Twinned Eco-Clubs in Georgian and Azeri Schools - All Activity

elebaindurashvili@gmail.com commented

25 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დარბაზში პროექტს ფარგლებში გაიმართა კომფერენცია თემაზე ,, ეკო და ეთნიკური მრავალფეროვნება ლაგოდეხში " კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლაგოდეხის N 1 , N 3 მაწიმის და განჯალის სკოლის მოსწავლეებმა . მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.

elebaindurashvili@gmail.com commented

ჩემი პროექტის შესახებ მაწიმის სკოლის მეშვიდეკლასელებმაც შეიტყვეს და ძალიან დაინტერესდნენ. მთხოვეს პროექტში ჩართვა მათი მასწავლებლის მეშვეობით. მე დავთანხმდი და შევთავაზე საკონფერენციე თემების დამუშავება.

elebaindurashvili@gmail.com commented

წითელი ჯვრის ლაგოდეხის ფილიალში ერთი ძალიან მაგარი მოხალისე გავიცანი - ელვინი. იგი სოფელ განჯალის მკვიდრია. მისგან შევიტყე სოფელში არსებულ ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე, რომელსაც უძღვება მარიამ პეტრუზაშვილი.მე და ჩემი გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ ვეწვიოთ მას რათა მიეხმაროს დაინტერესებულ ბავშვებს ქართულად თემების დამუშავებაში.

elebaindurashvili@gmail.com commented

ლაგოდეხის პირველი საჯარო და განჯალის საჯარო სკოლები დროზე ადრე რემონტის გამო დაიცალა. სწორედ ამიტომ შეფერხდა პროექტის მსვლელობა. წინ კიდევ ბევრი საქმე გველის.

elebaindurashvili@gmail.com commented

განვახორციელეთ პროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი აქტივობა. ვალერი ოღიაშვილმა ჩაატარა ლექცია ეკოსაკითხებზე კაბლის თემის საჯარო სკოლაში.

elebaindurashvili@gmail.com commented

პირველი სკოლის მოსწავლეების მორიგი კომუნიკაცია კაბლის თემის სკოლის მოსწავლეებთან.

elebaindurashvili@gmail.com commented

რამოდენიმე შერჩეულმა გოგონამ კაბლის თემის საჯარო სკოლიდან, რამოდენიმე დღიანი თანხმობის შემდეგ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ესეც შენი გამოწვევა...

elebaindurashvili@gmail.com commented

პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთები უკვე გადმოგვეცა, რისთვისაც მადლოას ვუხდით ფონდ ორბრლიანს.
დღეს ვიყავით კაბლის სამიზნე სკოლაში, შევხვდით ჩვენს პარტნიორ მოსწავლეებს, გადავეცით ლეპტოპი და დავგეგმეთ მომავალი კომუნიკაციის პირობები. კაბლის სკოლის დირექცია ისევე როგორც ლაგოდეხის სკოლის დირექცია აქტიურად გვიჭერს მხარს პროექტის განხორციელებაში.