Feminist Street Art in Zestaponi - All Activity

Qeti Saladze commented

მჯერა და ვიცი,რომ ამ ერთმა,თითქოს მცირე მნიშვნელობის პროექტმა,ძალიან ბევრი ადამიანის აზროვნება ცოტათი მაინც შეცვალა უკეთესობისკენ.თითქოს ყველასთვის ნაცნობი და ნათელი ფრაზა ძალიან ბევრისთვის სრულიად გაუგებარი და უცხო აღმოჩნდა.
მინდა ყველას მოგიწოდოთ,რომ არ დაიზაროთ და განსაკუთრებულად რაიონებში გამოვიჩინოთ აქტიურობა გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტების ჩატარებაზე.საკმარისია ამ თემასთან დაკავშირებით რამოდენიმე ადამიანს ესაუბროთ,რომ დარწმუნდებით თურმე ყველაფერი იმაზე უარესადაა ამ საკითხთან დაკავშირებით,ვიდრე შეგეძლოთ წარმოგედგინათ.

Qeti Saladze commented

2017 წლის 28-29 აპრილს პირველი ნახატი განვათავსეთ ზესტაფონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე,რომელიც ყველაზე ხალხმრავალი ადგილია და მოსახლეობის უმეტესობას შესაძლებლობა ექნება იხილოს აღნიშნული.
ნამუშევარი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული როდესაც გამვლელების დიდ ყურადღებას იქცევდა და ყოველი მათგანი კრიტიკისა თუ მადლობის სათქმელად მოდიოდა.ძალიან ბევრმა გააპროტესტა ჩვენი ნამუშევარი,რადგან თვლიდნენ,რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არ შეიძება არსებობდეს.სწორედ ქალები იყვნენ უმეტესობა იმისა,ვინც ამბობდნენ,რომ მამაკაცის როლი მეტი უნდა იყოს ოჯახში,ვიდრე ქალის,რადგან მათ ის ლიდერული თვისებები არ გააჩნიათ,რაც მათ მეუღლეებს.ყოველი ასეთი საუბრის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი თუ რა ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ თითოეულ ჩვენგანს გასაკეთებელი იმისათვის,რომ მომავალი თაობის აზროვნება შევცვალოთ და ქალებმა საკუთარი თავი მეორეხარისხოვან ადამიანებად არ იგრძნონ.
მეორე ნახატსაც სულ ცოტა ხანში განვათავსებთ ზესტაფონში.

Qeti Saladze commented

გამგეობის მიერ ერთიანი,სრული დოკუმენტის განხილვის შემდგომ მათ გადაწყვიტეს,რომ შემდგომ დოკუმენტში ატვირთული სურათი ზესტაფონის საზოგადოებისთვის მისაღები ვერ იქნებოდა,რადგან შეიცავდა უხეშ დეტალებს,რაც საზოგადოების გაღიზიანებას გამოიწვევდა,დანარჩენ ორ ფოტოზე კი თანხმობა მივიღეთ,რომელთა განხორციელებსაც უახლოეს მომავალშ ვაკეთებთ.

Qeti Saladze commented

ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ესკიზების მიტანის შემდგომ 10 სამუშაო დღეში დამიკავშირდნენ გამგეობიდან და მითხრეს,რომ თითოეული საცხოვრებელი კორპუსიდან საჭირო იყო მაცხოვრებლების თანხმობის მიღება.სამივე კორპუსის მოსახლეობა თავჯდომარესთან ერთად შეიკრიბნენ ცალ-ცალკე და ბჭობდნენ თუ რას მოუტანდა მათ ამ ნახატის გაკეთება და რატომ იყო საჭირო.საბედნიეროდ,ორი კორპუსის მოსახლეობამ გაიაზრა ის ბენეფიტი,რასაც ეს სურათები ზესტაფონის მოსახლეობას მოუტანდა,მაგრამ,სამწუხაროდ,ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა,რომლის ფოტოც მოცემულია მეორე სურათზე,გვითხრეს,რომ თუ ნახატს მათ კედელზე დავიტანდით ყოველ თვიურად მათთვის ანაზღაურება უნდა გადაგვეხადა,რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და ეს შემოთავაზება მათ უგუნურობას დავუკავშირე.ყოველივე აქედან გამომდინარე,განცხადებაა და ესკიზებს,ორი მოსახლეობის თანხმობა დავამატე და შეიკრა საბოლოო,სრული დოკუმენტი,რაც გამეგობას უნდა განეხილა.

