Handball Team for Girls - All Activity

lasha005@gmail.com commented

2017 წლის 22 სექტემბერს სკოლა გიმნაზიასთან მოვახდინეთ მოლაპარაკება და ჩამოვაყალიბეთ პატარა ასაკის 2009-11წ. ჯგუფი. პირველი ვარჯში დაესწრო 6 გოგონა

lasha005@gmail.com commented

2017 წლის 10 სექტემბერს განვაახლეთ ვარჯიშები მოქმედ გუნდთან. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე(ქალაქის და რაიონის გამგეობების გაერთიანების გამო) რაიონში გუნდების ჩამოყალიბება და ბავშვების მოზიდვა ვერ გვიხერხდება ნოემბრის თვემდე

lasha005@gmail.com commented

ზაფხულის არდადეგების გამო, გუნდი ვასრულებთ სახალისო და გამაჯანსაღებელ, კარდიო ვარჯიშებს,

lasha005@gmail.com commented

2017 წლის 16 ივლისი ფეისბუქ ფეიჯის შექმა Handball Academy of Gori პროექტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის
https://www.facebook.com/Goriacademy/

lasha005@gmail.com commented

2017 წლის 3 ივლისს ჩატარდა ხელბურთის თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი. ამ დღისთვის გორის უნივერსიტეტმა დაგვითმო სპორტულ დარბაზში. ტრენინგი მიყავდა პროექტის ინიცატორს, ხელბურთის მწვრთნელს ლაშა მოციქულაშვილს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მოხალისეები, რომლებმაც შემდგომში უნდა შეასწავლონ გოგონებს ხელბურთი.

lasha005@gmail.com commented

2017 წლის 27 ივლისს გაიმართა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტულ სკოლაში. შეხვედრაზე დაიგეგმა ჩასატარებელი აქტივობების კალენდარი და ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები.

lasha005@gmail.com commented

"გოგონათა ხელბურთის გუნდის, ხელშეწყობა და განვითარება" პროექტის ფარგლებში, მივიღეთ დაფინანსება ფონდ "ორბელიანი საქართველო"-სგან, შევიძინეთ სპორტული ინვენტარი, რაც იყო ამ პროექტის განსახორციელებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. საორგანიზაციო ჯგუფის სახელით გიხდით მადლობას ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის.