Classroom Renovation and Beautification - All Activity

Etto Dzamelashvili commented

იდეის ,,შემოქმედებითი ოთახი“ მიზანი იყო, რომ სკოლაში შექმნილიყო არაფორმალური განათლების ხელისშემწყობი გარემო, სადაც ჩატარდებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ლიტერატურული საღამოები, ფილმის ჩვენებები და დისკუსიები, აზრების გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იდეის განხორციელებაში თავად მოსწავლეები ყოფილიყვნენ ჩართულნი. დიდი სურვილი მქონდა, რომ მათ მისცემოდათ საშუალება, თავად შეეტანათ წვლილი სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოზიტიური ცვლილებების მოხდენის მიზნით, რაც გაუჩენდა მოსწავლეებს სკოლის მიმართ კუთვნილების გრძნობას და დადებითი ემოციების ჩამოყალიბებას სასწავლო პროცესის მიმართ.
შემიძლია ვთქვა, რომ იდეის ყველა მიზანი განხორციელდა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, რაც ძირითადად ბავშვების დამსახურებაა. მე ვამაყობ მათი ენთუზიაზმით , მათი სურვილით, რომ რაიმე გაეკეთებინათ სკოლისათვის, სადაც ძალიან შელახული ფიზიკური გარემოა.
ვამაყობ იმით, რომ თითოეულმა მოსწავლემ არ დაიშურა ძალისხმევა, ვისაც როგორ შეეძლო, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად. იმუშავეს მტვერში, საღებავის სუნში, მაგრამ ძალიან ბედნიერებმა... სასიამოვნო სიახლის მოლოდინით...
ყოველ დილით დიდი ინტერესით ელიან როდის გაიღება ჩვენი ,,შემოქმედებითი ოთახი“, რადგან იციან, რომ გაკვეთილი არა ერთფეროვანი და მოსაწყენი, არამედ საინტერესო და ,,თავგადასავლებით“ სავსე იქნება. სწორედ ასეთი თავისუფალი და შემოქმედებითი გარემოს შექმნა ემსახურება მოსწავლეთა დაფარული ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენას და განვითარებას, თანამშრომლობით და გამოცდილებით სწავლებას.

Etto Dzamelashvili commented

აი ასეთი ლამაზი ,,ცხოველთა სამყარო" გამოგვივიდა. პატარებმა დიდი სიამოვნებით გააფერადეს ცხოველები,ასევე ისწავლეს მათი დასახელება.

Etto Dzamelashvili commented

დღეს ნაწილობრივ შევიტანეთ ინვენტარი,მალე მოეწყობა წიგნების კუთხე. ასევე გვექნება პროექტორი სხვადასხვა აქტივობებისთვის.

Etto Dzamelashvili commented

დარიკო მასწავლებელთან ერთად.... ძალიან დადებითი და აქტიური ადამიანი... იქამდე იძახდა ეს ყველაფერი კაცის საქმეაო, სანამ ქალებმა:)) არ დავასრულეთ. საბოლოო ჯამში გოგონებმა უფრო მეტი წვლილი შეიტანეს ამ საქმიანობაში ვიდრე ბიჭებმა, თუმცა თავდაპირველად ეს საპირისპიროდ წარმომედგინა.

Etto Dzamelashvili commented

ზოგადად ამ იდეის ფარგლებში ჩემი მიზანი არ იყო მხოლოდ სივრცის მოწყობა და შემდეგ აქტივობების განხორციელება, ძალიან მინდოდა, რომ ბავშვები ჩართულიყვნენ ოთახის გარემონტების პროცესში, გაეთვითცნობიერებინათ, რომ თავადაც შეუძლიათ სასარგებლო საქმის კეთება და პოზიტიური ცვლილებების მოხდენა სკოლის ცხოვრებაში, მთავარია მათ ხშირად მივცეთ ამის საშუალება. აქვე იმასაც დავამატებ,რომ თავდაპირველად პედაგოგები ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ,,ბავშვმა როგორ უნდა გაარემონტოს ოთახი, რა იცის და ა.შ..." ასევე შენიშვნა მივიღე რამდენიმე მასწავლებლისგან, რომ პროექტში რატომ არ გავითვალისწინე ხელოსნის ხარჯები და როდესაც საღებავით დასვრილი დამინახეს ნწ ნწ როგორ მეცოდებიო თანაგრძნობა გამოხატა ერთ-ერთმა კოლეგამ :))). ისევ ბავშვების ენთუზიაზმი დამეხმარა ყველაფერში, იხალისეს, ირბინეს, დაიღალნენ,დაისვარნენ საღებავებით, საბოლოო ჯამში ყველა კმაყოფილი დარჩა და ალბათ, დიდი ხნით იამაყებენ თავიანთი გაკეთებული საქმით, რაც მთავარია საზოგადოებრივი თვითშეგნება აუმაღლდათ.

Etto Dzamelashvili commented

მშობლები მოგვეხმარნენ კედლების გასწორებაში, რაზეც ძალიან მადლიერი ვარ წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ევრორემონტი :))) არ გამოგვივიდოდა.

Etto Dzamelashvili commented

ორშაბათს დავიწყეთ კედლების გასუფთავება. მოსწავლეები დიდი ხალისით ჩერთვნენ ამ საქმიანობაში. განსაკუთრებული ენთუზიაზმით კი პატარები გამოირჩეოდნენ.თავად გამოიჩინეს ინიციატივა და თითქმის ყველაფერი მათ გააკეთეს, მას შემდეგ რაც უფროსი კლასის მოსწავლეები ნელ-ნელა გაიპარნენ ოთახიდან.(თუმცა ყველაფერი წინ არის). ვაგრძელებთ ოთახის რეაბილიტაციას, ხვალ, ხუთშაბათს ველოდებით ორ მშობელს, რომლებიც ასევე მოგვეხმარებიან.

Etto Dzamelashvili commented

პარასკევს, 24 თებერვალს შეძენილი ნივთები ჩავიტანეთ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში.