Domestic Violence Awareness - All Activity

Keti Khachidze commented

სამწუხაროდ, პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა. პროექტის ავტორმა გადაიღო რამდენიმე ფოტო, მაგრამ არ მიეცა პროექტს სოციალური კამპანიის სახე. ასევე, ძირითადი ფოტოგრაფის ობიექტივში ძირითადად აღმოჩნდნენ ბავშვები და არა სხვადასხვა ასაკის გოგონები/ბიჭები, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული. სავარაუდოდ, ავტორს გაუჭირდა რესპოდენტების მოძიება. ამდენად, ამ პროექტის სოციალური შედეგი "ორბელიანმა' ვერ დაინახა.

Edo Mzhavanadze commented

შევიძინე მაკიაჟისთვის საჭირო ყველა ნივთი, რომელიც აუცილებელი იქნება გადაღებისთვის, მოლაპარაკება მიმდინაორებს ბაღების ხელმძღვანელებთან და ბავშვების მშობლებთან რის შემდეგ უკვე დაიწყება გადაღება, პირველი პროექტის მონაწილეები იქნება პატარა ბავშვები 3-4-5-6 წლის პატარები <3

Edo Mzhavanadze commented

მოგესალმებით, მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ჩემი პროექტის მიმდინარეობის შესახებ, პროექტის დასაწყისში მხოლოდ 50 ადამიანზე მქონდა გათვლა, რომელსაც გადავიღებდი და ამით მორჩებოდა პროექტი, ნახავდა უამრავი ადამიანი და მიზანიც მიღწეული იქნებოდა, უბრალოდ ამ ყველაფრით უბრალოდ მორჩებოდა და მეტი არაფერი.

ბევრი პროექტი მინახავს, ბევრი პროცესში და კიდევ უფრო ბევრი დასრულებული სახით და სინანულის გრძნობა გამჩენია იმის, რომ მეც შემეძლო მონაწილეობის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე პროექტს მივცე სოციალური კამპანიის სახე, რომელშიც მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჩავრთავ და ყველას მივცემ თანაბრად ჩართვის უფლებას.

დაახლოებით ერთი კვირააა რაც ორბელიანმა მომაწოდა სტუდიური ფონი, რომლის გამოწერაშიც თვითონვე დამეხმარნენ და მე მხოლოდ ოფისიდან წამოვიღე, რაც ძალიან იოლი და კომფორტული იყო ჩემთვის, მეც და ყველა სხვა დანარჩენი ადამიანები დროის დეფიციტს ყოველთვის განვიცდით და მადლობა ჩემი დროის პატივისცემისათვის <3

ამ კვირაში მქონდა საუბრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან და პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საბავშვი ბაღებმა, ნევერლენდმა და ვუნდერლენდმა, ასევე ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პროფკავშირები და აუდიტორია 115, რაც მაძლევს იმის საბაბს, რომ კიდევ ბევრი ორგანიზაცია ჩაერთვება კამპანიაში რაც კიდევ უფრო კარგ შედეგს მოგვცემს :)