LGBT+ Theater - All Activity

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

პირველი ვიდეო უკვე გამზადდა და აიტვირთა სოციალურ ქსელში.

ვიდეო ეხება ოჯახშ ძალადობას სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე.

ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/equalitymovementgeorgia/videos/1274402095948995/

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის ორი წევრი მუშაობს ვიდეოს მონტაჟზე, რომლის პრეზენტაციაც პირველად მოეწყება ორბელიანი საქართველოს მიერ ორგანიზებულ ივენთზე!

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

14 აპრილს, ა/ო თანასწორობის მოძრაობის თბილისის ოფისში მოეწყო გადაღებები.

გადაღებებზე საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენს გუნდს დაემატა 3 ადამიანი. პროცესი ძალიან ეფექტური, ემოციური და პროდუქტიული გამოვიდა.

ფოტო გადაღებულია დღევანდელ შეხვედრაზე.

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ შედგა ჯგუფის შეხვედრა, თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ ონლაინ რეჟიმში და შემდეგ კვირას განახლდება შეხვედრებიც.

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

16 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის ოფისში მოეწყო "Take ARTitude"-ის სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა.
მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ და სექსისტურ გამოცდილებებზე.
ავირჩიეთ რამდენიმე სიტუაცია და დავიწყეთ სცენარების წერა ფორუმ თეატრისთვის.

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

უკვე შედგა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იდეის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფში სულ არის 7 ადამიანი.
გავაკეთეთ პოსტერი ღონისძიებისთვის და Facebook-ზე შევქმენით ჯგუფი სადაც მოხდება კომუნიკაცია იდეის განხორციელების პერიოდში ჯგუფის წევრებს შორის

LGBT+ Theater Location: a
Thomas Tschüssy commented

ამჟამად იდეა "Take ARTitude" იმყოფება პასიურ ფაზაში, საახალწლო არდადეგების გამო და ასევე საგამოსდო პერიოდის გამო უნივერსიტეტებში.
თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე შემდგარი იქნება საინიციატივო ჯგუფი, ვინც მონაწილეობას მიიღებს იდეის განხორციელების პროცესში.

იდეა განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" თბილისის ლგბტ რესურს ცენტრის ბაზაზე.

თუ აღნიშნულ კომენტარს კიტხულობს ისეთი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია მონაწილეობის მიღებით, გთხოვთ გამომეხმაურეთ კომენტარებში!