Youth space We want - All Activity

Lusine Dostibegiani commented

ახალგაზრდები ძალიან აქტიურად ვიყენებ ამ სივრცეს, ზოგი ინტერნეტს იყენებს, ზოგი ფილმის ჩვენებებს ესწრება, ასევე იყენებენ ბროშურებს და წიგნებს.

Lusine Dostibegiani commented

პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ ოთახში მოვაწყეთ საკუჭნაო/სახელოსნო, სადაც პარალელურად დაფინანსებული ორბელიანის სხვა პროექტი "ჩხირკედელას" ფარგლებში ახალგაზრდები ბუდეებს ამზადებდნენ.

Lusine Dostibegiani commented

აი ჩვენი თაროების ცოტა წიგნებით და ბროშურებით

Lusine Dostibegiani commented

ცოტა გავწვალდით მაგრამ მაინც შევძელით და კარადები ჩამოვიტანეთ გუშინ, საღამოს კი მეგობრები მოვიდნენ და ავაწყეთ.

Lusine Dostibegiani commented

ერთ8-ერთ ოთახში ჩავარდნილი იატაკი ამოვსებულია და ცემენტით შეილესა. ეს ყველაფერი ბიჭებმა გააკეთეს, ყველაზე დიდი საქმე ერიკამ გააკეთა. თუ აქ მოხვდებით ეროს აუცილებლად გაგაცნობთ ძალიან ერთგული ადამიანია. ერთ საღამოში გააკეთა იატაკი. ეხლა ოთახში თამამად შეგვიძლია შევიდეთ. ნათურაც დავაყენეთ და სინათლეც არის. დავიწყეთ ოთახის ერთი კედლის შეღებვაც.

Lusine Dostibegiani commented

ერთ-ერთ ოთახში ჩავარდნილი იატაკი ამოვსებულია და დავიწყეთ

Ira Dzirkvadze commented on comment : Lusine Dostibegiani at: Aug. 4, 2018, 9:03 p.m.

რა კარგები ხართ! წარმატებები...

Lusine Dostibegiani commented

ცემემტი გამოვიყენეთ "ჩავარდნილი" ოთახის იატაკის გასასწორებლად და ასევე შენობის შესასვლელიც გავალამაზეთ!

Lusine Dostibegiani commented

აი როგორ გამოიყურებოდა ოთახი მანამდე და ეხლა

Lusine Dostibegiani commented

ორბელიანის ფულით, ნაყიდი საღებავები გამოვიყენეთ კედლის და იატაკის შესაღებათ, ჩვენი შენობის ერთ-ერთ პატარა ოთახში, ასევე ჩვენი რესურსებით ვცადეთ კედლების გალამაზება. ეს კიდევ ერთი დამატებითი პატარა ოთახია რაც გასუფთავდა და მოწესრიგდა ჩვენთვის. აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდები.

Lusine Dostibegiani commented

მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურობას თეთრიწყაროში, სასურველი სივრცის შესაქმნელად.

Lusine Dostibegiani commented

ოთახის შემაგრებისათვის დავიწყეთ უკვე სამუშაოები. ოთახის იატაკი იყო ჩავარდნილი. გუშინ 4მა ახალგაზრდა ბიჭმა მოხალისეობრივად დაგვეხმარნენ და ეზოდან ოთახში შევზიდეთ (მიწა, ქვა), რომ ამ ოთახის ჩავარდნილი იატაკი სრულიად ამოგვევსო.

Lusine Dostibegiani commented

დღეს მოვიტანეთ ქვიშა. მეგობრები მეხმარებოდნენ ალეკო და ერო. ჩემი გმირები არიან. მათთან ერთად თავს ძლიერად ვგრძნობ.

Lusine Dostibegiani commented

პროექტის ფარგლებში ასევე ვიყიდეთ პუფები, რომლის ტრანსპორტირება აი ასე მოვავახდინეთ თბილისიდან თეთრიწყარომდე.

Lusine Dostibegiani commented

ჩვენთან სიახლეებია, ორბელიანი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდული სივრცის შექმნა. პროექტის ფარგლებში ინვოისები ბუღალტერთან უკვე გაგზაცნილია და ნივთებიც მოგვაქვს ნელ-ნელა ადგილზე. ოთახი გასუფთავებულია და ელოდება სარემონტო სამუშაოებს. ორშაბათიდან დავიწყებთ უკვე ოთახის გარემონტებას.