Environmental Training for Rustavi Youth - All Activity

gigauri001@gmail.com commented

დღეს კიდევ ერთი ლამაზი და სასიამოვნო დღე გავატარეთ ერთად :) პროექტი "ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის" შეურთდა "თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბის" ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენას. ჩვენი ორგანიზებით მოეწყო ვორქშოფი, სადაც ძველ ნივთებს შევძინეთ ახალი სიცოცხლე. ძველი ქილებისგან ბავშვები შეეძადნენ ახალი ნივთების გაკეთებას... ბავშვებს დახმარება გაუწია პროფესიონალმა ხელოვანმა, ფერმწერმა.

gigauri001@gmail.com commented

პროექტი მცირე ხრით შეჩერდა, თუმცა სულ მალე განვაგრძობთ შეხვედრების ორგანიზებას... განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა ბოლო შეხვედრა... შევეცადეთ მოკლე რეზუმე გაგვეკეთებინა და შეგვეჯამებინა განვლილი ოთხი ტერნინგი ("ეკოლოგია და კანონი", "ნარჩენების მართვა და დახარისხება", "მდგრადი განვითარება" და "გლობალური დათბობა") კიდევ ერთხელ შევეხეთ ყველა იმ პრობლემას და საკითხს რომელიც ამტრენინგებზე დასახელდა და შევეცადეთ უფრო ღრმად შევხებოდით თითოეულ საკითხს, პრობლემების ნათლად წარმოსაგნეად მოვიყვანეთ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან, მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი სოფლებში დაბინძურების მდგომარეობებზე და ზოგადად განვიხილეთ სოფლის პრობლემები... ასევე ერთ-ერთ მონაწილის დაინტერესებას, "როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში როცა ახლო მახლოს არ არის სანაგვე ურნა", მოჰყვა საუბარი რეკრეაციულ ტერიტორიებში, ტრასებზე, ტყეებში სანაგვე ურნების მოუწესრიგებლობაზე... ასევე ბავშვებისთვის, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა და დაუჯერებელი რა პრობლემებს შეიძლება ქმნიდეს ფოთხლების და ბალახის დაწვა... შევეცადე დაწვრილებით ამეხსნა და ერთად გამოგვეტანა საბოლოო დასკვნა ამ პრობლემასთან დაკავშირებით... და კიდევ ერთი საკითხი რაც აინტერესებდათ მათ იყო ტექნიკის ნარჩენების მოპყრობა... შეხვედრაზე შევეცადე მონაწილეებისთვის გამეცნო როგორ უმკლავდებიან ასეთ ნარჩენებს ევროპაში და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს პირობებში, რათა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იყოს ამ ტიპის ნარჩენები ჩვენთვის, ასევე ვისაუბრეთ ეკონომ ნათურების უსაფრთხოებაზე და ა.შ.

gigauri001@gmail.com commented

შაბათს 30 სექტემბერს გვქონდა რიგით მესამე შეხვედრა...
შეხვედრაზე ერთგვარად შევაჯამეთ განვლილი ოთხი ტრენინგი, ჩამოვყარეთ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები და განვიხილეთ თითოეული პრობლემა დეტალურად...

gigauri001@gmail.com commented

პროექტი გრძელდება... წინა კვირას, 24 სექტემბერს პროექტის მეორე დღე გვქონდა... შეხვედრაზე მოხდა მდგრადი განვითარების გაშიფვრა და განხილვა არამარტო ეკოლოგიურ, არამედ ზოგად, ფართო ჭრილში, ასევე მონაწილეები გაეცნენ კლიმატური ცვლილებების გამომწვევი ფაქტორებს და მასთან დაკავშირებულ ხიფათებს... დღე კი შევაჯამეთ სხვადასხვა აქტივობებით და ენერჯეიზერებით. მდგრადი განვითარების თემაზე ტრენინგს წარუძღვა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი მამულაშვილი, ხოლო ეკლიმატურ ცვილებებთან დაკავშირებულ ტრენინგს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა ელენე ბერძენუშვილმა.

gigauri001@gmail.com commented

მოკლედ. ხვალ ველოდებით თბილისიდან, "ევროპული ახალგაზეული ცენტრის" დამფუძნებელ გიორგი მამულაშვილს თემით "მდგრადი განვითარება" და მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელს ელენე ბერძენიშვილს თემით გლობალური დათბობა. ხვალ დაგეგმილი იყო "სითი გეიმი", თუმცა დღევანდელი დღიდან გამომდინარე ვფიქრობ დამღლელი იქნება ამიტომ ძალიან დამღლელი რომ არ გამოვიდეს ხვალ ენერჯეიზერებით და ვორქშოფებს ჩავატარებთ... ხოლო მომდევნო შაბათს, 30 სექტემბერს იქნება შემაჯამებელი შეხვედრა რუსთავის ცენტრალურ პარკში, დასუფთავბის აქცია და "სითი გეიმსაც" იქ გადავიტანთ..

