრედიის XI საჯარო სკოლა. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა; დაიგეგმა აქტივობები და გადანაწილდა ფუნქციები გუნდის წევრებს შორის.

Maia Loria commented

მოგესალმებით,ინვოისების შევსება დაგვიგვიანდა ,მაღაზიის ბუღალტრის შვებულების გამო ,უახლოეს ორ დღეში მოვაგვარებთ...გუშინდელ საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრაზე,რომელსაც ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა,გადავწყვიტეთ ,ჩვენი პროექტის განსახორციელებლად რომ უფრო მეტი მოხალისე ჩავრთოთ ქალაქს უფრო სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, მოვაწყობთ მსვლელობას,ეკოკლუბის წევრები მაისურებით,რომელზედაც ჩვენი პროექტის სახელი ან ეკოკლუბის ლოგო იქნება დახატული,რამდენიმე ვარიანტი გააკეთეს ბავშვებმა;გარდა ამისა მუნიციპალიტეტიდან მუშების საკითხიც მოგვარდა მათთან ერთად დავიწყებთ მუშაობას,პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები სიხარულით გამოგვეხმაურნენ,საგაზეთო ინტერვიუ უახლოეს ნომერში გამოვა...ფოტოებსაც დავდებთ

Maia Loria commented

მოგესალმებით,ინვოისების შევსება დაგვიგვიანდა ,მაღაზიის ბუღალტრის შვებულების გამო ,უახლოეს ორ დღეში მოვაგვარებთ...გუშინდელ საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრაზე,რომელსაც ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა,გადავწყვიტეთ ,ჩვენი პროექტის განსახორციელებლად რომ უფრო მეტი მოხალისე ჩავრთოთ ქალაქს უფრო სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, მოვაწყობთ მსვლელობას,ეკოკლუბის წევრები მაისურებით,რომელზედაც ჩვენი პროექტის სახელი ან ეკოკლუბის ლოგო იქნება დახატული,რამდენიმე ვარიანტი გააკეთეს ბავშვებმა;გარდა ამისა მუნიციპალიტეტიდან მუშების საკითხიც მოგვარდა მათთან ერთად დავიწყებთ მუშაობას,პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები სიხარულით გამოგვეხმაურნენ,საგაზეთო ინტერვიუ უახლოეს ნომერში გამოვა...ფოტოებსაც დავდებთ

Maia Loria commented

მოგესალმებით,ზაფხულის არდადეგების გამო ცოტათი დამიგვიანდა ინფორმაციის განთავსება,თუმცა შემიძლია მოგახსენოთ, რომ ივლისში შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ინფორმაციის მიწოდების შედეგად ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, და არა მხოლოდ მათ, სრულად შეიტყვეს იმ გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენ მიერ განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. პარალელურად დენდროლოგიურ პარკთან არსებული სკოლის წარმომადგენელს მიეწოდა ინფორმაცია ერთობლივად საქმიანობების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე სათემო ჩართულობის მიზნით. ამჯერად ვმუშაობთ მაღაზიებთან და ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ამ პროექტის განხორციელებისთვის, საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობისა და ინფორმირებისთვის.გმადლობთ...