Gender Equality Forums for Young Men - All Activity

ninomatchrashvili@gmail.com commented

სურამში „მამაკაცური საუბრების" თემაზე ტრენინგი ჩატარდა. მამაკაცური საუბრები - ეს არის უნიკალური სემინარი, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან, სადაც ისინი საუბრობენ გენდერული თანასწორობის, მამაკაცის ოჯახში ჩართულობის და სხვა საკითხების შესახებ. სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცთა ჩართულობის გაზრდას და ამ საკითხის გარშემო წამოწყებულ საზოგადოებრივ დისკუსიაში მათ აქტიურ მონაწილეობას. სემინარი დაიგეგმა და გაიმართა "ორბელიანი-საქართველოს" მხარდაჭერით.
ტრენინგს 7 მოსწავლე დაესწრო (10-11 კლასი), რომელთა ჩართულობა, ტრენინგის დროს იყო ძალიან მაღალი. განხილული იქნა სხვადსხვა მაგალითები, ვაჩვენე ანიმაციები, სადაც ოჯახში არსებული პრობლემები იყო დაფიქსირებული და მოხდა ამ ანიმაციების განხილვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, დამსწრეებმა გამოტქვეს სურვილი რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ გაიმართოს.