Yin and Yang: Teaching Gender Equality in Tetriskaro

tyctetritskaro@gmail.com
a
1980
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

In Tetritskaro, there is a problem of women’s education, self-esteem and confidence. The easiest way to change this is to target young girls. We want to teach them to see themselves as equal to their male counterparts.

Education and self-confidence is one of the best ways to achieve success. Currently, we see teenager girls subject to psychological violence in schools, causing many of them to become isolated, lose motivation to live, or marry young. They grow into women who cannot with stress, have no desire to improve their lives, don't know their rights and raise their children in the same way.

Without intervention, the cycle will continue.

Proposed Solution:

We want to solve the problems by means of the following activities:

1. Establishing a forum-theater on the topic of gender. 2. Lecturing on basic human rights. 3. Screening films on the chosen topic and a discussion. 4. Reviewing the opinions of several famous feminists (men will also take part). 5. Meeting with successful women. 6. Entertaining competitions between the sexes, sports, intellectual and psychological games. 7. Field activities, such as street-art in the city streets. 8. Holding competitions for creative works on the topic 9. Training on the topic: bullying and ways of solving the problems.

By means of all these activities we will try to raise the self-confidence, self-esteem, knowledge and self-recognition of women.

Sustainability:

All the young girls who will get involved in the project will have more knowledge about gender equality and their own rights. They will have more motivation to improve their lives and succeed. All the boys involved in the project will learn to treat girls better. This project will not eradicate the main problem mentioned above, but it will be reduced among Tetritskaro teenagers.

Equal gender opportunity:

The main participants of the project will be girls, but boys will also join us in some activities.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
spray

სტრით-არტისთვის, მოვხატავთ თემატიკის მიხედვით თეთრიწყაროში, გამგეობასთან შეთანხმებით სხვადასხვა ადგილებს
პულივიზატორები

დომინო

http://domino.com.ge/
კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2
ფაქსი: 250 50 50
ელ-ფოსტა: info@domino.com.ge

ტელ: 250 50 50
175,00 ₾
stationary

საკანცელარიო მასალას გამოვიყენებთ ტრენინგების და აქტივობების დროს

საკანცელარიო მაღაზია ფორმატი

http://format.ge/router.php?route=static|start

ვაჟა–ფშაველას 45
ფაქსი: (995 32) 2 53 61 15
ელ–ფოსტა:contact@format.ge

(995 32) 2 39 84 05
200,00 ₾
Projector screen REFLECTA CRYSTALLINE TRIPOD 180x180

ჩვენთან არის თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი რომელიც მხარში გვიდგას და პროექტორით დაგვეხმარებიან, თუმცა ეკრანი არ აქვთ, რაც საჭიროა ფილმის ჩვენებების წარმატებულას წარმართვის დროს

http://www.be.ge/

http://www.be.ge/product-144374.html

Email: info@be.ge

მისამართი:
თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119

(+995 32) 2 550 800
253,00 ₾
Gifts

წახალისების მიზნით, წიგნები

ბიბლუსი

http://www.biblusi.ge/
თბილისი, იოსებიძის ქ. №49

+995 32 2 48 68 44
250,00 ₾
Sport inventory

ძირითადად სპორტული აქტივობების დროს გასამოყენებლად

სპორტ მასტერი

SportMaster, 6 Miminoshvili Str. Tbilisi

http://sportmaster.ge/ka/content/4-chvens-shasxeb

(+995) 2930388
172,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში მოეწყო ორი შეხვედრა. პირველი შეხვედარა და დისკუსია, მოხდა ახლაგაზრდა მწვანეების მოხალისესთან, რომელიც ესაუბრა მონაწილეებს ფემინიზმზე და ქალის როლზე თანამედროვე ცხოვრებაში მონაწელეებმა განიხილეს მათთვის ცნობილი ცხოვრებისეული მაგალითები. რადგანაც მოცემულ შეხვედრაში აქტიურობა მეტად გამოიჩინეს ბიჭებმა შეხვედრას მოყვა ხანგძლივი და საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მოხდა იმის აღიარება რომ ქალის უფლებები დღესაც ილახება დემოკრატიისა და პროგრესული კანონმდებლობის მიუხედავად. შეხვედრა ძალზე საინტერესო აღმოჩნდა რაზეც მიუთითებს ის რომ სახლში მიმავალი ბავშვები გზაშიც კი აგრძელებდნენ საუბარს და მაგალითებით განმტკიცებულ დისკუსიას. მეორე შეხვედრა მოხდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროში გიორგი ტუმასიანთან. მოცემული შეხვედრა იყო ორგანიზებული "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის" მიერ მას დაესწრო პროექტ "ინი და იანი"-ს 16 მონაწილე. ახალგაზრდები განიხილავდნენ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და მათი ინიციატივით განხილულ იქნა გენდერული თემაც, რაც ძალზე ნაყოფიერი იყო რადგან ამჯერად მონაწილეებს გენდერულ პრობლემებზე და თანასწორობის აუცილებლობაზე მამაკაცი ესაუბრა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com მარიამობასთან დაკავშირებით პროექტის მშვენიერმა ნახევამრა გადაწყვიტე ლაშქრობა მოეწყო. ლაშქრობა სამების ეკლესიაში შემდგომი პიკნიკით და სახალისო შეხვედრით პროექტზეც დადებითად აისახა. მონაწილეებმა არაფორმალურ გარემოში გამოხატეს თავისი აზრი პროექტზე, მონაწილეებზე, შესაძლო ღონისძეიბებზე და რამოდენიმე საინტერესო ინიციატივაც შემომტავაზეს რომლის ორგანიზებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.
Reply
tyctetritskaro@gmail.com კიდევ ერთი სახალისო ღონისძიება პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში. ქ.თეთრიწყაროს საბავშ ბაღის დირექციის თხოვნითა და მონაწილეების ინიციატივით მოიხატა ქ.თეთრიწყაროს საბავშო ბაღი. პროექტის მონაწილეთათვის ეს ღონისძიება ერთ-ერთი საყვარელი გახდა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანის "ფარგლბში ჩატარდა "მხიარული სტარეტები. მონაწილეთაგან შეიქმნა ორი ჯგუფი, რომლებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპორტულ აქტივობებშ. სულ იყო ხუთი დავალებ, მათ მიხედვითაც გამოვლინდენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები წიგნები.
Reply
tyctetritskaro@gmail.com როგორც უკვე გაგიზიარეთ, პროექტის ფარგლებში დავლაშქრეთ ბირთვისი. ლაშქრობის დროს გამოგვყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი და ორგანიზაცია თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე, რომლებმაც დაგვათვალიერებინეს და მოგვიყვნენ ბირთვისის ისტორიის შესახებ. ლაშქრობაში წამოსული მონაწილეებიდან აქ მხოლოდ 2 იყო ნამყოფი მანამდე. ბევრი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ დავისვენეთ, განვიტვირთეთ და ემოციებით აღსავსე დავბრუნდით სახლებში.
Reply
