მწვანე ყუთები - All Activity

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
Nino Giorgadze commented on comment : თეკლა ჭაჭუკაშვილი at: March 5, 2019, 8:51 a.m.

ძალიან კარგი ამბავი თეკლა

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

პროექტის ბიუჯეტში ტრანსპორტირების ხარჯების გაუთვალისწინებლობის გამო, გადავწყვიტეთ ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართოთ. ვფიქრობთ, ისინი დაგვთანხმდებიან დახმარებაზე და მაკულატურის შეგროვების შემდეგ უპრობლემოდ შევძლებთ მათ ჩაბარებას.

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

პროექტ 'მვანე ყუთების' მონაწილეები ვესტუმრეთ სოფელ გურჯაანის სკოლას და ვნახეთ ქაღალდის გადამუშავების პროცესი. ქაღალდის დამზადების პროცესში ჩვენც ჩავერთეთ. პროექტს ძალიან საინტერესოს ხდის მისი სიმარტივე- თურმე, გამოყენებული ქაღალდისგან ჩვენი ხელებით, მარტივად შეგვიძლია ახალი დავამზადოთ. პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გარემოში არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მაქსიმალურად არიან ჩართულები პროექტის მიმდინარეობაში და დიდი მოტივაცია აქვთ. ჩვენს პარტნიორ პროექტის მონაწილეებთან ერთად რამდენიმე სამომავლო გეგმა დავსახეთ.

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

მაკულატურის შეგროვების პროცესში ორ სკოლაში გარკვეულმა პრობლემებმაც იჩინა თავი. დავაფიქსირეთ,რომ მოსწავლეებმა რამდენჯერმე სცადეს ინვენტარის დაზიანება. დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს პრობლემა. საბოლოოდ, მივაღწიეთ იმას რომ, ბავშვები, განსაკუთრებით უმცროსკლასელები, ჩვენი დამხმარეები გახდნენ, აქტიურად ''იცავენ'' ურნებს და შეძლებისდაგვარად აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას.

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

შემდეგ კვირაში, არდადეგების მოახლოებამ ბავშვების სიმცირე გამოიწვია სკოლებში, რაც თავისთავად აისახა მაკულატურის რაოდენობაზე. პროექტის მიმდინარეობა ერთი თვის განმავლობაში იყო შეწყვეტილი და ქაღალდის ნარჩენების შეგროვება განახლდა იანვრის მეორე ნახევარში.

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

გარკვეული მიზეზების გამო, ურნების სკოლაში განაწილება მოხდა 16 დეკემბერს. ურნები განაწილებულია ქ.გურჯაანის 5 საჯარო სკოლაში. პროექტმა ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში და პირველივე დღიდან მოხდა მაკულატურის ყუთებში მოთავსება. ყველა სკოლაში პროექტის ორგანიზებას მონიტორინგს უწევენ ჩვენი გუნდის წევრები.

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

დღეს მივიღეთ ინვენტარი. მომავალ კვირაში კი გავანაწილებთ საჯარო სკოლებში.

მწვანე ყუთები Location: Kakheti, Gurjaani Municipality, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
თეკლა ჭაჭუკაშვილი commented

უკვე დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში. მოველაპარაკეთ დირექტორებს და ისინი დათანხმდნენ ყუთების განთავსების იდეას. მოსწავლეებშიც დიდი დაინტერესება გამოიწვია მწვანე ყუთების იდეამ.