Breaking Stereotypes through Backpacking - All Activity

ninomodebadze1989@gmail.com commented

22, 23, 24 სექტემბერს #ტასკანამ გურიაში, გომის მთის სველი და ჭირხლიანი ჰაერი ისუნთქა! <3 :D
ღრუბლებში, ნისლში, წვიმაში, ქარში, მზესა და სიხარულში იცურავა და 19 ახალგაზრდას ბედნიერების საშუალება კიდევ ერთხელ და ასე ძლიერად - მისცა!! <3 :)
ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ღრუბლების ზღვა და ტალღები რომ ამოგივა და ამოგეზვირთება თვალწინ, ვერაფერი შეგიშლის ხელს, იყო ბედნიერი და წანწალგადაყლაპულობის მადლისგან ნირშეცვლილი! :D
გომის მთის დაცვა - ავთო პაპა, ცეცხლის პირს ჩვენი დარდიმანდი, 🔥🔥⛺⛺ შუადღისას ნისლისგან დაღამება, ჭირხლისგან ერთ წუთში დასველება, ბავშვებთან ერთად ფრანის გაშვება და ბავშვად ყოფნა,🧒👶👦👧👧 წვიმისა და ქარიშხლისგან თავდაცვის მიზნით მიტოვებულ ქოხში შეყუჟვა,🌧️🌧️🏡🏡 სიცილისგან მუცლების ატკიება და გატიალება,😀😁😂🤣😅😆😃😄 მეხის დაცემის შიში, ელვისგან თმების ყალყზე დადგომა, 🌩️🌩️🌩️☁️☁️ "ვაღიარებ, პანიკაში ვარ"- ის ძახილი, ერთმანეთით და ბუნების სიყვარულით გულების ამოჭმა, 😍😍😍😍"ქართული ესტრადის" გადამღერება,🔊🎶🎼🎵🔉🎤🎧📻📺📺 უკან გამობრუნების გამო დარდი, მომავალი გასვლების დროს ერთად ყოფნის დაპირებები,❣️❣️❣️❣️❣️ Nodo Mumladze თორნიკე ლობჟანიძე Metreveli Mishka Tamo Jamaspishvili ელენე მოდებაძე ნინო რეხვიაშვილი Nino Patashuri Nodo Kapanadze Artur MkrtchanTemo Mumladze Ziko Odikadze Zako Mumladze DI KO Lasha Grigalashvili Nodo Mumladze Kaxa Andronikashvili Avtuka Pires Цикаришвили Тео - იყო ის, რამაც შექმნა #ტასკანას ყველაზე მხიარული და თავგადასავლებით სავსე გასვლა!!!

ninomodebadze1989@gmail.com commented

ტასკანა/taskana travel - კახეთის რეგიონში ერთადერთი მოლაშქრეთა კლუბია, რომელიც მოგების გარეშე მუშაობს და რეგიონელ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მოინახულონ საქართველოს სხვადასხვა მხარე <3

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველი მომდევნო ტური იგეგმება ახალგაზრდების ინიციატივით :*
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევქმენით ერთი დიდი ოჯახი, რომლის წევრობა ყველა წანწალის მოყვარულს შეუძლია განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა <3 :) :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

ჩვენი მომდევნო ტური ხევსურეთში, აბუდელაურების ფერად ტბებზე შედგა <3 ზღვის დონიდან 2600-2800 მეტრზე ჯამში 15 კილომეტრი ვიარეთ ჩვიდმეტმა ახალგაზრდამ ქ.ლაგოდეხიდან, სოფელ ჩადუნიანიდან, ვარდისუბნიდან, გიორგეთიდან, აფენიდან, თბილისიდან და რუსთავიდან <3

წვიმის, სეტყვის და ქარის მიუხედავად ჩვენმა ფერადმა სახლებმა დაგვიცვა გაუსაძლისი სიცივისგან <3

"გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ" ბრძოლას კვლავ განაგრძობენ და ამჯერად უკვე გურიაში, გომის მთის დასალაშქრად ემზადებიან :D <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

ჰეი, ჰეეი <3
მომავალი ტურის შესახებ სიხარულით გაუწყებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი რთული და საინტერესო ბილიკი დავლაშქრეთ!!!! - შავი კლდეების ტბა, 3000 მ.ზ.დ. <3

ძალიან გიჟური და წარმოუდგენლად რთული ტური გვქონდა!!
32 ახალგაზრდა ვიყავით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლიდან და მეზობელი ქალაქებიდან - თელავი, წნორი, სიღნაღი, რუსთავი, თბილისი.

ასე ნელ-ნელა ვბევრდებით და ჩვენი ტურებიც საოცრად გადამდები ხდება სრულიად კახეთის რეგიონისთვის!! <3 :)
ჩვენს ფერად ამბებს, შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ აქ - https://www.facebook.com/TASKANATRAVEL/?fref=ts

სალაშქრო ინვენტარი არის ცხონება!!!! :D

ninomodebadze1989@gmail.com commented

ასეთი მზისფერი კარვები გვაქვს <3
ჩვენი ახალი "სახლები".. :)

ninomodebadze1989@gmail.com commented

2017 წლის 22,23,24 ივლისს პროექტის ფარგლებში სვანეთის ტური მოვაწყვეთ <3
დაუვიწყარი სამი ღამე გავათენეთ ახალთახალ კარვებში <3
ისეთი თბილი და ხარისხიანი საძილე ტომრები გვაქვს, რომ ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა ღია ცის ქვეშ გაატარა ეს ბედნიერი ღამეები <3 :D

ninomodebadze1989@gmail.com commented

19 ივლისს სალაშქრო ინვენტარს უკვე ლაგოდეხში, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში "ვუმასპინძხლეთ" <3 <3
პროექტმა - "გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ" - სტარტი აიღო და 22,23, 24 ივლისს სვანეთში მივწანწალებთ!!
ქ.ლაგოდეხის, სოფელ შრომის, ცოდნისკარის, ჩადუნიანის, მსხალგორის გიორგეთის, ლაფნიანის, აფენის და თქვენ წარმოიდგინეთ სიღნაღის ახალგაზრდებიც კი ჩაერთნენ ამ პროცესში და 3 დღით ჩვენს ფერად-ფერად და ახალთახალ კარვებში,საძილე ტომრებში და პარალონებზე დაიძინებთ სვანეთის დიდებული მწვერვალების ფონზე!!!! <3 <3 <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

ეს ბიჭი პირველი მოხალისეა, რომელიც სრულიად უანგაროდ მომეხმარა ინვენტარის შერჩევაში და სატვირთო მანქანით ლაგოდეხში ჩამოტანაში!! იცნობდეთ კახა ანდრონიკაშვილს!!! <3

ninomodebadze1989@gmail.com commented

ჩვენ პროექტს სული ვშთავბერეთ!!! <3 <3
სალაშქრო ინვენტარი ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ უკარგეს მაღაზიაში შევარჩიეთ!!! და ლაგოდეხში გამოსამგზავრებლად მოვამზადეთ!!