University Inspiration for Minorities: "My Way of Success" - All Activity

სალომე გოჩოლეიშვილი commented

• რა იყო ის გაუთვალისწინებელი შედეგი (პოზიტიური, ნეგატიური) რაც მიიღეთ პროექტის ბოლოს?
ვიდეომასალამ სასწავლო დანიშნულება შეიძინა და კოლეგებისთვის სასწავლო რესურსად იქცა ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების სფეროში.
• როგორ ჩაერთო თემი პროცესებში?
ეთნიკური უმცირესობების თემის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზარდი დაინტერესება და ვიდეო-მასალას გამოუძებნეს დანიშნულება , როგორც პროფესიულ ორიენტაციაში გზამკვლევს.

სალომე გოჩოლეიშვილი commented

• რა იყო იდეის დადებითი და უარყოფითი შედეგი ?
უარყოფითი შედეგი არ გამოვლენილა .
დადებითი შედეგი კი უმთავრესად გამოვლინდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში ქართული ენისა და ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის მზარდი მოტივაციის გაჩენით.
• რა გამოცდილება მიიღეთ და რას შეცვლიდით მომავალში იდეის განხორცილეების დროს?
კარგი იქნებოდა მეტი დამხმარე პარტნიორი მყოლოდა პროექტის ტექნიკური განხორციელების საქმეში . გარდა ამისა , კარგი იქნებოდა , გვერდის პოპულარიზაციაში თავიდანვე ჩადებულიყო გარკვეული ფინანსები , რათა მიზნობრივი აუდიტორია გაგვეზარდა.

სალომე გოჩოლეიშვილი commented

• რა ცვლილებები გამოიწვია თემში ან ინდივიდებში თქვენმა იდეებმა?
არაქართულენოვან დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პროექტის ვიდეოისტორიები იყო კონკრეტული მაგალითები , თუ როგორი ხელმისაწვდომი და რეალურია ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება და სწავლა სათანადო ძალისხმევისა და მიზანდასახულობის პირობებში. გაიზარდა მათი მოტივაცია ქართული ენის შესწავლის კუთხითაც

სალომე გოჩოლეიშვილი commented

• რამდენი ადამიანი (ქალი და კაცი) ჩაერთო ან დაგეხმარათ მოხალისეობრივად იდეის განხორციელების პროცესში?
დაახლოებით ოცამდე ადამიანი.
• რამდენმა ადამიანმა (ქალმა და კაცმა) მიიღო სარგებელი თქვენი იდეის განხორცილების შემდეგ?
კონკრეტული ციფრის დასახელება ძნელია , თუმცა , ვიდეონახვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , პროექტის მთავარი მესიჯი საშუალოდ 300-მდე ადამიანმა მიიღო.
• რამდენად თანაბრად გადანაწილდა სარგებლი ქალსა და კაცზე?
თანაბრად

სალომე გოჩოლეიშვილი commented

• მოკლე აღწერა პროექტის (დაწყების თარიღი, განხორციელების ადგილი, იდეის მოკლე შინაარსი)
აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხშირად კარგავენ საკუთარ თემთან ახლო კავშირს და მათი მიღწევები შეუმჩნეველი რჩება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომ, ვიდეოპროექტის საშუალებით სტუდენტები თავად მოუყვებიან საკუთარი წარმატების გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ როგორც საკუთარ თემს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. ეს იქნება მაგალითი იმისა , თუ როგორ დაფასდა მათი მიზანდასახულობა და მძიმე შრომა .
ვფიქრობთ ასეთი კონკრეტული მაგალითების მიცემით წავახალისებთ არაქართულენოვან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს , რომლებსაც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა ჯერ კიდევ მიუღწეველი ოცნება ჰგონიათ . ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული უნივერსიტეტი აღარ იქნება წარმოსახვითი ადგილი, რომლის შესახებაც მხოლოდ სხვისი ნაამბობიდან სმენიათ.
აღნიშნული ვიდეოპროექტი მაისიდან ხორციელდება . ვიდეოები გამოქვეყნებულია ‘ფეისბუქის’ გვერდზე „ ჩემი წარმატების გზა „

