Thread of future - All Activity

Thread of future Location: a
kmarabyan1@gmail.com commented

შეხვედრის კიდევ ერთი აქტივობა იყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
შეკრებილებს ვაჩვენეთ ფილმი დუხობორებზე, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ანუ აქვე, მეზობლად ცხოვრობენ.
ფილმის ჩვენების დროს "უცნაურად" ჩაცმულ ასაკოვან ადამიანები (დუხობორები) ბავშვებში გაკვირვებას იწვევდნენ.
იყო პრობლემაც - ფილმი რუსულად იყო და ყველას არ შეეძლო შინაარსის გაგება.

Thread of future Location: a
kmarabyan1@gmail.com commented

ამ სურათზე ბაღის მოსწავლეები ჩანან. ძალიან ბევრი მოვიდა. თითებს იშვერდნენ სურათებისკენ და ხმაურით არჩევდნენ ფოტოებზე ასახულ ადამიანებს, მათთვის უცნობ სხვადასხვა ეროვნულ სამოსში.

Thread of future Location: a
kmarabyan1@gmail.com commented

4 აპრილს მომდევნო შეხვედრა გაიმართა, ამჯერად უკვე ახალქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ დილისკაში.
აქ ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოები გამოვფინეთ, ისევე როგორც ახალქალაქში ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
ამჯერად გამოფენას სკოლის მოსწავლეები და ასევე ბაღის ბავშვებიც ესწრებოდნენ. ფოტოზეც ჩანს როგორი ინტერესით ათვალიერებდნენ სურათებს და განიხილავდნენ.

Thread of future Location: a
kmarabyan1@gmail.com commented

სტატიას სახელწოდებით "ჯავახეთის ქალები ახალგაზრდების თვალით" გამოქვეყნდა jnews-ის პორტალზე - http://jnews.ge/?p=12187
სხვა სურათები შეგიძლიათ დაათვალიეროთ ამ ბმულზე https://drive.google.com/drive/folders/0B7A5XaX3VW8-QzJUdlF1S1FaTlk

Thread of future Location: a
kmarabyan1@gmail.com commented

ფოტოები გადაიღეს 15-18 წლის მოზარდებმა, რომლებიც ჩვენს კლუბში ფოტოხელოვნებასა და სამოქალაქო ჟურნალისტიკას სწავლობენ.
დაგეგმილ ღონისძიებაზე გაიმართა ფილმის ჩვენება დუხობორების შესახებ. ჩვენების მიზანი არის რეგიონის მრავალფეროვნების წარმოჩენა და მოსახლეობისთვის მისი გაცნობა. ჩვენს რეგიონში - ახალქალაქის რაიონში იშვიათად იმართება საინტერესო აქტივობები, ამიტომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურული ცხოვრების გამოსაცოცხლებლად. ინფორმაცია ღონისძიების შესახებ გავავრცელეთ ადგილობრივ მედიაში

Thread of future Location: a
Astamur Jikhashvili commented

10 მარტს ახალქალაქში გავმართეთ გამოფენა.
გამოფენის მთავარი თემა იყო ქალები. ამიტომ ჩვენი ფოტოების მთავარი გმირებიც ქალები იყვნენ.
ჩვენს რეგიონში სომხურ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობენ ქართველები, დუხობორები. ქალაქში რამდენიმე ჩინელიც ცხოვრობს, ისინიც მოხვდნენ ჩვენი ახალგაზრდა ფოტოგრაფების კამერების ობიექტივში.