Environmental Education in Sanavardo - All Activity

Ucha Iakobidze commented

17 თებერვალი:
აუდიო ჩანაწერისთვის მიკროფონის დატენვა დაგვავიწყდა, ამიტომ შემდეგი შეხვედრისთვის გადავდეთ.
სამაგიეროდ ვუყურეთ ძალიან საინტერესო ფილმს ველურ ბუნებასთან დაკავშირებით: "AGAINST THE WILD 2: SURVIVE THE SERENGETI". ტრადიციულად ინგლუსურად. აქტივობებს შეგნებულად აღარ ვაკეთებთ რადგან 10 მონაწილეზე მეტი ჯერჯერობით ვერცერთ შეხვედრაზე ვერ შევიკრიბეთ. ამიტომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ მონაწილეების ინტერესებიდან გამომდინარე, და პრეოქტის თემის ფარგლებში, სხვადასხვა ფილების ყურებას. როდესაც ჯგუფის რაოდენობა გაიზრდება და მივაღწევთ 20 მონაწილის რაოდენობას, რაც აქტივობებისთვის მინიმალური აუცილებელი რაოდენობაა, დავიწყებთ პროექტის ოფიციალური გეგმის ყველა აქტივობის შესრულებას. ამისათვის გაზაფხულიდან ვფიქრობთ განვახორციელოთ ინფორმაციის გავრცელების ახლი ტალღა მეზობელ სოფლებში.

Ucha Iakobidze commented

10 თებერვალი:
დავასრულეთ წინა შეხვედრაზე დაწყებული ვიდეოს ტექსტის წერა და გადავთარგმნეთ. შემდეგი ეტაპია მასალის აუდიო ჩაწერა და დამონტაჟება.

3 თებერვალი:
შეხვედრებში მონაწილეთა უმრავლესობის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ძირითადი გარემოსდაცვით მიმართულებასთან ერთად რამდენიმე შეხვედრა ინგლისური ენის გაუმჯობესებისთვისაც გამოვიყენოთ. შესაბამისად დღევანდელ შეხვედრაზე მოგვივიდა იდეა რომ გადავთარგმნოთ და ქართულად გავახმოვანოთ ted ed -ის ვიდეო "რა მოსდის პლასტმასის ბოთლს რომელსაც თქვენ გადააგდებთ" (https://www.youtube.com/watch?v=_6xlNyWPpB8).
დავიწყეთ ვიდეოს ტექსტის გადმოწერა ყველამ სათითაოდ მაგრამ დროშ საკმაოდ გაიწელა და ბოლომდე ვერ მოვასწარით. ამიტომ გადავწყვიტეთ შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელოთ. ზოგ მონაწილემ გამოთქვა სურვილი რომ სახლში დაასრულოს ვიდეოდან ტექსტის ამოწერა, მაგრამ ყველას არ აქვს სახლშ კომპიუტერი და ინტერნეტი შესაბამისად შემდეგ შეხვედაზე დავასრულებთ ტექსტს შეხვედრის დროს.

27 იანვარი:
შეხვედრა არ ჩატარებულა რადგან შეხვედრების ფასილიტატორი უჩა იაკობიძე არ იმყოფებოდა საქართველოში.

Ucha Iakobidze commented

20 იანვარი:

დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა.
ჩვენი კლუბის ერთერთი მხარდამჭერის, ინიციატივით, თავიდან ვუყურეთ ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიან ფილმს - ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა (https://www.youtube.com/watch?v=4tu1iSlUwek)
ფილმის შემდეგ გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები იმის შესახებ თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენს სოფელ სანავარდოში თუკი გავაერთიანებთ ჩვენს მონდომებას და ვიმოქმედებთ მის განსახორციელებლად.

შეხვედრის დარჩენილი ნაწილი დავუთმეთ კომპასის აქტივობას - "სამი ნივთი".
აქტივობის ფარგლებში ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ბუნების გაუფრთხილებლობის გამო კახეთში მოხდა დიდი წყალდიდობები გახდა ცხოვრებისათვის შეუსაბამო ადგილი. ჩვენ ყველანი იძულებულნი ვიყავით ახალი საცხოვრებლის საძებნად დაგვეტოვებინა ჩვენი სოფელი და შეგვეძლო თან მხოლოდ 3 ნივთის წაღება.
ეს ნივთები იწერება "სთიქი-ნოუთებზე" და შემდე დისკუსიის საფუძველზე ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი-უმნიშვნელოს მიხედვით ნივთების რანგირება.
დისკუსიამ ემოციურად მაგრამ პროდუქტიულად ჩაიარა და შეთანხმებაც მიღწეული იქნა.