gigauri001@gmail.com commented

გუშინდელი შრომისა და გარჯის შემდეგ, მოწერსრიგებული და სრულად მობილიზებულები შევხვდით მონაწილეებს... მოკლედ, პროექტი დაიწყო! პირველმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, 27 მონაწილე გვყავდა... პირველი დღეს სამი ნაწილისაგან შედგებოდა... პროექტი გახსნა იურისტთა საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერმა თამარ იოსელიანმა, თემით "ეკოლოგია და კანონი", მცირე შესვენების შემდეგ ენერჯეიზერებით გავაგრძელეთ პროექტი, ხოლო პირველი დღე დაასწრულა მაგდა მოსაშვილმა თემით "ნარჩენების მართვა და დახარისხება"...

gigauri001@gmail.com commented

დავასრულე მონაწილეებთან დარეკვები :) რეგიონიდან იყვნენ ბავშვები რომლებმაც დიდი სურვილი გამოთქვეს და გული დასწყდათ, რომ მონაწილეებას ვერ შეძლებდნენ... რამდენიმე იყო განსაკუთრებით მოტივირებული და ნამდვილად გამიჩინა მიზანი რომ შემდეგი პროექტი მათთვის უნდა გავაკეთოთ :) მოკლედ სულ რაღაც ორი დღე დარჩა... ;)

gigauri001@gmail.com commented

ესეიგი დღეს ჩვენი სივრცის მოწესრიგება დავიწყეთ... :) გარდა ამისა როგორც უკვე ავღნიშნე ჩვენი ერთერთი ტრენერია ორგანიზაცია" ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი... რომელიც აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვით თემებზე და სამომავლო პარტნიორობაზეც ვისაუბრეთ... საკმაოდ კარგი პერსპექტივები გვექნება ამ მიმართულებით... რაც შეეხება მონაწილეებს გუშინ ვესაუბრე ნაწილს ბავშვების და დღეს უკვე მეორე ნაწილს დავუკავშირდები...

gigauri001@gmail.com commented

ესეიგი... ამ ეტაპისთვის მონაწილეების მოზიდვასა ჩართვაზე ვმუშაობ... ტრენერებთან ბოლო დეტალებს ვაზუსტებ... მაღაზიიდან საკანცელარიო ნივთების წამოღება ვერაფრით მოვახერხე აქამდე და ხვალ უკვე მიღება-ჩაბარების აქტებსაც და ყველაფერს მოვაწესრიგებ...

gigauri001@gmail.com commented

ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია... ერთადერთი ეთო ჯინჭარაშვილი, რომელსაც გლობალურ დათბობაზე უნდა ჩაეტარებინა ლექცია, სამწუხაროდ ვერ მოახერხებს გარკეული საპატიო მიზეზებით მოსვლას და თანამშრომლობას, ეთოს კი ჩაანაცვლებს ელენე ბერძენიშვილი მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი... :) მოკლედ ყველაფერი კარგად მიდის :) მხოლოდ ფართის საბოლოო მოწესრიგება დარჩა მონაწილეებისთვის და თვითონ მონაწილეების მოძიება...
საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს ივენთსაც რომელიც გუშინ ჩავუშვით პირველივე წამებზე გვყავდა აპლიკანტები ამჟამად 15 აპლიკანტი გვყავს... თუმცა არის პრობლემაც, გვყავს მსურველი თბილისიდანაც და დაინტერესება არის სოფლებიდანაც, მათ შორის მცხეთა-მთიანეთიდანაც კი... მათთან თანამშრომლობა ვერ გამოვა სამწუხაროდ... მოგვიანებით ყველას დავუკავშირდები და დეტალებზე თითოეულს დავეკონტაქტები... :)

gigauri001@gmail.com commented

დიდი მოტივაციით და შემართებით ველოდები დაწყების დღეს და ახალგაზდების გამოხმაურებას... სოც ქსელში პროექტი უკვე ჩავუშვით და უკვე 16-17-დან, სკოლის დაწყებისთანავე დავიწყებთ მოწვევების დაგზავნას სკოლებშიც :)

www.facebook.com/events/780706622109070/?acontext=%7B%22source%22%3A3%2C%22source_newsfeed_story_type%22%3A%22regular%22%2C%22action_history%22%3A%22[%7B%5C%22surface%5C%22%3A%5C%22newsfeed%5C%22%2C%5C%22mechanism%5C%22%3A%5C%22feed_story%5C%22%2C%5C%22extra_data%5C%22%3A[]%7D]%22%2C%22has_source%22%3Atrue%7D&source=3&source_newsfeed_story_type=regular&action_history=[%7B%22surface%22%3A%22newsfeed%22%2C%22mechanism%22%3A%22feed_story%22%2C%22extra_data%22%3A[]%7D]&has_source=1&hc_ref=ARQl3tLUOM9txlpO-7NndqqRg0n4sGKzSfavo-b3BTAReUAXqX2jIj7OI2NZV4ReGpE