tyctetritskaro@gmail.com დღეს პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა ლაშქრობა. ბავშვების ინიციატივით ლაშქრობის ადგილი შეიცვალა და დაგეგმილი "ეცოს" მაგივრად მონაწილეებმა ბირტვისი დალაშქრეს.
Reply
tyctetritskaro@gmail.com დღეს პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა ფილმის ჩვენაბა გენდერულ თემაზე და დისკუსია. ფილმი "სუფრაჟისტები" ისტორიულ ხასიათს ატარებს და ფემინისტების პირველი გამოსვლების მიზეზსა და მიზანს ნათლად ასახავს. მოცემული ფილმის ყურების შემდეგ პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია რომელიც ფილმში ასახულ ყველა პრობლემს ისახავდა, საინტერესოა რო დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა გაავლეს პარალელი დღევანდელობასთან და მოიყვანეს როგორც ძალზე სასიხარულო განსხვავებები ისე სამწუხარო მსგავსებებიც. ვფიქრობ დღევანდელმა ღონისძიებამ თითოეული მონაწილე ჩააფიქრა თუნდაც იმაზე თუ რა შეუძლია თითოეულ მათგანს იმისთვის რომ შეცვალოს რეალობა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა მორიგი ღონისძიება ამჯერად ეს იყო სტრიტ-არტი ქალაქის ქუჩებში. მოიხატა .თეთრიწყაროს ორი პარკ. მონაწილეები გასაოცარი ენთუზიაზმითა და გულმოდგინებით მოეკიდნენ შესასრულებელ საქმეს. შესრულებული ნამუშევრები მონაწილეთა მიერ აირჩა. მოცემულმა ღონისძიებამ გაუხალისა ცხოვრება არა მხოლოდ მონაწილეებს არამედ ქ. თეთრიწყაროს თითოეულ მცხოვრებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" ამ შესაძლებლობისთვის.
Reply
tyctetritskaro@gmail.com დღეს პროექტ "ინი და იანის" ფარგლებში ჩატარდა შემოქმედებითი კონკურსი გენდერულ თემაზე. კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის ნამუშევარი ნახატი, ლექსი, მოტხრობა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. თითოეული მათგანი დაჯილდოვდა პრიზებით.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს მონაწილეთა ინიციატივით ჩატარდა მორიგი შეხვედრა რომელზეც განიხილა ლიდერობასა და მოხალისეობა. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ბევრი დავალება და ენერჯაიზერი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი წასულიყვნენ ლაშქრობაში და თავად შეუდგენე მის დაგეგმვას. ახალგაზრდებმა გამოთქვეს თავისი აზრები მოიყვანეს ისტორიული მაგალითები და გაიაზრეს მოხალისეობის უპირატესობანი.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა მორიგი აქტივობა ამჯერად ეს გახლდთ "სითი-გეიმი". მონაწილეები ეძებდნენ ქალაქში დამალულ ნივთებს, მითითებებს და ასრულებდნენ დავალებებს. ეს ღონისძიება ძალიან სახალისო მაგრამ ამავე დროს დამღლელი აღმოჩნდა მონაწილეთათვის, თუმცა დაღლილობამ არ შეუშალათ მათ ხელი ებრძოლად ბოლომდე. მაშინაც კი, როდესაც ერთმა გუნდმა სხვეზე ადრე დაამთავრა სავარჯიშოების შესრულება რითაც მოიპოვა გამარჯვება, დანარჩენმა გუნდებმა სურვილი გამოთქვეს გაეგრძელებინათ თამაში და დარჩენილი დავალებებიც შეესრულებინათ. გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზები.
Reply
tyctetritskaro@gmail.com ჩატარდა კიდევ ერთი შეხვედრა პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ამჯერად ჩატარდა ტრენინგი ბუილინდისა და კონფლიქტის მართვაზე. მოცემული ტრენინგი ძალზე მნიშვნელოვანია რადგან პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა გოგონებსა და ვაჟებს შორის დიალოგი ამისთვის კი აუცილებელია ყველა შესაძლო კონფლიქტის განხილვა, პოზიციების მოსმენა და ერთ აზრამდე მისვლა. დღევანდელმა შეხვედრამ გვასწავლა რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა კომპრომისის მისარწევად. ასე განხილულ იქნა ბუილინდი მისი წარმომქმნელი ფაქტორები და არმოფხვრის გზები. ტრენინგი ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისტვის რადგან ეხებოდა მათტვის აქტუალურ თემებს მონაწილეებმა გაგვიზიარეს მათ ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევები და მიირეს რჩევები როგორც ტრენერისგან ასევე სხვა მონაწილეთაგანაც. ასევე ტრენინგის წასახალისებლად მსვლელობისას ჩატარდა ბევრი ენერჯაიზერი.
