Trekking for Female Integration - All Activity

ninomodebadze1989@gmail.com commented

პროექტის გუნდის წევრები - შესანიშნავი გოგონები კაბლის თემიდან!! <3

elvinitagiyev20@gmail.com commented

პროექტის მთავარი მიზნად დავისახეთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონების გაძლიერება, ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროცესში ჩვენი წვლილის შეტანა.

ვფიქრობთ, კაბლის საზოგადოებრივ ცენტრში გამართული დღევანდელი შეხვედრა ნათელი დადასტურებაა ჩვენი მიზნების განხორციელების შესახებ.

კაბლის თემში მაცხოვრებელი გოგონები გეგმავენ საახალწლო ღონისძიების ჩატარებას კაბლის #1 საჯარო სკოლაში.

ვიმუშავეთ ღონისძიების პროგრამაზე და დავგეგმეთ მომავალი შეხვედრის თარიღი.

სასიხარულოა გოგონების ასეთი ჩართულობა ჩვენს პროექტში და მათი მონდომება, რომ იყვნენ საზოგადოებრივად აქტიურები.

elvinitagiyev20@gmail.com commented

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტურების მოწყობა კაბლის თემში მაცხოვრებელი ახალგაზრდების ჩართულობით.
მცხეთა-თბილისის ექსკურსიის მერე, დაიგეგმა ტური გუდაურის მიმართულებით.

21 ახალგაზრდა ჩაერთო აღნიშნულ აქტივობაში, კაბლის თემიდან, სოფელ ჰერეთისკარიდან, თელადან და ბაისუბნიდან.

სათხილამურო სეზონის გახსნამ მშვენივრად ჩაიარა.

ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ურთიერთობა გვეხმარება ინტეგრაციისა და ტოლერანტობის წინაშე მდგარი გამოწვევების გადალახვაში!

elvinitagiyev20@gmail.com commented

პროექტი დასასრულს უახლოვდება. 8 დეკემბერს ვუმასპინძლეთ ორბელიანის წარმომადგენელს ქ-ნ ნინო გიორგაძეს. კაბლის საზოგადოებრივი ცენტრში პროექტის აქტიურ და მუდმივ მონაწილეებს შევხვდით. შეხვედრის მიზანი იყო ამ დროის მანძილზე განხორციელებული სამუშაო პროცესების ანალიზი, თუ როგორ იყვნენ ჩართულნი, რა უნარ ჩვევები მიიღეს, შეძლეს თუ არა ერთ გუნდად ჩამოყალიბება. გუნდური მუშაობის პროცესი მათთვის რამდენად საინტერესო იყო და იყო თუ არა რთული აქტივობების ორგანიზება..
მოვისმინეთ მათი საინტერესო აზრები, შთაბეჭდილებები და გამოცდილება. გოგოებმა აქვე გადაწყვიტეს, რომ დაგეგმონ საახალწლო ღონისძიება!! ჩვენმა აქტიურმა ორგანიზატორმა გოგონებმა ამ ღონისძიების ჩასატარებლად უკვე დაიწყეს მუშაობა. ასევე დაგეგმილია ტრენინგი თემაზე - ბავშვთა და გოგონათა უფლებები.

elvinitagiyev20@gmail.com commented

მორიგი ფილმის ჩვენება კაბლის #1 საჯარო სკოლაში..
ახალგაზრდების მიერ შერჩეული ფილმი - "მეშვიდე სამყარო"

elvinitagiyev20@gmail.com commented

ანიმაციური ფილმის ჩვენება - "ბალერინა"

ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ფილმში გადმოცემულმა გოგონას ისტორიამ მათ მოტივაცია აუმაღლა.. <3

elvinitagiyev20@gmail.com commented

მორიგი კინო-ჩვენება კაბლის თემში, #1 საჯარო სკოლაში გაიმართა.
ახალგაზრდების გადაწყვეტილებით ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს - "დრაკონების მომთვინიერებელი".

დარბაზში, სადაც ჩვენებებს ვმართავთ, ფანჯრებს მუქი ფერის ფარდები არ აქვს და არც გათბობაა.
ამგვარი პირობები არაკომფორტულს ხდის ფილმის ყურების პროცესს.

ვფიქრობთ, ჩვენებების ადგილი შევცვალოთ და სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში გავაგრძელოთ აღნიშნული აქტივობა.
ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ვაპირებთ მერის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას..

elvinitagiyev20@gmail.com commented

ჩვენი პირველი კინო-ჩვენება სოფელ ყარაჯალაში..
ძალიან ხალხმრავალი ჩვენება გვქონდა სექტემბრის თვეში, როცა დავიწყეთ აქტივობების გაკეთება.. <3

ვუჩვენეთ ყველასთვის საყვარელი ფილმი - "ჰაჩიკო", რომელიც მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას საოცარი ძაღლისა და პატრონის სიყვარულზე..