gigauri001@gmail.com commented

ინვოისები მოგვარებულია... ნერგების ინვოისი დარჩა.. გუშინ ვიყავი სანერგეში და დღეს დამიკავშირდებიან, ზარს ველოდები...
გარდა ამისა გუშინ ტრენერებსაც შევხვდი და დეტალებზე ვისაუბრეთ...
ხვალიდან უკვე facebook-ში ივენთსაც განვათავსებ...

gigauri001@gmail.com commented

რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნაზი, მზადაა ჩვენთან თანამშრომლობისთვის... ჩვენს მიერ დაგეგმილ დასუფთავების აქციის პერიოდში არქეოლოგიური სამუშაოებს გეგმავენ, : შესაბამისად დაგვხვდებიან და დამპირდნენ რომ ისტორიკოსები მცირე ისტორიულ მიმოხილვასაც გააკეთებენ რუსთავისა და რუსთავის ციხე-სიმაგრის შესახებ... დასუფთავების აქცია 30 სექტემბერს იგეგმება :)

gigauri001@gmail.com commented

როგორც ვიცით პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდული ბუნების დამცველთა გუნდის შექმნა... შენობაში სადაც პროექტი განხორციელდება გვექნება სამომავლოდ პატარა ოთახი სამუშაო სივრცედ და შესაკრებად... შენობის გარშემო არის საკმაოდ დიდი ტერიტორია სადაც საშუალება გვაქვს პატარა ბაღის მოწყობის, რომელსაც ჩვენი პროექტის მონაწილეები მოუვლიან სამომავლოდ, გარდა ამისა, ეს არაჩვეულებრივი საშუალება იქნება იმიასა რომ უფრო მეტად შევაყვაროთ და რაღაცნაირად დამოკიდებულიც გავხადო ბუნებასადმი... რამდენიმე საბუთია მოსაგვარებელი და ნებართვა... რომელსაც სულ მალე უკვე ოფიციალურად მივიღებ... პარალელურ რეჟიმში სანერგეებშიც ვცდილობ ნერგების მოძიებას :)

gigauri001@gmail.com commented

ლოკაცია, სადაც დასუფთავების აქცია იგეგმება როგორც ვთქვით რუსთავის ციხე-სიმაგრეა... ეხლა დავუკავშირდი რუსთავის მუზეუმის დირექტორს ნებართვის ასაღებად, ამ დღეებში შევხვდები კიდეც...

gigauri001@gmail.com commented

დღეს დავიწყეთ ჩვენი შეხვედრების და ტრენინგებისთვის განკუთვნილი სივრცის უზრუნველყოფა... დიდიხნის დაკეტილი იყო და ძირითადი ნაგვისგან გავათავისუფლეთ, 1-2-ჯერ კიდევ შევავლებთ ხელს და მზად ვიქნებით მონაწილეეების მიღებისთვის :)

gigauri001@gmail.com commented

დღეს ვესაუბრე რუსთავის გამწვანების სამსახურიდან ბატონ ნუგზარ ძნელაშვილს ნერგებისთვის... როგორც მითხრეს მხოლოდ გამწვანების, წიწვოვანი ნერგები აქვთ, ხეხილის არა... რამდენიმე ნერგს დამპირდნენ, თუმცა მანამდე გარკვეული დოკუმენტებია მოსაგვარებელი (განცხადების დაწერა და ნებართვის აღება იქნება საჭირო).

gigauri001@gmail.com commented

ეხლა მივიღე საბოლოო შეტყობინება, რამდენიმე დღეა "მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" დეტალებზე ვუთანხმდებოდი... თვითონ კომპანიის წარმომადგენელი საკმაოდ კარგად მესაუბრა, თუმცა ჩეი შეხედულებით ახლანდელმა დირექტორმა დაიზარა შეხვედრა... მრავალი დათმობის და მათ მოთხოვნებზე მორგების მიუხედავად დღეს უკვე უარი მითხრეს, საბოლოო მიზეზი არაუსაფრთხოების შესაბამისად ესე დამტოვოს...
ამჟამად ალტერნატივაზე ვმუშაობ რომ ფოტო და სხვა ვიზუალური საშუალებებით სრულად გავაცნოთ უპირატესობები სორტირების და ამ ტიპის ნაგავსაყრელის... მოკლედ ჩემს არქივში ვიქექები და იმათ მცირე დახმარებასაც ველი :)