Public Speaking Club Ted77 - All Activity

Tamuna Macharashvili commented

19 დეკემბერს საჯარო გამოსვლების კლუბში დიდი ამბავი გვქონდა. მე-12 კლასელი გიორგი დიდბერიძის ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით მოსწავლეებს შორის საჯარო გამოსვლების კონკურსი ჩავატარეთ. გიორგიმ პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საჯარო გამოსვლების ტექნიკები ასწავლა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემები წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა მე-11 კლასელმა ნატა გვალიამ. ორბელიანის რჩეული გახდა მე-10 კლასელი ანა კუპატაძე.

Tamuna Macharashvili commented

13 ნოემბერს საჯარო გამოსვლების კლუბს ორბელიანი საქართველოს მოხალისე და სამოქალაქო აქტივისტი ტასო მოდებაძე სტუმრობდა. ტასომ მოსწავლეებს სამოქალაქო ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა საზოგადოებრივი ცვილებისთვის.

Tamuna Macharashvili commented

19 ოქტომბერს საჯარო გამოსვლების კლუბს გიორგი ტუმასიანი სტუმრობდა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იყო გაეროში 2017 წელს. სტუმარმა ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხზე ისაუბრა როგორიცაა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემები, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო აქტივიზმი.

Tamuna Macharashvili commented

დღეს ჩვენს საჯარო გამოსვლების კლუბს მშვენიერი მარიამ სანოგო სტუმრობდა. საუბრის თემა იყო სტერეოტიპები, განსხვავებულობა და ადამიანის უფლებები.
ბევრი მხრიდან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. დღის მთავარ გზავნილად მაინც ეს სიტყვები მიმაჩნია: "ადამიანის შეფასება მხოლოდ ვიზუალით ბევრ საინტერესოს გამოგაკლებს ცხოვრებაში. თუკი შენ ხარ განსხვავებული, მნიშვნელოვანია არ გეშინოდეს, რადგან ყოველთვის შესამჩნევია ვის ეშინია და ვის არა. თუ გეშინია, რომ გახდები მსხვერპლი, აუცილებლად ასე იქნება. მოძალადე ყოველთვის მარტივად დასამორჩილებელ მსხვერპლს ეძებს. ამიტომ აუცილებელია ძლიერი და დამოუკიდებელი პიროვნება იყო".

Tamuna Macharashvili commented

პირველი სტუმარი გვყავდა ეროვნებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რამილია ალიევა, ძალიან საინტერესო თემით "განსხვავებულობა და თანასწორობა". დღის მთავარი გზავნილი რამილიასგან: "ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და სანამ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ეს განსხვავებულობა იქნება საშიში".

Tamuna Macharashvili commented

პირველი სტუმარიც გვყავდა ეროვნებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რამილია ალიევა, ძალიან საინტერესო თემით "განსხვავებულობა და თანასწორობა". დღის მთავარი გზავნილი რამილიასგან: "ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და სანამ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ეს განსხვავებულობა იქნება საშიში".

Tamuna Macharashvili commented

დაგვრჩა ბანერის დამზადება, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუწევთ ორგანიზებას, მანამდე კი მე-10 კლასის მოსწავლემ ნატა გვალიამ კლუბისთვის ასეთი "აქსესუარი" შეგვიქმნა. იცნობდეთ ამ არაჩვეულებრივ გოგოს!

Tamuna Macharashvili commented

დაგვრჩა ბანერის დამზადება, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუწევთ ორგანიზებას, მანამდე კი მე-10 კლასის მოსწავლემ ნატა გვალიამ კლუბისთვის ასეთი

Tamuna Macharashvili commented

ესეც მიკროფონი, სრულად აღჭურვილი ველოდებით მომავალ სტუმრებს.

Tamuna Macharashvili commented

მის უდიდებულესობა ლეპტოპი. :)

Tamuna Macharashvili commented

ესეც ჩვენი ხმის გამაძლიერებელი საჯარო გამოსვლების კლუბისთვის.