Documenting Georgia's Islamic Heritage - All Activity

Qristine Mujiri commented

27 აპრილს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში იქნება მოხსენება ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე იქნება ფოტოგამოფენა. 28 აპრილიდან თბილისის მეჩეთში გამოიფინება ფოტოები, ხოლო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში ჩატარდება ღონისძიება, რომელიც მიძღვნილი იქნება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების კულტურას. ღონისძიებაზე ერთი სტენდი დაეთმობა სამცხე-ჯავახეთის მეჩეთების ფოტოებს.

Qristine Mujiri commented

საგამოფენო ფოტოები უკვე დაიბეჭდა! ვემზადებით დაგეგმილი გამოფენების განსახორციელებლად!.

Qristine Mujiri commented

10 მარტს ვიყავით სამცხე-ჯავახეთში, ვინახულეთ რამდენიმე სოფლის მეჩეთი და ფოტოები გადავიღეთ. ამ ეტაპზე ფოტოები უკვე დავამუშავეთ და მზადაა დასაბეჭდად. უახლოეს მომავალში იგეგმება ფოტოების დაბეჭდვა. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მათი გამოფენა. 21 აპრილისათვის კი უკვე დაგეგმილია "საბაუნის" რელიგიათა კვლევის ცენტრში მოხსენება და ფოტოგამოფენა ქართული მეჩეთების შესახებ. შემდეგი ეტაპი იქნება- ჭელას მეჩეთში ამ ფოტოების გამოფენა. საბოლოოდ კი სურათები გადაეცემა ახალციხის რაბათის მუზეუმს და გამოიფინება ამ სამუზეუმო კომპლექსში არსებულ ისტორიულ მეჩეთში, სადაც უამრავი ტურისტი იხილავს მათ.

Qristine Mujiri commented

დღეს გადავიღეთ თბილისის "ჯუმა მეჩეთი" და ჩვენს ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ფოტოები.
https://georgianjame.wordpress.com/2017/03/03/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98/

Qristine Mujiri commented

21 აპრილს სულხან-საბას უნივერსიტეტშიში, რელიგიის კვლევის ცენტრში დაგეგმილია ქართული ისლამური კულტ. მემკვიდრეობის შესახებ მოხსენება სტუდენტებისთვის. ამასთანავე მოეწყობა ექსპოზიციაც - მეჩეთების ფოტოები.

Qristine Mujiri commented

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "რეალურ სივრცეში" ვისაუბრეთ სამცხე-ჯავახეთში არსებული მეჩეთების პრობლემებზე.

Qristine Mujiri commented

ქართული მეჩეთის ორნამიტის კიდევ ერთი ესკიზი შევქმენით . ეს არის სოფელ მუგარეთის დანგრეულის მეჩეთის ორნამენტის ესკიზი. სოფელი მუგარეთი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში.

Qristine Mujiri commented

13.01.2017
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამცხე-ჯავახეთის მეჩეთების ფოტოფიქსაცია, თუმცა ამ ეტაპზე უამინდობისა და მოყინული გზების გამო ექსპედიცია მცირე ხნით გადადებულია. ვგეგმავთ გამოვცეთ ბროშურა/ალბომი საყუნეთის მეჩეთის შესახებ. ამიტომაც, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სპონსორებთან.