Qeti Saladze commented

ეს მეორე შესაძლო ადგილი ნახატის განსათავსებლად

Qeti Saladze commented

სოციალური ქსელში გავაკეთეთ საერთო სასაუბრო და მისი მეშვეობით დავიწყეთ ერთმანეთში იდეების გაცვლა როგორი უნდა ყოფილიყო ნახატები.დაახლოებით ყველანი შევთანხმდით ერთ იდეაზე და მხატვრებმა დაიწყეს ესკიზებზე მუშაობა,რომლებიც მალევე გადმოგვიგზავნეს.ახლა კი მიმდინარეობს განხილვა რისი დამატება, გადაკეთება თუ ზუსტად იმავე ფოტოების დატოვება გვსურს.აღნიშნული ესკიზების მიხედვით ავარჩიე რამოდენიმე კედელი ზესტაფონში,რაზეც შესაძლებელი იქნებოდა ნახატების გადატანა,გავუგზავნე მათ ეს ფოტოები და ერთობლივად ავარჩიეთ თუ რომელი გვსურდა ზუსტად.შემდგომში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დავწერე გაცხადება ნებართვისთვის,სადაც რამოდენიმე დღეში კიდევ უნდა მივიდე ზუსტი ესკიზების საჩვენებლად.

Qeti Saladze commented

მე ანუ პროექტის ავტორი,''ორბელიანი საქართველოს'' წარმომადგენლები და ორივე მხატვარი ვესწრებოდით სამუშაო შეხვედრას.გადავწყვიტეთ,რომ ჩემს მიერ არჩეული ფოტოები არ გადაგვეტანა კედლებზე და მხატვრების ინტერპრეტაციით შეგვეცვალა,ასევე ათი ფოტოს მაგივრად დაგვეტანა ორი,რადგან თითო ფოტოს ერთი დღე სჭირდება,ისინი კი ამ საქმეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებენ და ათი დღის განმავლობაში ზესტაფონში სიარულს და სამსახურიდან ამდენი ხნით განთავისუფლებას ბუნებრივია ვერ შეძლებენ.აღნიშნულ შეხვედრაზე შევთანხმდით,რომ ისინი ესკიზებზე მუშაობას დაიწყებდნენ,ასევე ზუსტად ამიხსნეს რა ზომის და ზედაპირის მქონე კედლები უნდა ამერჩია.

Qeti Saladze commented

როდესაც ''ორბელიანი საქართველოდან'' დამიკავშირდნენ მითხრეს,რომ პროექტი მოწონდათ,თუმცა გარკვეულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა,რადგან გაწერილი გვქონდა როგორც მხატვრის ანაზღაურების ,ისე მისი სასტუმროს ხარჯები,აღნიშნული ორგანიზაციის ფორმატის მიხედვით კი ყველაფერი მოხალისეობრივად უნდა გაკეთდეს.მათ შემოგვთავაზეს მოგვეძებნა ისეთი პიროვნება,რომელიც ანაზღაურებას არ მოითხოვდა.ასეთი პიროვნების ძებნის პროცესი არ აღმოჩნდა მარტივი და მათ შემოგვთავაზეს დახმარება,თვითონაც ჩართულიყვნენ ამ პროცესში.ძალიან მალე ''ორბელიანი საქართველომ'' ორ ასეთ პიროვნებას მიაკვლია,რომლებიც თავიანთ საქმეში საკმაოდ მაღალკვალიფიციურები არიან.რამოდენიმე დღეში იგეგმება ერთიანი შეხვედრა და დეტალების განხილვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.