ფილმის ჩვენებამ საკმაოდ ემოციურად ჩაიარა.

elvinitagiyev20@gmail.com commented

აზერბაიჯანელი გოგონები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს მცხეთა-თბილისის ტურს <3
საიმედო ახალგაზრდები სოფელ განჯალიდან.. <3

elvinitagiyev20@gmail.com commented

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ტური მცხეთა-თბილისის მიმართულებით.
ტურის დაგეგმვის პროცესი წარმართეს კაბლის თემის ახალგაზრდა გოგონებმა: შეადგინეს მარშრუტი, შეხვდნენ სოფელ განჯალის და კაბლის სკოლის დირექტორებს, ჩვენი დახმარებით დაუკავშირდნენ მძღოლს, გაწერეს ბიუჯეტი, მოახდინეს სკოლის ბავშვების ინფორმირება დაგეგმილი ტურის შესახებ.

მშვენიერი დღე გამოგვივიდა.
ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ გიორგეთსა და ბაისუბანში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები.

ინტეგრაციისა ტოლერანტობის პრობლემებს მსგავსი აქტივობებით თუ მოვაგვარებთ..

ninomodebadze1989@gmail.com commented

პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 28 სექტემბერს კაბლის #1 საჯარო სკოლაში.
შევარჩიეთ ფილმი, ფილმის გაშვების დღე და საათი.

გოგონების გადაწყვეტილებით შაბათს, შუადღის 14:00 საათზე გავუშვებთ შესანიშნავ სამოტივაციო ანიმაციას - "ბალერინა" <3

გულს გვიხარებს გოგონების აქტიურობა დაგეგმვის პროცესში..

ninomodebadze1989@gmail.com commented

პროექტის მიზანია აზერბაიჯანელი გოგონების აქტიურ სამოქალაქო-კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა, სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება.

სწორედ ამ მიზნით კაბლის თემის ორ სკოლაში მოვახდინეთ სამუშაო გუნდის ფორმირება. <3
ამიერიდან აღნიშნული სკოლების ბაზაზე გამართულ კინო-ჩვენებებს დაგეგმავს და განახორციელებს ათამდე გოგონა და რამდენიმე აქტიური ბიჭი <3

ვუმასპინძლეთ #OrbelianiGeorgia -ს წარმომადგენელს, ქ-ნ ნინო გიორგაძეს :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

ვხვდებით სკოლის დირექტორებს და მასწავლბლებსაც.
რადგან სკოლის ბაზაზე ვაპირებთ კინო-ჩვენებების ორგანიზებას შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონის განმავლობაში, დირექციასთან და პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციაა საჭირო.
უკვე სამი სკოლის მასშტაბით ფლობენ ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაციას.
გვაქვს 100%-იანი მხარდაჭერა დირექციისგან!!! <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

სწავლა დაიწყო და ჩვენც გადავწყვიტეთ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება კაბლის თემის ყველა სკოლაში.
ელვინი პროექტის შინაარსს აცნობს დაინტერესებულ ახალგაზრდებს :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

#ჰაჩიკო შეიყვარეს აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა <3 :)
დიდი გამოუხმაურება აქვს ჩვენს ჩვენებებს..
ეს სტიმულს გვაძლევს, სულ უფრო მეტი სოფელი და სკოლა მოვიცვათ.. :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

ასე ვემზადებოდით ფილმის ჩვენებისთვის.. დინამიკები ერთმა კეთილმა ბიჭმა გვათხოვა.
მოხალისეობა გადამდებია!!!! <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

კიდევ ერთი ფილმის ჩვენება კაბლის თემის, სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლაში
უპრეცედენტოდ ბევრი ბავშვი დაესწრო #ჰაჩიკოს ღია ჩვენებას <3

elvinitagiyev20@gmail.com commented

,,ნაბიჯი თანასწორობისკენ" ფარკლებში კაბლის თემში 3 აგვისტოს ყარაჯლის სკოლის ეზოში ანუ ღია სივრცეზე გავაკეთეთ ფილმის ჩვენება! ფილმის სახელი იყო ,,კომპიუტერის ყაჩაღი" ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ერთი სტუდენტი ბიჭი რომელიც ერთი ყარიბი ოჯახის შვილია და ფულის შოვნისთვის ყველაფერს ცდილობს რომ უნივერსიტეტში სწავლა გააკრძელებინა. ფილმის ჩვენება წარმადებულად ჩაიარა იმიტომ რომ მოსალოდნელიდან ბევრი მაყურებელი მოვიდა დაახლოებით 40 ზე მეტი. მოყვარული მაყურებლის შორის ყველა ასაკის ადამიანი იყო ბავშვიც, ახალგაზრდაც, ასევე ასაკოვანი თაობა გოგოები და ქალებიც ესწრებოდნენ.