tegration in Akhaltsikhe: Saturday Warm House - All Activity

tako.p@yahoo.com commented

გიტარის გაკვეთილებიც ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა. საერთო გაკვეთილები იძლევა განსხვავებული კულტურების წარმომადგენელთა ერთმანეთთან დაახლოვების შესაძლებლობასა და ხელს უწყობს მიმღებლობის განვითარებას მცირე ასაკიდანვე.

tako.p@yahoo.com commented

ეს სივრცე მნიშვნელოვანია მათთვის იმდენად რამდენადაც ახალციხეში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანები მოდიან და სხვადასხვა აქტივობებში ერთობლივი ჩართვით ხელსაქმის გარდა თანდათან ერთმანეთის კულტურების პატივისცემასაც სწავლობენ. აქ ისინი სწავლობენ მიიღონ ერთმანეთი ისეთებად როგორებიც ისინი არიან.

tako.p@yahoo.com commented

ბავშვები შაბათის თბილ სახლში შაბათის გარდა მთელი კვირის მანძილზე დადიან და შაბათობით დაწყებულ ნამუშევრებს კვირის სხვა დღეებშიც უბრუნდებიან და ასრულებენ.

tako.p@yahoo.com commented

სამწუხაროდ იდეის გვერდის განახლება მანამდე ვერ მოხერხდა. ახლა კი მოკლედ აქტივობების შესახებ: შაბათის თბილი სახლისათვის უკვე შეძენილია და გადმოცემულია გაკვეთილებისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთები, ასევე გიტარა და ჭადრაკის დაფები - მოკლედ ყველაფერი ის, რაც მოხალისე მასწავლებლებს ესაჭიროებათ სხვადასხვა ხელსაქმისა თუ აქტივობის სასწავლებლად. ესეც შეძენილი ნივთების ნაწილი, რომლებსაც მოხალისეები და ბენეფიციარები აქტიურად იყენებენ