Climate change affects on Environment - All Activity

Keti Khachidze commented

გიორგიმ და მისმა თანაგუნდელმა ჯერჯერობით 7 ბავშვს ჩაუტარეს ტრენინგი კლიმატურ ცვლილებებზე. თუმცა მათ შორის მიმავალი გეგმები აქვთ! სწავლის განახლებასთან ერთად აპირებენ ასურეთის სკოლის მოსწალეები (20მდე ბავშვს) ჩაუტარონ ტრენინგების ციკლი და გააცნონ, რომ "დედამიწა კი არ თბება, არამედ კლიმატი იცვლება". ბავშვებმა იმდენად დიდი დაინტერესება გამოხატეს თემის მიმართ, ბიომრავალფეროვნების მიმართ, რომ გიორგიმ გადაწყვიტა სოფელ ჯორჯიაშილის სკოლის მოსწავლეებს საჩუქარი გაუკეთოს: თბილისში ჩამოიყვანოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტში და მათი საქმიანობა გააცნოს. პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ - წარმატებებს გისურვებთ!

Keti Khachidze commented

გიორგი, მთლიანობაში რამდენ ბავშვს ჩაუტარეთ ტრენინგი? მხოლოდ 7ს?

Nino Giorgadze commented on comment : Giorgi Berechikidze at: July 6, 2018, 7:32 a.m.

რა სამწუხარო ამბავია !!!

Giorgi Berechikidze commented

როგორც პროექტის აღწერაში წერია ტრენინგი იგეგმებოდა სოფელ ასურეთის საჯარო სკოლაში, თუმცა დირექტორმა ცივი უარი გვტკიცა :) შემდეგ წავედით სოფელი ბოგვის საჯარო სკოლაში სადაც პირველი შეხედვით სკოლის დირექტორმა ძალიან მეგობრულად მიგვიღო, შევედით მე-7 დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, გავაცანით ტრენინგის არსი და ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ, დავგეგმეთ ტრენინგი შაბათ დღეს, თუმცა პარასკევს დირექტორთან საუბრის შემდეგ გაირკვა რომ ბავშვებში ჩვენმა იდეამ დაინტერესება არ გამოიწვია. დამწუხრებულებმა დავივიწყეთ ბოგვის საჯარო სკოლა. შემდეგ მოხლა საკითხით დაინტერესებულ მოსწავლეებთან შეხვედრა სოფელ ჯორჯიაშვილში გამგეობის შენობაში, ტრენინგს ჯამში დაესწრო 7 მოსწავლე. გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორიც არის : კლიმატის ცვლილება - მიზეზები და შედეგები. საქართველო როგორც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი. საქართველოს წითელი ნუსხა. და აშ. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ტრენინგს ესწრებოდნენ სოფელი ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც გვისყვედურეს : რატომ აღარ ჩამოხვედით ჩვენთან სკოლაში? მეც ვუთხარი დირექტორის სიტყვები. და აღმოჩნდა შემდეგი : მას შემდეგ რაც დაგვიტოვებია სკოლა, დირექტორს ჩამოუვლია ყველა ის საკლასო ოთახი სადაც ბავშვებს შევუთანხმდით შეხვედრაზე და ყველა გაუფრთხილებია რომ თურმე ჩვენ გადავიფიქრეთ და აღარ ჩავიდოდით ტრენინგზე :)) ასე რომ ძალიან გთხოვთ ამ სკოლის დირექტორს არ აღირსოთ არაფერი!!!

Giorgi Berechikidze commented

შევიძინეთ ტრენინგისათვის საჭირო ლიტერატურა და საკანცელარიო ნივთები. ახლა კი ვიწყებთ მონაწილეთა შერჩევაას :)))