A Space for Diversity Workshops - All Activity

magda.phurtseladze@yahoo.com commented

ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში" პროექტ ,,ჩვენი სახლის" ფარგლებში, რომელიც ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს მიერ არის მხარდაჭერილი გაიმართა სემინარები, ტრენინგები, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრები, ინტერკულტურული ღონისძიებები, ფილმების ჩვენებები. ნაჩვენები იყო: მიხეილ კობახიძის ,,ქოლგა“, მუსიკოსები“, ვიტორიო დესიკას,, ველოსიპედის გამტაცებლები“, ,,საშიში ფიქრები“ და ,,ფრინველები“. ღონისძიებებში მონაწილეობას იღება 60 მოსწავლე, ბენეფიციართა რაოდენობა– 500 (მშობლები, სხვადასხვა სკოლის (სოფელ ქვემო ბოლნისის N2 ზერბაიჯანული, სოფელ დისველის და ბოლნისის N2 სომხური საჯარო სკოლის) მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები) ვფიქრობ, ორბელიანი საქართველოს მიერ მხარდაჭერი პროექტი ,,ჩვენი სახლი“ ძალიან წარმატებულია. სივრცე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, კვლავაც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

6 აპრილს კერძო სკოლა ,,დავითიანში დაიწყო პროექტი ,,კინო სკოლაში" . სკოლაში სტუმრად იყო კინო ცენტრის წარმომადეგნელი მარესკო ვარძელი, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს აჩვენა რეჟისორ ჯონ სმიტის ფილმი,,სახიფათო ფიქრები", ჩვენებოს შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

6 აპრილს კერძო სკოლა ,,დავითიანში" არასამთავრბო ორგანიზაცია ,,ბოლნისის ენის სახლის" წარმომადეგენელმა ირმა ზურაბაშვილმა ჩაატარა სემინარი კონფლიქტის თემაზე. სტუმარმა ისაუბრა კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, მის ტიპებზე, ესკალაციის ეტაპებზე და ქცევით სტრატეგიებზე.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში" სტუმრად იყვნენ მოწვეულები სოფელ ქვემო ბოლნისის N2 ზერბაიჯანული, სოფელ დისველის და ბოლნისის N2 სომხური საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ჩატარდა ინტერ კულტურული ღონისძიება სადაც სტუმრებმაც და მასპინძლებამც მიიღეს მონაწილეობა

magda.phurtseladze@yahoo.com commented

23 მარტს ბოლნისის კერძო სკოლა დავითიანში, სასკოლო პროექტის ,,კატერინენფელდიდან თანამედროვე ბოლნისამდე" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს და თანასკოლელებს გააცნეს ბოლნისის გერმანული კულტურა, ინფორმაცია მიაწოდეს შვაბიელი გერმანელების შესახებ, რომლებიც თითქმის ორი საუკუნე ცხოვრობდნენ ბოლნისში. წარადგინეს გერმანული არქიტექტურის ძეგლების საკუთარი გადაღებული ფოტოები. მოწვეული ჰყავდათ რაიონის უხუცესი, მეკასრე ზურაბ სარქისიანი, რომელიც ესაუბრა გერმანელებზე, მათ ცხოვრების წესებსა და ტრადიციებზე. რომელიც მას ბავშვობიდან ახსოვს.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

23 მარტს ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანს" სტუმრობდა გორის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლები და დირექტორი. სკოლებსშორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. გორის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები ბოლნისის კერძო სკოლა დავითიანს მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ და ესაუბრნენ უსაფრთხო სკოლაზე, ბავშვათა მიმართ ძალადობაზე და ადრეულ ქორწინებაზე.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

კერძო სკოლა ,,დავითიანში" ჩატარდა ღონისძიება პროექტ ,,ჩვენ ერთად ვართ–საქართველოს" ფარგლებში. სადაც დავითიანის, სოფელ დისველის და N2 სომხურ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ხალხური ცეკვები და სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ბოლნისის აზერბაიკაბული სკოლის მოსწავლეებიც. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესოეიბი ინტეგრაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მოსწავლეები, მასწავლებლები, რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და მშობლები.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

2 მარტს კერძო სკოლა ,,დავითიანიში" პროექტ ,,ჩვენი სახლის " ფარგლებში ჩატარდა სემინარი ,,სახელწიფო და საზოგადოება", რომელსაც უძღვებოდა პოლიტიკის მეცნიერების/საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი რუსუდან აფციაური, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფოს მშენებლობის და საზოგადოების ფორმირების ეტაპზე.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

რამდენიმე პუფს ჩვენით ვაკეთებთ, ამისთვის ვიყენებთ პოლიეთილენის ბოთლებს, რითაც ვცდილობთ დავიცვათ გარემო და ამავდროულად ვაჩვენოთ ბავშვებს ამის აუცილებლობა. ეს ჯერ კიდევ დაუსრულებელი პუფებია.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

ოთახში მეტი სიმყუდროვისთვის გვექნება ნოხები და პუფები, სადაც ფილმის ჩვენებების დროს და დისკუსიების შევძლებთ ჩვენი ბავშვების განთავსებას.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

ახალი სივრცის რემონტი უკვე დასრულებულია. იატაკი, კედლები, განათება უკვე გვაქვს.

Лаура Харитонашвили commented

სკოლა ,,დავითიანში" სარემონტო სამუშაოები გრძელდება, კედლები შეიღება. მალე დასასრულს მიუახლოვდება. უამინდობის გამო დროში გაიწელა რამდენიმე პროცესი.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

სკოლა ,,დავითიანში" მომდინარეობს სარემონტო სამუშაოები , გაიკრა თაბაშირ უყაოები კედლებზე.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

30 დეკემბრიდან 23 იანვრამდე სასკოლო არდადეგების გამო , სკოლა ,,დავითიანში" ვერ განხორცილედა სკოლის დარბაზში აქტიური სარემონტო სამუშაოები. სარემონტო მასალა მიტანილია სკოლაში და ჩატარებულია მცირე სარემონტო სამუშაო.

magda.phurtseladze@yahoo.com commented

ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანში" იგეგმება სივრცის მოწყობა, სადაც ბოლნისის რაიონის სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მათ მშობლებთან ერთადერთად დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები: ჩატარდება ტრენინგები დემოკრატიაზე, მის ღირებულებებსა და პრინციპებზე,
ფილმების ჩვენება და განხილვა. დარბაზის სარემონტო სამუშაობისთვის შევიძინეთ სამშენებლო მასალები.