• რამდენად მიაღწიეთ შედეგს, რაც დაგეგმიმლი გქონდათ?
ვიდეოპროექტს თავიდანვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი პოზიტიური უკუკავშირი მივიღე. აქედან გამომდინარე , ვფიქრობ, მეტწილად პროექტის მიზნები შესრულდა.
• რამდენი ადამიანი (ქალი და კაცი) ჩაერთო ან დაგეხმარათ მოხალისეობრივად იდეის განხორ

სალომე გოჩოლეიშვილი commented

იხ. ბოლო ვიდეორგოლები..

https://youtu.be/FUaczwf-fug
ოქტაი ქაზუმოვი . ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

https://youtu.be/xvHLwjKJ3gY
რაუფ მახარამოვი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ახლა უკვე წარმატებული კურსდამთავრებული :)

https://youtu.be/P9k2NwZIC-8
ლიანნა ელოიანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი.

სალომე გოჩოლეიშვილი commented

პროექტის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლები გამოქვეყნებულია ფეისბუქის გვერდზე " ჩემი წარმატების გზა "
იხ. ლინკი
https://www.facebook.com/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-180059872501142/

სალომე გოჩოლეიშვილი commented

დავიწყეთ გადაღებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში .
ჩავწერეთ ორი აზერბაიჯანელი ბიჭი და ორი სომეხი გოგონა. ვიდეორგოლები გამოქვეყნდება მონტაჟის დასრულებისთანავე .

სალომე გოჩოლეიშვილი commented

გადაღებების პირველი დღე .
მზად გვაქვს პირველი ვიდეო რგოლი , რომლის ნახვაც შესაძლებელია ლინკზე https://youtu.be/prhqrRoUf04

სალომე გოჩოლეიშვილი commented

ვიდეო-გადაღებების დაწყება, სამწუხაროდ , ჯერ ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო : უნივერსიტეტებიდან ჯერ არ გვაქვს ოფიციალური წერილობითი ნებართვა, რის შემდეგაც შეგვეძლებოდა უნივერსიტეტის შიდა სივრცეების გამოყენება გადაღებებისთვის . ასევე, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით და დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ვერ მოიცალა გადამღებმა ჯგუფმა.

იმედი გვაქვს , თვის ბოლომდე დაიძლევა ყველა ტექნიკური დაბრკოლება და მზად გვექნება პირველი ვიდეო-კლიპი.

სალომე გოჩოლეიშვილი commented

უკვე ჩავატარეთ პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ , შევქმენით ფეისბუკ-გვერდი , სადაც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება პროექტის მოხალისეების ვიდეოები . ( იხ.ლინკი //www.facebook.com/ჩემი-წარმატების-გზა-180059872501142/ ).
ასევე ვიყავით ილიაუნისა და თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან და გავიარეთ ტექნიკური საკითხები უნივერსიტეტის სივრცეში სტუდენტთა გადაღებასთან დაკავშირებით.
ასევე შევხვდით ოპერატორ გოგონას და მის თანაშემწეს და წინასწარ დავათვალიერეთ გადასაღები ლოკაციები. წინასწარ ვიმსჯელეთ ვიდეოთა ქრონომეტრაჟისა და სხვა ტექნიკური საკითხების ირგვლივ , მათ კიდევ ერთხელ გავაცანი პროექტის იდეა და მიზანი .
დავიწყეთ სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია , რამდენიმეს უკვე შევუთანხმდით გადაღებაზე, შევათანხმეთ ე.წ " სფიჩის " მიახლოებითი შინაარსი და ხანგრძლივობა, ასევე ვიდეო-გადაღებისთვის ხელსაყრელი დრო .