Lectures Against Hate Speech - All Activity

Anna Bezhanishvili commented

მოგესალმებით, პროექტში "სიძულვილის ენა და თანასწორობა" 180 აპლიკანტდან პროექტში გასაუბრების ჩატარების შემდეგ საბოლოოდ 48 ადამიანი შევარჩიეთ. მონაწილეების შერჩევა მიმდინარეობდა წყვილებში და ინდივიუდალურად. გასაუბრების დროს გაჩნდა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვის დიდი ინიციატივა პოტენციური მონაწილეებისგან, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა პროექტის მდგრადობასა და ჩატარების საჭიროებაში. მონაწილეები შერჩეული იყვნენ იმ ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ჩვენი პროექტის ფორმატი მოითხოვდა. გასაუბრება ჩატარდა ილიაუნიში და აგრეთვე ზოგიერთი მონაწილის დაკავებულობის გამო მოგვიწია სკაიპითაც ჩაგვეტრებინა რამდენიმე ინდივიდუალური გასაუბრება. გასაუბრების ეტაპმა, მეტნაკლებად ხარვეზის გარეშე ჩაიარა. ყველა მონაწილეს დაეგზავნა ინფორმაციული მეილი, სადაც ასევე იყო ფეისბუკ ჯგუფის ლინკი მითითებული. ფესიბუკ ჯგუფის დანიშნულება მონაწილეებსადა ორგანიზატორებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლაა.
გამომდინარე პროექტის მასშტაბებიდან და იმ ძლიერი ნაკადიდან, რომელთა შერჩევაც მოხდა გასაუბრების საფუძველზე, გადავწყვიტეთ მონაწილეები დავყოთ სამუშაო ჯგუფებად, რათა მოამზადონ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივებები.
ლექციათა კურსი 15 მარტს 19:00-ზე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა ნინო ჯავახიშვილმა გახსნა. იგი შეეხო იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და ისტორიულ ფაქტებს, რაც სიძულვის ენასა და თანსწორობას ახლავს თან. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ლექციის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს პროექტის შეფასების კითხვარი. საბოლოო ჯამში პროექტის გახსნამ წარმატებით ჩაიარა.

guliko macharashvili commented

პროექტი აქტიურობის შემდეგ ფაზაში გადავიდა. 9 მარტს დასრულდა აპლიკაციების მიღების პროცესი და მიღებული მაჩვენებლით საორგანიზაციო ჯგუფი საკმაოდ კმაყოფილია. საბოლოო შედეგებით, დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 180 აპლიკანტს მიაღწია. აპლიკაციების გადარჩევის შედაგად შეირჩა გასაუბრების ეტაპზე გადასული 90 წარმატებული აპლიკანტი, რომელთაგან საორგანიზაციო ჯგუფის ვარაუდით, ფორმირდება 40-45 აპლიკანტისგან დაკომპლექტებული მონაწილეთა ჯგუფი.

11 მარტს საორგანიზაციო ჯგუფი მართავს გასაუბრებებს. ამ ეტაპზე გასული მონაწილეები ინფორმირებულნი არიან, რომ გასაუბრება ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის სამ სხვადასხვა აუდიტორიაში საღამოს 18:00 საათიდან 20:30 საათამდე. თითოეული მონაწილისთვის განსაზღვრულია გასაუბრებაზე მოსვლის თარიღი და შესაბამისი აუდიტორია.

საორგანიზაციო ჯგუფი მზადაა გასაუბრების დასაწყებად და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი იქნება ნაყოფიერი და შევძლებთ ისეთი მონაწილეების არჩევას, რომლებიც პროექტს წარმატებულს გახდიან.

Nata Lashkhi commented

მიმდინარეობს პროექტის აქტიური პიარი. "ივენთი" იდება სხვადასხვა ჯგუფებსა(შიდა საუნივერსიტეტო ჯგუფები) და გვერდებზე. 27 თებერვლიდან დღემდე შეივსო 80 აპლიკაციმდე. პროექტით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ეს ყველაფერი გაგრძელდება 9 მარტამდე

Nata Lashkhi commented

მიმდინარეობს პროექტის აქტიური პიარი. "ივენთი" იდება სხვადასხვა ჯგუფებსა(შიდა საუნივერსიტეტო ჯგუფები) და გვერდებზე. 27 თებერვლიდან დღემდე შეივსო 80-მდე აპლიკაციმდე. პროექტით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ეს ყველაფერი გაგრძელდება 9 მარტამდე.

Tatia Nadirashvili commented

საორგანიზაციო ჯგუფმა დავწერეთ განცხადებები ლიგამუსის დარბაზისა და ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიების დაჯავშნასთან დაკავშირებით და ველოდებით საბოლოო პასუხს. ასევე სოციალურ ქსელში გავაკეთეთ ივენთი და ჩავუშვით აპლიკაცია, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ახალგაზრდების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ ივენთი სულ სამი დღეა რაც გამოქვეყნდა. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 9 აპრილია, 11 აპრილს ჩატარდება გასაუბრება და 13 აპრილს დავუკავშირდებით ფინალისტ აპლიკანტებს.
ამავდროულად დაგვიკავშირდნენ პირველი არხიდან და ჯგუფის ხელმღვანელი მიიწვიეს გადაცემა "დილის მოამბეში" ოთხშაბათს, პირველ მარტს, პროექტზე სასაუბროდ.

Ani Tsertsvadze commented

First of all, I apologize for a late update on the project. There were several reasons for the delay, we had our final exams at the universities and made several changes in the organizational group. At the beginning of the project there were three of us, now our group consists of five people, including students from Tbilisi State University and Ilia State University – faculties of Law, Sociology, and Psychology.
We also increased the numbers of the lectures, from 3 to 5. The speakers for all five lectures have already given their agreements. At this moment, we are working on reserving the book house Ligamus (the place where the lectures will be held), it takes 10 working days to get an exact response from their administration. In addition, we are planning on reserving Ilia University lecture rooms for meetings with the applicants. We are also waiting for permission for graffiti, which will be drawn In the Ilia State University as well.
We will start spreading the application form for the volunteers in two days, after finishing up with some of the organizational matters.
Additionally, we are going to make an open air event in one of the parks in Tbilisi, where our volunteers will organize creative activities, related to the Hate Speech Movement. The event will be filmed for our video. More details about the event will be written here as soon as we sum up this part of the project.