Communal Farming: Project "Oroko" - All Activity

mariam darchiashvili commented

ამ დროისათვის კულტივატორი მოხმარდა ნასაკირალში მცოვრებ მესხებს, მათ ვისაც ამის სურვილი და საჭიროება ჰქონდათ. მოხალისეებმა დამატებით მიწები დაუმუშავეს ისეთ მაცხოვრებლებს, რომელთაც არ ჰქონდათ ამის გაკეთების შესაძლებლობა, თავიანთი ადამიანური რესურსებით, ასეთია: როსტომ ბექაძე, 79 წლის, საიდა ცაცანიძე, 50 წლის და მიხეილ ბექაძე, 47.

მოხალისეებმა ასევე დახმარება შესთავაზეს ნასაკირალის აჭარული და გურული თემის წარმომადგენლებს და მათგან დიდი მადლობა და დაფასება მიიღეს. მოხალისეებმა მიწა დაუმუშავეს და ეზო დაუსუფთავეს ნასაკირალში მცხოვრებ ორ არამესხ ბებიას.

ნასაკირალის თემი დიდ მადლობას გამოთქვამს კულტივატორით მიღებული დახმარებისთვის და იმისთვის, რომ მათ არ მოუწიათ კულტივატორის არამესხებისაგან ქირაობა და შეიძინეს საკუთარი კულტივატორი, რომელიც მომავალ სეზონებზეც მათ დიდ დახმარებას გაუწევს.

mariam darchiashvili commented

საქმის შედეგებით კმაყოფილი სოფია და ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში მყოფი მალხაზი.

mariam darchiashvili commented

ნაწვიმარზე კულტივატორით მოხვნა კიდევ უფრო გაუიოლდათ მოხალისეებს.

mariam darchiashvili commented

პროექტის მოხალისეებმა სოფიამ, მალხაზმა და ბექამ, კულტივატორით მიწა დაამუშავეს და კარტოფილები დათესეს. მათი თქმით საქმე, რაც 5 საათს წაიღებდა, ხელის ტრაქტორის დახმარებით 1 საათში დაასრულეს.

mariam darchiashvili commented

11 მარტს, პროექტის მოხალისეები შეხვდნენ ნასაკირალის თემის წარმომადგენლებს, სადაც მოხდა პროექტით დაგეგმილი საქმიანობის განხილვა.

mariam darchiashvili commented

ახალგაზრდების შეხვედრა საღამოს, პროექტის მიზნობრიობის განხილვა.

mariam darchiashvili commented

ნივთების შეძენის შემდეგ, 10 მარტს ოროკოს მოხალისეთა გუნდმა ხელის ტრაქტორი, ურიკა და სარწყავი შლანგი თბილისიდან ნასაკირალში წაიღო. ნასაკირალის მესხებმა დიდი სიხარული გამოხატეს და ისაუბრეს ნივთების საჭიროებაზე. განსაკუთრებით კი ხელის ტრაქტორი გამოადგებათ, რომელსაც მიწის მოხვნის შემდეგ კულტივატორით გადაუვლიან და მიწას გააფხვიერებენ. საღამოს მოხალისეები შეხვდნენ თემის წარმომადგენლებს და ისაუბრეს პროექტის მიზნობრიობაზე.

mariam darchiashvili commented

თანხის ჩარიცხვისა და კულტივატორის შეძენის შემდეგ განვსაზღვრავთ თარიღს და მოხდება მისი (სარწყავ შლანგთან და ურიკასთან ერთად) ტრანსპორტირება დაბა ნასაკირალში. უკვე ადგილზე მოხდება პროექტის ორგანიზატორების შეხვედრა ადგილობრივ თემთან და პროექტის ამოცანებსა და აქტივობებზე საუბარი, ასევე განისაზღვრება მიწის დამუშავებისათვის შესაფერისი პერიოდი.

mariam darchiashvili commented

ჩვენს მიერ მოწონებული ხელის ტრატორები:

1. https://www.mymarket.ge/ka/product/view/10508798/
2. https://www.mymarket.ge/ka/product/view/10505389/
3. http://domino.com.ge/index.php?m=31&g_id=113&p_id=364&cat_id=374&pid=11134
4. http://domino.com.ge/index.php?m=31&g_id=113&p_id=364&cat_id=374&pid=11135

რჩეული ტრაქტორის ფოტოს მალე ავტვირთავთ.

mariam darchiashvili commented

უამინდობის გამო ნასაკირალში მიწის დამუშავების პროცესი გადაიწევს. 10 დღით გადავდებთ პროექტით გათვალისწინებული ინვენტარის შეძენასაც, რადგან მისი ამჟამად ყიდვის შემთხვევაში მოგვიწევს დროებითი გადაადგილების და შენახვის დამატებითი თანხების დახარჯვა. ამავდროულად, პროექტის კოორდინატორი და მოხალისე (მარიამ დარჩიაშვილი) საქმიანი ვიზიტით, ავსტრიაში მიემგზავრება (19-26 თებერვალი). მას ექნება შეხვედრები Interkulturelles Zentrum-ის და პროექტ "Speaking of Myself"-ის წევრებთან, სამომავლო პროექტის დაწერასთან დაკავშირებით, ასევე დაესწრება Zero Project-ის კონფერენციას (https://conference.zeroproject.org/).

ამ ეტაპზე პროექტის მოხალისეების მხრიდან მიმდინარეობს ხელის ტრაქტორის შერჩევა ფასის და მონაცემების მიხევით, თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში. მოგვიანებით ავტვირთავთ სხვადასხვა ტრაქტორის მონაცემებს.