Rustavi Diversity Celebration: "My District" - All Activity

liatavadze123@gmail.com commented

აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში ძალიან დაგვეხმარა წიგნების რესურსი, რაც პროექტით მივიღეთ "ორბელიანი საქართველოს" შუამავლობით."

liatavadze123@gmail.com commented

პლაკატები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს.

liatavadze123@gmail.com commented

პატარებმა დაამზადეს კოლაჟი "კოსმოსი", აპლიკაციები, დედამიწის მოდელი,

liatavadze123@gmail.com commented

21 აპრილს ჩავატარეთ ღონისძიება "დედამიწის დღე", ბავშვებმა ისაუბრეს დედამიწის, პლანეტების და კოსმოსის შესახებ.

liatavadze123@gmail.com commented

ბაღს სტუმრობდა მუსიკალური თეატრი, რომელმაც აჩვენა წარმოდგენა "კეთილი მეგობრები". პატარების სიხარულს და ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა.

liatavadze123@gmail.com commented

ჩატარდა ღია გაკვეთილი სახელწოდებით "მცენარეები"; პატარებმა შექმნეს გაზაფხულის ყვავილების კოლაჟი,

liatavadze123@gmail.com commented

ჩატარდა ღია გაკვეთილი სახელწოდებით "მცენარეები"; პატარებმა შექმნეს გაზაფხულის ყვავილების კოლაჟი, გააშენეს ოთახის პირობებში ბოსტანი, საღებავებით დახატეს გაზაფხული, დაამზადეს ყვავილები და მიართვეს საკუთარ დედებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მშობლები კმაყოფილი დარჩნენ აღნიშნული დღით.

liatavadze123@gmail.com commented

ქ. რუსთავის მე-17 ბაგა-ბაღში ჩატარდა ღია კარის დღე მშობელთათვის, რომლებიც გაეცვნენ სარეჟიმო მომენტებს, თუ რა პირობებში უხდებათ ცხოვრება მათ შვილებს.

liatavadze123@gmail.com commented

პატარები ეცნობიან დიდი ინტერესით პროექტით მიღებულ მხატვრულ მასალას, ათვალიეერებენ ილუსტრირებულ სურათებს.
ჩემი და ჩემი პატარების სახელით კიდევ ერთხელ მინდა მოგიხადოთ მადლობა გაწეული დახმარებისათვის."

liatavadze123@gmail.com commented

28 მარტს ბაღის დარბაზში მოვაწყვეთ ბავშვებისათვის თოჯინების თეატრი, ვუჩვენეთ "ყოყლოჩინა მამალი", რამაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა.

liatavadze123@gmail.com commented

24 მარტს მოვაწყვეთ ექსკურსია "ჩემი უბანი", ბავშვები გავიყვანეთ მე-17 ბაგა-ბაღის უბანში, დავათვალიერეთ ჩვენი უბნის ღირშესანიშნაობები. კერძოდ, ცხინვალის ომში დაღუპული გმირის გ. ბეგაშვილისა და ავღანეთში დაღუპული კიკაძის მემორიალური ობელისკები. პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და ვისაუბრეთ მათ გმირობაზე.

liatavadze123@gmail.com commented

ჯგუფში ყოველ დღე ვკითხულობთ ზღაპრებს, ვათვალიერებთ პროექტით შეძენილ წიგნებში ცხოველებს, საბავშვო ენციკლოპედიებს.
ჩვენი ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, გმადლობთ, რომ გაგვიხალისეთ გარემო

liatavadze123@gmail.com commented

პროექტით შეძენილი სათამაშოები ძალიან გვეხმარება როლური თამაშების წარმართვაში. ბავშვები დიდი სიხარულითა და მონდომებით ინაწილებენ ექიმის, მზარეულის, გამყიდველის, პოლიციელების, მძღოლების როლებს.

liatavadze123@gmail.com commented

ქ. რუსთავის მე-17 ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის პატარებმა მოვაწყეთ ექსკურსია ჩვენი უბნის მთავარ ქუჩაზე, დავაკვირდით შუქნიშნის ფერებს და გავეცანით ქუჩაში მოძრაობის წესებს. შევქმენით პლაკატები ფეხით მოსიარულეებისათვის, ასევე მანქანით მოძრაობის წესები შევისწავლეთ. მოვიწვიეთ პატრულის თანამშრომელი სტუმრად ჯგუფში.

liatavadze123@gmail.com commented

განსაკუთრებული სიხარული ბავშვებში გამოიწვია როლურმა თამაშებმა - ე.წ. "მაღაზიობანა", ტრანსპროტის სახეობები, გზაზე გადასვლა, შუქნიშანის ფერების შესწავლა. ასეთი თამაშები ხშირად ჩატარდება ჩვენს ჯგუფში და აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ეროვნებისა თუ კულტურის მქონე ბავშვები.

liatavadze123@gmail.com commented

ქ. რუსთავის N17 ბაგა ბაღში მოეწყო ბავშვების ნახატების გამოფენა "ჩემი უბანი". გამოიფინა პატარების მიერ შექმნილი მაკეტები სახლების, ტრანსპორტის, ჩატარდა "მხიარული სტარტები", რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ყველა ამ ღონისძიების ჩატარებაში და როლურ თამაშებში დაგვეხმარა პროექტით შეძენილი ლიტერატურა და სათამაშოები. განსაკუთრებული სიხარული ბავშვებში გამოიწვია როლურმა თამაშებმა - ე.წ. "მაღაზიობანა", ტრანსპროტის სახეობები, გზაზე გადასვლა, შუქნიშანის ფერების შესწავლა. ასეთი თამაშები ხშირად ჩატარდება ჩვენს ჯგუფში და აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ეროვნებისა თუ კულტურის მქონე ბავშვები.

liatavadze123@gmail.com commented

ძალიან გაიხარეს ბაღის ბავშვებმა, როდესაც ნახეს პროექტით მოგებული სათამაშოები და წიგნები.

liatavadze123@gmail.com commented

მივიღეთ პროექტით გათვალისწინებული დაფინანსება და შევიძინეთ წიგნები, სათამაშოები და ფოტო აპარატი. შევუდგებით პროექტის პირველი ღონისძიებისათვის მზადებას.