World Religions Club Blog - All Activity

rusudanaptsiauri@gmail.com commented

ბოლოს პოსტის განთავსების შემდეგ, მსოფლიო რელიგიების კლუბის ბლოგის ასამუშავებლად მიმდინარეობდა ფინანსების მოძიება იმ მიზნით, რომ მოხალისეობრივი ინიციატივით დაწყებული საქმიანობისთვის დამატებითი გარანტიები შეგვექმნა. ამაში მოიაზრება ბლოგერებისთვის წერის და სოციალური მედიის მართვის საკითხებში გადამზადება; სამომავლოდ, ბლოგთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროებების, როგორიცაა მგზავრობის ხარჯი საქართველოს რაიონებში ჩასატარებელი ინტერვიუების, ვიდეო და ფოტომასალის მომზადებისთვის საჭირო ხარჯები; სოციალური ქსელის მომხმარებლებთან ბლოგის მაქსიმალურად ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფა; ასევე, მცირე ოდენობის ჰონორარი იმ ბლოგერებითვის, რომლებიც მუდმივად იმუშავებენ შესაბამისი შინაარსის მასალების მომზადებაზე. ამ ეტაპზე დაფინანსების მოპოვება ვერ მოხერხდა, თუმცა, ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ბლოგის იმ სახით ამუშავებას, რაც საწყის ეტაპზე დავისახეთ.

rusudanaptsiauri@gmail.com commented

ამ ეტაპზე უკვე არსებობს ბლოგის სატესტო ვერსია და დაგეგმილია მისი გასაჯაროვება ოქტომბრის დასაწყისში. არსებობს რამდენიმე სტატია, ესე და ინტერვიუ რელიგიის თემატიკაზე, რომელიც მზად არის განთავსდეს ბლოგის ამუშავების საწყის ეტაპზე. ასევე, მზადების პროცესშია ბლოგის ლოგო, რომლის შექმნის იდეა საორგანიზაციო და ავტორთა ჯგუფს ეკუთვნის. კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა, როგორც „მსოფლიო რელიგიების კლუბის“ სალექციო კურსის პარტნიორი ფარავს ლოგოს დამზადებისთვის საჭირო ფინანსურ ხარჯებს. ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი გრანტის მოსაპოვებლად მუშაობა, რაც საორგანიზაციო ჯგუფს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მიზიდველი და საინტერესო გავხადოთ მომავალი ბლოგერებისთვის ჩვენთან ერთად მუშობა.

მსოფლიო რელიგიების კლუბის ბლოგის იდეა მოსამზადებელიდან აქტიურ ეტაპზე გადავიდა. 1 აპრილს, შერჩეული ბლოგერებისთვის ჩატარდა ტრენინგი სოციალური მედიის საკითხებზე. მოწვეულ იქნა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნეს კომპანიის სოციალური მედიის მენეჯერი, რომელმაც მომავალ ბლოგერებს აგვიხსნა სოციალური მედიის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების საშუალებები; მოგვცა რჩევები ბლოგის და Facebook-გვერდის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით; სატესტო ვერსიის მაგალითზე კი, გვაჩვენა და აგვიხსნა ბლოგის მართვის ტექნიკები.

rusudanaptsiauri@gmail.com commented

მარტის თვის განმავლობაში, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის პარალელურად მიმდინარეობდა წევრების შერჩევა ბლოგერების ჯგუფისთვის. შერჩევა მოხდა მსოფლიო რელიგიების კლუბის სალექციო კურსის 5 სეზონის მონაწილეებიდან. ამჯერად, ამ მიზნით შეირჩა 10 მოხალისე, რომლებსაც აქვთ სურვილი მოამზადონ სხვადასხვა ტიპის მასალა მსოფლიო რელიგიების თემატიკის ან რელიგიის მომიჯნავე საკითხების შესახებ.

rusudanaptsiauri@gmail.com commented

15 მარტს, ორგანიზაციამ „ორბელიანი საქართველო“ გადმოგვცა ფოტო კამერა Canon 1300D და ხმის ჩამწერი. ახალი კამერით ჩანაცვლდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი ვიდეო კამერა და ფოტოაპარატის ლინზა, რადგან აპარატს აქვს ორივე - ფოტო და ვიდეო გადაღების რეჟიმები. ორივე მოწყობილობა გამოყენებულ იქნება ბლოგის კონტენტის შესაქმნელად, ფოტოესეს, ინტერვიუს, მოკლე ვიდეო რგოლის მოსამზადებლად.