Village Discussions on Gender - All Activity

gvancakikaleishvili@gmail.com commented

პროექტი "ჩვენ ერთად უკეთესი მომავლისთვის" ხორციელდებოდა ხობის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციული ერთეულის ; თორსა,ხეთა,ხამისქური,პირველი მაისის ახალგაზრდების ჩართულობით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4 ტრენინგი;
2 ტრენინგი; გენდერული თანასწორობა,
2 ტრენინგი; ადამიანის უფლებები/ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენცია. ტრენინგს დაესწრო ოთხი თემის 40 ახალგაზრდა.ტრენინგს მოხალისეობრივად ფასლიტატორობდა ასოციაცია "ათინათის" საერთაშორისო დონის ტრენერი ლალი გამისონია . ტრენერი ხელს უწყობდა ჯგუფებში დისკუსიის საშუალებით კონსესუსის მიღწევას,უზრუნველყო სხვადასხვა სავარჯიშოების საშუალებით სწორი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დამსხვრევა. პროექტის განხორციელებას უძღვებოდა თორსის ადმინისტრაციული ერთეული 12 კლასის მოსწავლე მეგი გაგუა. პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იყო ფეისბუქ გვერდზე;თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
პროექტში ჩართული ახალგაზრდების იდეაა,მსგავსი ტრენინგები დაიგეგმოს მშობლების ჩართულობით,რადგან ისინი თვლიან,რომ მშობლებს აუცილებლად სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე,რადგან ჯერ კიდევ საზოგადოება სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ექცევა,რაც უარყოფითად აისახება მომავალ თაობებზე. ახალგაზრდების სურვილი მშობლების ჩართულობა გენდერულ თემატიკის ტრენინგზე ხორცშესხმას პოვებს პროექტის სახით ,რომელიც ითვალისწინებს დონორ ორგანიზაციებთან წარდგენეს.იმედოვნებენ,რომ მათი მონდომება ფუჭად არ ჩაივლის.
მადლობა შევედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და პლატფორმა Orbeliani Georgia ნდობის გამოცხადებისთვის.

gvancakikaleishvili@gmail.com commented

ტრენინგი თემაზე''გენდერული თანასწორობა''ოთხი თემის ახალგაზრდების ჩართულობით. ტრენინგი მოხალისეობრივად ჩაატარა ასოციაცია ''ათინათის'' ტრენერმა ლალი გამისონიამ

gvancakikaleishvili@gmail.com commented

პროექტი "ჩვენ ერთად უკეთესი მომავლისთვის"ფარგლებში ასოციაცია "ათინათის" ტრენერმა ლალი გამისონიამ ოთხი თემის 20 ახალგაზრდის ჩართულობით მოხალისეობრივად ჩაატარა საინტერესო ტრენინგი თემაზე;გენდერული თანასწორობა. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა,ტრენერი ხელს უწყობდა დისკუსიიას ახალგაზრდებში,იყო შეკითხვები ,პარალელის გავლება დღევანდელ საქართველოსთან, მოყვანილი იყო ევროპის წამყვანი ქვეყნების მაგალითები. დამსწრეებმა გამოთქვეს სურვილი,რომ მსგავი ტრენინგების ხშირად ჩატარება ხელს შეუწყობს ახალაგზრდებში ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებას.

gvancakikaleishvili@gmail.com commented

კვირის განმავლობაში უნდა ჩაგვეტარებინა ტრენინგი,მაგრამ მაღალი ტემპერატურის(+37) გამო ამ კვირაში აქტივობას ვერ ვახორციელებთ.

gvancakikaleishvili@gmail.com commented

პროექტი "ჩვენ ერთად უკეთესი მომავლისთვის" ფარგლებში მოხალისეობრივად ჩავერთეთ და რამოდენიმე აქტივობა განვახორციელეთ:
თორსის თემის წევრებს 30 ადამიანს მივაწოდეთ პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი,ვისაუბრეთ დონორ ორგანიზაციაზე,პროექტის მოხალისეობივ ჩართულობაზე,რომელმაც დადებითი ეფექტები მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.იყო საინტერესო შეკითხვები.პროექტში ჩართულია ოტხი მიდებარე თემი: თორსა,ხეთა,ხამისქური და პირველი მაისი
შეხვედრის შემდეგი ეტაპი იყო საკანცელარიო მაღაზიიდან საჭირო მასალების შერჩევა/შესყიდვა
განვახორციელეთ ერთი საინფორმაციო შეხვედრა პირველი მაისის ახალგაზრდებთან და დავგეგმეთ სამომავლო გეგმები