გაყავი და მოიხმარე

სალომე ტაბატაძე
Tbilisi, Tbilisi, ვაჟა-ფშაველას კვარტლები
1433
Comments: 4

Goals

Problem statement:

წარმოდგენილი იდეა ნარჩენების დამუშავების თემას ეხმიანება. საქართველოსა და თბილისის მაცხოვრებელები, ნარჩენის მხოლოდ არაესთეტურ მხარეს აკრიტიკებენ, უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია თუ რა გლობალურ ზიანს აყენებს თითოეული დაუხარისხებელი ნარჩენი ეკოსისტემას. მთავარი პრობლემა ინფორმაციის არ ქონაა, შემდგომი ის აუთვისებელი ტერიტორიები რაც თბილისში საკმაოდ მრავლადაა. თბილისში უფროდაუფრო მცირდება ის ადგილები, სადაც საზოგადოება თავს მოიყრის და ერთმანეთთან გაზიარდება. არც მსოახლების მხრიდანაა პროტესტის სწორი ფორმა და არც სამთავრობო მხრიდან იდგმება სწორი ნაბიჯები ამ თემასთან დაკავშირებით. თბილისში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია, მათი ჯანმრთელ საკვებთან წვდომა ხშირად ძალიან იშვიათია, ასეთი საჯარო სათბურებით კი მოსახლეობა თითქმის დანახარჯის გარეშე, მხოლოდ სწორი მიდგომით შეძლებს ასეთ ადამიანებსაც დაემხაროს და თვითონაც ქონდეს წვდომა ჯანმრთელ, უსასუქო, ლოკალურ პროდუქტთან, რაც ასეთი აქტუალურია მსოფლიოს გარშემო.

What's your proposed solution?

მსუბუქი კონსტრქუციის, მდგარდი სათბური, რომლესაც არ სჭირდება გათბობა, საჭიროებს მინიმალურ მატერიალურ მასალებს, ასაშენებლად და ნაყოფის მოსაყვანად, ერთდროულად რამოდენიმე პრობლემას აგვარებს. პლასტამსის მილების კარკასზე მიმაგრებული პოლიკარბონატის ფიჭური ფილები, ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით სათბურების მშენებლობისთვის, ხის ქოთნებში წინასწარ, ორგანული ნარჩენების კომპოსტირებით მიღებულ ნიადაგში გაიზრდება როგორც ერთ ასევე მრავალწლიანი ბოსტენულისა სახეობები. მოსახეოლობის თვითშეგნება ამაღლდება ლოკალური პროდუქტის სიძვირფასესთან დაკავშირებით, გაჩდება აუცილებლობა დახარისხდეს ორგანული და არაორგანული ნარჩენი თითოეულ ოჯახში. თანამედროვე დანადგარის საშუალებით კი მოხდება მათი სწრაფი გადამუშავება კომპოსთად. წლის მანძილზე უსასუქოდ მოყავნილი პროდუქცია, რევოლუციურიც კი შეიძლება იყოს ისეთი საცოხვრებელი დასახლებისთვის, როგორიც ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული კვარტლების ეზოებია. მოსახლეობას ექნება სივრცე, სადაც ისინი ერთად გააკეთებენ საერთო საქმეს, პროდუქციის განაწილება კი წინასწარი შეთანმხების შესაბამისად მოხდება. ბავშვებსა და მოზარდებს გაუჩდებათ სივრცე სადაც მიიღებენ ბიოლოგიურ და ბოტანიკურ განათლებას, შეძლებენ მიწასთან ურთიერთობას და ისწავლიან შრომის ფასს. საზოგადოების ყველა წევრს, მოხუცს თუ ახალგაზრდას, ქალს თუ კაცს ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა საჯარო, საერთო სათბურის განვითრებასა და გავრცელებაში.

Sustainability (2,000 characters)

თითოეული სათბურის ნაგებობა ყველა მხრივ მდგრადია, რადგან ახალტან ერთად შესაძლოა აშენედეს მეორეული მასალებით. პლასტამსის მილები და პოლიკარბონატის ფილა სამშენებლოდ იაფ მასალას წარმოადგენს,რომელთა მედეგობა 10 წლის მანძლზე ვრცელდება, კლიმატური პირობების მიუხედავად. ხოლო ხის ქოთნები მეორეული ხის მასალის საშულებით შეიძლება შეიქმნას. სათბურს საკმაოდ ესთეტური ფასადი აქვს და ორგანულად ჯდება ნებისმიერ გარემოში. მისი და დაშლა გადატანაც ისეთივე მარტივია, როგორც მისი მონტაჟი.

