Gender Equality Workshops for Students - All Activity

oregree@newtopmail.xyz commented

Poirier; Tamoxifen DNA Adduct Formation in Rat Liver Determined by Immunoassay and 32 P Postlabeling <a href=http://bestcialis20mg.com/>buy cialis online no prescription</a>

ninogogokhia8@gmail.com commented

სამწუხაროდ პროექტი ბოლომდე ვერ მივიდა.
პასუხისმგებლობას კი მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ - ვერ გავითვალისწინე, რომ სკოლებში შესვლა მარტივი არ იქნებოდა. ორბელიანიდან მხარდაჭერა 100%-ით მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პატარა სოფლის სკოლის დირექტორი სიხარულით დამთანხმდა სესიის ჩატარებაზე, სკოლების უმრავლესობაში რესურს ცენტრიდან თანხმობას ითხოვდნენ. ამ თანხმობის მიღება კი მარტივი არ არის.
სამწუხაროდ, გამოყოფილი რესურსი კარგად ვერ გამოვიყენე და მიზანს ვერ მივაღწიე. ვერ გავთვალე ბავშვების ინტერესებიც.
ძალიან სამწუხაროა, რომ არ გამოვიდა. ალბათ, საკმარისი გამოცდილება არ მქონდა.
ორბელიანიდან გამოყოფილი ინვენტარი კი ამ დღეებში ისევ ორბელიანს დაუბრუნდება - იმედია, უფრო გამოცდილი ადამიანი ეფექტურად შეძლებს პროექტორის გამოყენებას მიზნის მისაღწევად.

ninogogokhia8@gmail.com commented

უკვე რამდენიმე კვირაა პროექტი დაიწყო, მაგრამ თავი ვერ მოვაბი ჩანაწერების გაკეთებას. თუმცა, დღეიდან შევეცდები ყოველდღიურად ვწერო რა მოხდება შეხვედრებზე.
ამ დროის განმავლობაში ვიყავი სამი სოფლის სკოლაში და უმრავლესობაში მხოლოდ 9 კლასია. შეხვედრები ძალიან საინტერესოა და მიუხედავად იმისა, დაინტერესებულები იყვნენ თუ არა სესიის ჩატარებამდე, დასრულების შემდეგ ბევრ კითხვას სვამენ და ერთმანეთში ბჭობენ. ტექსტისა და პრეზენტაციის მომზადებაში მეგობრები მეხმარებოდნენ სხვადასხვა აკადემიური ტექსტებით და ბევრი თეორია ჩავტენე, მაგრამ პირველივე შეხვედრისას მივხვდი, ტერმინების გარდა შინაარსიც უნდა გავამარტივო. მოსწავლეების უმრავლესობას ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სესიის თემაზე,თუმცა კითხვები უჩნდებათ,რაც ძალიან მიხარია. პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ ვთავაზობ ფეისბუქ ჯგუფში დაემატონ, სადაც გამოყენებული მასალაა ატვირთული და შეგვიძლია საუბარი იქ განვაგრძოთ.
თითოეულ სკოლას ცალკე პოსტს მივუძღვნი და უფრო ვრცლად განვიხილავ, ახლა კი შემდეგი სკოლაში უნდა წავიდე. ^_^