ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია დიდ დიღომში

Nino Khaduri
Tbilisi, Tbilisi, თავდადებულის ქუჩა, საუნივერსიტეტო დასახლება, დიდი დიღომი
1263
Comments: 3

Goals

Problem statement:

დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება მდებარეობს თავდადებულის ქუჩისა და მუხათგვერდის სასაფლაოს გზებს შორის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ თბილისში განვითარებულ საშიშ მეწყერულ ზონებს შორის პირველ ადგილზეა მუხათგვერდის მეწყერი, რომელიც განვითარდა მუხათგვერდისვსასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სექტორ #72,მე-14 კვარტალში. მუხათგვერდის სასაფლაოს განაშენიანებას მოჰყვა საავტომობილო გზის გაყვანა დიდი დიღმიდან სასაფლაოსკენ. ამან ძლიერ შეუწყო ხელი მეწყრების წარმოქმნასა და
განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების სიმცირე და ქარის სიხშირე უფრო ამძაფრებს არსებულ პრობლემას.

What's your proposed solution?

უბნის საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, მოხდება ბიოლოგებთან კონსულტაციების გავლა, ყველაზე საშიში ზონების იდენტიფიცირება, შეირჩევა არსებული ლანდშაფტის შესაფერისი ხე-მცენარეები და დაირგვება უბნის მიმდებარე რამოდენიმე ზონაში. ამ ინიციატივით დაახლოებით 5-7 წელში, უბანს ექნება რამოდენიმე ქარსაცავი ზოლი და მეწყერის შემაკავებელი ზონები.

Sustainability (2,000 characters)

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივის მდგრადობა გამოიხატება შემდეგში: ხე-მცენარეების დარგვის შემდგომ, საჭირო მოვლის პირობებში ხის ფესვები დაიცავს მიწას მეწყერული შემთხვევებისაგან, ხოლო ვარჯი კი ქარისგან დაახლოებით 50-100 წლის განმავლობაში.

Equal gender opportunity

არსებული ინიციატივის შედეგები სრულიად თანაბრად სასარგებლოა ორივე სქესის მცხოვრებლებისთვის.

Recommendations

Reviewer 2

იქნებ მერიასაც დაუკავშირდეთ ამ ინიციატივით.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ხე-მცენარე

ქარსაცავი და მეწყერისაგან დამცავი ზონების შესაქმნელად მოხდება ხე-მცენარეების შეძენა.უნდა შევიძინოთ 200 მინიმუმ 3 წლიანი ნერგი, რომლის საშუალო საერთო ღირებულება იქნება 2000 ლარი. ხოლო მოვლა-პატრონობისთვის საჭირო იქნება 500 ლარი.
დარგვისა და მოვლისათვის სამეზობლო დამატებით გამოყოფს საკუთარ როგორც შრომით, ისე ფინანსურ რესურსს.

საქართველოს ნერგები

თბილისი. აღმაშენებლის ხეივ. 10 კმ.

2 30 62 20
2 500,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Keti Khachidze ნინო, მადლობა, გაზიარებისთვის. ვინ გააგრძელებს ნერგების მოვლას? რა სიხშირით ჭირდებათ მორწყვა და ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?
Reply
Nino Khaduri მოხდა 4 სახეობის 205 ნერგისა და საჭირო სამუშო იარაღების შესყიდვა და შერჩეულ ადგილებზე დარგვა. აქტივობაში მონაწილეობას იღებდა 15მდე ადამიანი.
Reply
Nino Khaduri მოხდა ეროზირებული და შლადი ნიადაგების მქონდე ადგილების იდენტიფიცირება. მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ველური მცენრაეებისგან და ბალახისგან.
Reply