Twenty years later - All Activity

Ira Dzirkvadze commented

გარდა ამისა, გამგეობამ გამოგვეხმაურა განცხადებასთან დაკავშირებით. ხვალ მოდიან გუმბათში, ერთად უნდა დავასუფთაოთ მდინარე გუმბათის მიმდებარე ტერიტორია და ასევე გაგესაუბრებით ნაგვის ურნებთან დაკავშირებითო გვითხრეს.

Ira Dzirkvadze commented

ესეც ჩვენი ლაშქრობის ფოტოები. დღისით ვიყავით გუმბათის ბავშვები, საღამოს ხუთი სათისკენ კი ავრანლოელებიც შემოგვიერთდნენ. ვფიქრობთ, საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი ორი დღე გვქონდა.

Ira Dzirkvadze commented

მიუხედავად წვიმიდანი დღეებისა შევძელით, რომ გაგვეშალა კარვები. ვისწავლეთ კარვების გაშლა, სტუმრებმა ირის ჯგუფიდან კი გვასწავლეს მეორადი ნივთებისგან ახალ ნივთების დამზადება. გარდა ამისა, ითამაშეს სხვადასხვა თამაში, რომელიც შემდეგ განიხილეს სამოქალაქო ატივიზმთან დაკავშირებით.

Ira Dzirkvadze commented

29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრ "გუმბათში" შევიკრიბეთ ოზნის, არწივანისა და კოხტის ახალგაზრდები. გქვონდა პატარა ვორქშოფი სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით. თან ვითამაშეთ, ვიმხიარულეთ, ერთმანეთი უკეთესად გავიცანით. ორბელიანის დაფინანსებით შეძენილი საკანცელარიო ნივთები ძალიან კარგად გამოვიყენეთ. )))

Ira Dzirkvadze commented on comment : Ira Dzirkvadze at: Sept. 4, 2018, 5:50 p.m.

გუმბათისთვის კი განცხადება შევიტანეთ ახალგაზრდების სახელით და ველოდებით პასუხს.

Ira Dzirkvadze commented

კარგი ამბები გვაქვს...ავრანლოში სამი ნაგვის ურნა დადგეს. ძალიან ცოტაა, მაგრამ კიდევ დავამატებთო. სხვა გზა არ გვაქვს უნდა დავუჯეროთ.))

Ira Dzirkvadze commented

გადავწყვიტეთ დავწეროთ განცხადება, რომლითაც თვითმართველობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ნაგვის რაოდენობა დღითი-დღე იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ რამე.

Ira Dzirkvadze commented

გუშინ, ავრანლოსა და გუმბათის ახალგაზრდებმა დავასუფთავეთ მდინარე ქციის შემოგარენი. თვითმართველობამ გადმოგვცა ტომრები და ხელთათმანები. ასევე, უზრუნველყო შეგროვებული ნაგავის ბუნკერამდე გადატანა. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გვჭირდება ნაგვის ურნები და არც რაიმე ბინკერია ჩვენს სოფლებთან ახლოს

Ira Dzirkvadze commented

გოგონებმა აჯობეს ბიჭებს, მოხერხებულობაში..)))

Ira Dzirkvadze commented

ზოგჯერ, შეგიძლია არსებული რესურსით მშვენიერი დღეები მოაწყო. ავრანლოსა და გუმბათის ახალგაზრდებმა, სანამ დიდ დასუფთავების აქციას მოვაწყობდეთ, მანამდე მდინარე ქციის ნაპირზე ბოთლები შევაგროვეთ, მაგრამ ბოთლებმა და მდინარემ, კარგი იდეა შთაგვაგონა და წყლის ფესტივალი მოვაწყეთ.

Ira Dzirkvadze commented

სანამ კარვებს ამოვიტანთ, მანამდე გადავწყვიტეთ ერთდღიანი ლაშქრობა მოგვეწყო, სოფელ გუმბათისა და ავრანლოს ბავშვებმა ერთად დავლაშქრეთ მთა "დელიდეღი", ექვსი საათი ვიარეთ მთა-მთა, ავედით, ვითამაშეთ, ვირბინეთ...წალკას გადმოვხედეთ მაღლიდან, აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ლამაზია ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ხედები. გზაში ერთ-ერთ სომხურენოვან სოფელში, ნარდევანში, ახალგაზრდებთან ფეხბურთიც ვითამაშეთ და შინ სასიამოვნოდ დაღლილები დავბრუნდით.

Ira Dzirkvadze commented

სასწავლო ცენტრ "გუმბათში" გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან. გავაცანით ჩვენი პროექტი, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაციები და დავგეგმეთ მომავალი შეხვედრები. საკანცელარიო ნივთები უკვე გუმბათში გვაქვს, ამ კვირაში კარვებსაც ამოვიტანთ და პროექტის განხორციელებას ოფიციალურად დავიწყებთ.

Ira Dzirkvadze commented

წალკის გამგებლის მოადგილეს შევხვდით უკვე და გავუზიარეთ ჩვენი გეგმები, რომ ორი სოფლის ახალგაზრდები ვაპირებთ ჩვენი სოფლების შემოგარენის დასუფთავებას. დაგვპირდა ხელთათმანებსა და ნაგვის პარკებს გადმოგცემთ, როცა გვეტყვითო...ვიცით ბევრჯერ დარეკვა მოგვიწევს, რომ მართლა გადმოგვცენ, მაგრამ ამით მერე იმაზეც დავითახმებთ, რომ მანქანა გამოგზავნონ წაიღონ შეგროვებული ნაგავი...გარდა ამისა, კიდევ ერთი მეზობელი სკოლის მასწავლებელს ვაცნობეთ ჩვენი გეგმის შესახებ და დაგვპირდა ჩვენც შემოგიერთდებითო, ამიტომ ვფიქრობთ ორის ნაცვლად სამ სოფელს გვექნება დასუფთავების აქცია...)) სურათები არ გვაქვს ჯერ-ჯერობით სიტყვაზე გვენდეთ)))