Reply
tyctetritskaro@gmail.com ჩატარდა კიდევ ერთი ღონისძიება პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში. ამ ჯერად პროექტის მონაწილეებმა საკუთარი ძალები სპორტში სცადეს. მინი ფეხბურთში იმონაწილევეს როგორც ბიჭებმა ისე გოგონებმა, იყო როგორც ერთსქესიანი ისე შერეული გუნდები. თითოეულმა გუნდმა წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები საბოლოო ჯამში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა რომელიც შედგებოდა ორივე სქესის წარმომადგენლებისგან.გამარჯვებულებს გადაეცათ პირველი ადგილის მედლები. ეს ღონისძიება სტიმულად იქცა თითოეული მონაწილისთვის და წარმოაჩინა რომ შეუძლებელი არაფერია. გოგონები რომლებსაც აქამდე არასდროს უთამაშიათ ფეხბურთი ოთხ დღიანი წვრთნის შემდეგ ღირსეულ კონკურენციას უწევდენენ ვაჟებს, რაც ძალზე საამაყოა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com მოეწყო კიდევ ერთი შეხვედრა რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი სქესთა ბუნებრივ განსხვავებაზე სამედიცინო და სამართლებრივ-ისტორიული განხრით. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ცნობილი ფემინისტების გამონათქვამები რომელზეც მათ უნდა გამოეხატათ საკუთარი აზრი. დისკუსიის შედეგად გამოვლინდა სამი ლიდერი რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები. დისკუსიის დროს მონაწილეები ხშირად არგუმენტების სახით იყენებდნენ ტრენინგის დროს მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გოგონები ისე ვაჟები გოგონებს მიეცათ დავალება არ დასთანხმებოდნენ ცნობილ ფემინისტებს ხოლო ვაჟებს საპირისპიროდ უნდა დაეცვათ და გაემყარებინათ არგუმენტებიტ მათი მოსაზრებები, ამის საშუალებით დისკუსია უფრო საინტერესო გამოვიდა. მოცემული შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი და ემოციური იყო მონაწილეთათვის მათ შეძლეს გაემახვილებინათ ყურადღება მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარადა ინტელექტუალური შეჯიბრება "რა? სად? როდის?" პროეტის მონაწილეებმა შეამოწმეს საკუტარი ზოგადი განათლება და ლოგიკა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიირო ოთხმა გუნდმა "ბულავკები", "404 ერორ" "ლუი მე-14" "გამარჯვება". გამარჯვებული გუნდის "ერორ 404"-ის წევრებმა საჩუქრად მიიღეს წიგნები. ასევე დამარცხებული გუნდიდან ყველაზე აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო წამახალისებელი პრიზი ასევე წიგნი.
Reply
tyctetritskaro@gmail.com ჩატარდა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეებმა გაიცნეს ერთმანეთი და გაეცნენ პროექტის შინაარსსა და მიზნებს. შეხვედრა ბუნებაში ჩატარდა რამაც მეტად შეუწყო ხელი ჯგუფის შეკვრას. მონაწილეებმა სახალისო სავარჯიშოებისა და მოკლე ტრენინგის საშვალებით შეისწავლეს ისეთი თემაბი როგორიცაა ჯგუფში მუშაობა ასოციაციების გავლენა ადამიანზე. ასოციაციების თემა განხილული იყო გენდერული კუთხით მონაწილეებმა განიხილეს ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის თუ რა საქმიანობა შეეფერება, ან არ შეეფერება ქალს ქართული რეალობის შემთხვევაში ჩვენი ასოციაციებით.
Reply
tyctetritskaro@gmail.com მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" პროექტ "ინი და იანი" დაფინასებისთვის. პროეტის მსვლელობა უკვე დაწყებულია, უკვე მოხდა ინვენტარის შეძენა და ჩამოტანა ასევე შეხვედრის საფუძველზე იქნა შერჩეული მონაწილთა ნაწილი 12 გოგონა. შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალშია დანიშნული. პატივისცემით ნათელა მანუკოვი.
Reply