Modern "Ali and Nino" - All Activity

Liaman Mamedova commented

22 ოქტომბერს შედგა "ნინო და ალის" მორიგი ჩვენება. ამჯერად მარნეულს ვესტუმრეთ. მაყურებლები ახალგაზრდები იყვნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ გვქონდა დისკუსია და განხილვა, მოვისმინეთ თუ რას ფიქრობდნენ ახალგაზრდები ინტერკულტურულ სიყვარულზე და ზოგადად როგორ უყურებდნენ ამ ყველაფერს. შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული და სახალისო აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ დადებითი უკუკავშირები, რამაც გაგვახარა და ბედნიერები წამოვედით იქიდან.

Mariam Mirotadze commented

დღეს ახუდოვის სახელობის მუზეუმში გაიმართა ფილმის „ალი და ნინოს“ ჩვენება. შედეგმა მოლოდინს გადააჭარმბა! 16 წუთიან ფილმში გაერთიანებული იყო ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც არსებობს სხვადასხვა ეთნოსის წარმოადგენელი ადამიანების შეუღლების შესახებ. ასევე ფილმში მონაწილე რეალური გმირები ძალიან გულწრფელები, ნამდვილები და პოზიტურები იყვნენ. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლის გადალახვა მოუხდათ. მათ ილაპარაკეს იმ უარყოფით თუ დადებით ემოციებზე, რომელიც საზოგადოებისგან მიიღეს.
თუმცა, ყველაზე მაგარი ის არის, რომ თითოეული მათგანის ოჯახი შედგა! დღეს ისინი ზოგი 30 წლის თავზე, ზოგიც 2 წლის თავზე ბედნიერები არიან და არ ნანობენ საკუთარ არჩევანს!
ეს არის ფილმი სხვადასხვა კულტურის შესახებ, სხვადასხვა ღირებულებების მქონდე ადამიანებზე, მოთმინებაზე, ურთიერთგაგებაზე, სტერეოტიპების დანგრევაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი-ეს არის ფილმი სიყვარულის შესახებ! გრძნობა, რომლის წინაშე ყველაფერი უძლუერია! ^_^

იდეის ავტორებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. ფილმი გახლავთ მაღალი ხარისხის, დაწყებული ვიზუალიზაციით და დამთვარებული ხმის მონტაჟით.

ღონისძებას ესწრებოდა 30 ადამიანზე მეტი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი. მათ შორის, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებით.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიამართა საინტერესო დისკუსია ვიდეორგოლში წამოჭრილი პრობლემების შესახებ, ასევე მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა შეეფასებინა ფილმი.

Liaman Mamedova commented on comment : Keti Khachidze at: July 13, 2018, 2:34 p.m.

soon ^_^

Liaman Mamedova commented

იუჰუუუუუ!!!! დღეს გვქონდა ბოლო გადაღებები. ^_^

Liaman Mamedova commented

ესეც ჩვენი მესამე წყვილი : რუსტამი და ვირჯინია. <3 ^_^

Liaman Mamedova commented

დღეს ავედით მცხეთის სოფელ ციხისძირში. ჩვენი მეორე წყვილის ოჯახში. ძალიან თბილად დაგვხვდნენ. გაიცანით მურადი და თინა. სუუულ ხუმრობდნენ და ჩვენც გვართობდნენ მათი ისტორიებით ^_^

Liaman Mamedova commented

ჩვენი პირველი გვრიტები : ემილი და გვანცა . <3

Liaman Mamedova commented

რაც შეეხება სხვა გმირბს , დღეს ვირჯინიას და რუსტამს შევუთანხმდი და პარასკევს 4-5 სთ-ზე რუსთავში ჩავდივართ. პარალელურად მესამე წყვილს ალექსანდრეს და თეოს ვუთანხმებ შეხვედრის და კადრების ფორმატს. რაც შეეხება მეოთხე წყვილს მათთანაც მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. ყველაფერი ნელ-ნელა მაგრამ ხარისხიანად მიდის ^_^

Liaman Mamedova commented

მოკლედ არ ვიცი დანარჩენი კომენტარები რატომ არ აისახა, ამიტომ მოკლედ ვიტყვი : კვირას 24 ივნისს პირველი გმირები : ემილი და გვანცა გადავიღეთ. მე რაბილი და ოპერატორი ავედით ლისზე და სადღაც 5 საათის განმავლობაში გვქონდა გადაღებები. ძალინ მაგარი იყო ^_^ , ზღვა ემოციებით აღვივსეთ.