Equal gender opportunity

მამაკაცი და ქალი აბსოლუტურ გენდერულ თანასწორობაში იქნებიან, ამასთანავე დიასახლისები რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ , შეძლებენ მოახდინონ საზოგადოებაში ინტეგრაცია, დამატებით ცოდნა მიიღონ მცენარეებისა და ფერმერობის შესახებ, ასევე გლობალური ეკოსისტების ცვლილების და გამოწსოწრების მეთოდების შესახებ.

Recommendations

Reviewer 3

გყავთ თუ არა გუნდი ვისთან ერთადაც ამ პროექტის განხორციელებას აპირებთ?

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
კომაქტური სათბური

პლასტმასის მილებისა და ფიჭური პოლიკარბონატის ფილის გამოყენებით შექმნილი რკალური ტიპის სათბური. მოშენების ფართობი 60 კვ.მ. (6 X 10) მაქსიმალური სიმაღლე 4 მ.

გიორგი ბუთხუზი

ოთარ ლორთქიფანიძის ქ. #22, თბილისი, საქართველო.

599450558
1 500,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

სალომე ტაბატაძე საბედნიეროდ სათბურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ბევრი პრობლემის და დაბრკოლების გადალახვა მხოლოდ გაერთიანებით შევძელით, კომაროვის სკოლის მოსწავლეები არამხოლოდ ნიჭიერი, არამედ უზომოდ შრომისმოყვარეები და კრეატიულები აღმოჩდნენ.
Reply
სალომე ტაბატაძე მინდა სასიხარულო ინფორმაციით მოგახსენოთ. მასალები შეძენილია და სათბურის თვის ბოლომდე ვიხილავთ კომაროვის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში. მოსწავლეები რომლებბიც პანსიონში ცხოვრობენ და ყოველდღიურად მიირთმევენ მცენარეუოლ საკვებს შეძლებენ სწორედ მათი საკვების ნარჩენებით შექმნან სასუქი და მოიყვანონ მდგრად სათბურში ბოსტნეული. სხვა მოსწავლეებს კი შეეძლებათ სახლიდან მოტანილი ორგანული ნარჩენი მოაგროვონ და არამხოლოდ სათბურისთვის არამედ ოთახის თუ გრუნტის მცენარეების სასუქი დაამზადონ. მოსწავლეები შეძლებენ საბუნებისმეტყველო ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. იმედი გვაქვს ეს იქნება პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი კომპოსტირების აპარატი და მდგარდი სათბური თბილისის ცენტრალურ უბნებში და სხვა სკოლებიც მიბაძავენ კომაროვის საჯარო სკოლას.
Reply
სალომე ტაბატაძე კომპოსტირების აპარატი უკვე გზაშია, მალე საქართველოში იქნება. სამოხალისეო ჯგუფს დიდი იმედი გვაქვს რომ საქმიანობას ძალიან მალე დავიყებთ. პროექტზე მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ბიუჯეტი არც ისე ზუსტად გავაკეთე, როგორც ვფიქრობდი, პოლიკარბონატის ფილით სათბურის გაკეთება ამ ეტაპზე მისი ზომის შემცირებას მოითხოვს, თუმცა მოსახელობისთვის მაინც შევქმნით მდგრადი სისტემის სათბურს.
Reply
სალომე ტაბატაძე ყველაფრის გაკეთება იმაზე რთული აღმოჩდა, ვიდრე დაგეგმარების ეტაპზე მეგონა, მე და ჩემი მეგობრები სულმოუთქმელად ველოდებით ჯერ კომპოსტის აპარატის ჩამოსვლას, რომელსაც ამერიკიდან ვიწერთ საუკეტესო ხარისხის მისაღებად. რომელიც ორგანულ სასუქს 3-6 თვის მაგივრად, 4-6 კვირის განმავლობაში დაგვიმზადებს. შემდეგი ნაბიჯები თბილისის მერიის მხრიდანაა გადასადგმელი. როგორც აღმოჩნდა სათბურის გათავსება არც ისე მარტივია, უნდა დაველოდოთ მერიიდან ნებართვას რომ მოგვცენ ნებართვა მისი გათავსების თაობაზე, ამის გამო შეიძლება აწყობის ტერიტორია შეიცვალოს. იმედი გვაქვს ნოემბრის ბოლოს, ყველაფერი მზად იქნება თბილისის პირველი საზოგადოებრივი სათვურის აშენებისათვის და მოხალისეების დახმარებით ძალიან მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.
Reply