Ucha Iakobidze commented

13 იანვარი:
მოდის ძველით ახალი წელი, მაგრამ დღეს მაინც შევიკრიბეთ, და კიდევ 4 ახალი წევრიც შემოგვემატა.
უკვე ძალიან ვუახლოევდებით სასურველ რაოდენობას.
ამასობაში ჩვენი შეხვედრების მიმდინარეობისას გარემოსდაცვითი თემების გარდა ჩვენი ინლისური ენის ცოდნასაც ვიუმბჯობესებთ. ფილმებს ყოველთვის ვუყურებთ ორიგინალში სუბტიტრებით და როდესაც რაიმე სიტყვა გვაინტერესებს ფილმს ვაჩერებთ, სიტყვას ვიწერთ, ვთარმნით და ვაგრძელებთ. ამის გამო შეხვედრები დაგეგმილზე უფრო გრძელი გამოგვდის მაგრამ სამაგიეროდ ბევრად უფრო პროდუქტიული.
დღევანდელი ფილმის ჩვენებისას კვლავ დავუბრუნდით BBC-ს ძალიან საინტერესო სერიებს, და მე-3 ეპიზოდს ვუყურეთ, რომელიც ჯუნგლების საიდუმლოებებით მოცულ სამყაროს ეხებოდა, მის მრავალფეროვნებაზე, და რა საფრთხეები ემუქრება ამ მრავალფეროვნებას ადამიანის მიერ ბუნების დაბინძურების გამო.

შემდეგ შაბათს, ტრადიციულად 4:00 საათზე <3

Ucha Iakobidze commented

6 იანვარი:
დღეს ძალიან მაგარი დღე გვქონდა. კლუბში ახალი წევრები შემოგვემატნენ, ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურეთ და ფილმის მოკლე განხილვაც გავაკეთეთ. "ვეშაპზე ამხედრებული" - ადამიანისა და ბუნების კავშირის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ოკეანესთან და ვეშაპებთან ურთიერთბის ძლიერ ტრადიციებს ასახავს და ძალიან ძლიერ ემოციებს იწვევს. დიდი სიამოვნება მივიღეთ.
სამწუხაროდ იმდენი კვლავც არ ვიყავით რომ კომპასის აქტივობა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ნელნელა ვმატულობთ და სავარაუდოდ სწავლა როდესაც დაიწყება და ყველანი შინ დაბრუნდებიან მალევე ვიქნებით იმდენი რომ აქტივობების განხორციელებასაც შევუდგეთ.
შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ შაბათს, 4 საათზე :)

Ucha Iakobidze commented

24 დეკემბერი:
დღეს საკმარირი მონაწილეები არ ვიყავით აქტივობის ჩასატარებლად, სავარაუდოდ ახალი წლის მოახლოებამ იმოქმედა, ამიტომ ჰაერის დაბინძურების თემა შემდეგი შეხვედრებისთვის გადავდეთ და დღევანდელი დღე გამოვიყენეთ და ვუყურეთ არაჩვეუებრივ ფილმს - პლანეტა დედამიწა 2 - პირველი ეპიზოდი. ძალიან საინტერესოა, ყველას გირჩევთ უყუროთ :)

Ucha Iakobidze commented

16 დეკემბერი:
დღეს გავეცანით ზოგადად დაბინძრების სახეობებს:
Water წყალი
Air ჰაერი
Soil ნიადაგი
Thermal თერმული (სითბოს)
Radioactive რადიოაქტიური
Noise ხმაური
Light სინათლე
Personal პირადი
და განვიხილეთ რიგით პირველი - წყლის დაბინძურება. შევეხეთ როგორც სოფლის მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენებას, ასევე მდინარეების ნაგავსაყრელად ქცევას, კონკრეტულად კი მონაწილეებმა არაერთხელ ახსენეს მდინარე ბურსა.

შემდეგ ვუყურეთ National Geographic-ის ფილმს Before the Flood. რომელიც ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ინფორმაციულად ძალიან დატვირთული და პირველივე დღისთვის ცოტა მძიმეც, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რომ მონაწილეებმა ყველამ ერთნაირად არ იცის ინგლისური.
რამდენჯენმე შევაჩერეთ ფილმის ჩვენება რომ გადაგვეთარგმნა შედარებით რთული ტერმინები და აზრი გამოგვეთქვა ფილმის მიმდინარეობაზე.

ზოგადად ძალიან საინტერესო დღე გამოდგა.
შემდეგ შეხვედრაზე განვიხილავთ ჰაერის დაბინძურებას და ველით ახალ მონაწილეებსაც

Ucha Iakobidze commented

ჩვენი სკამები და პროექტორი ჩამოვიდა!
დღეს დავგეგმავთ მონაწილეების შერჩევის პროცედურებს.
კვირის მანძილზე ავაწყობთ სკამებს
და შაბათიდან დაიწყება ჩვენი შეხვედრები!
ძალიან კარგი მოლოდინებით და ემოციებით ვართ აღსავსე და ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებთ :)
დროებით