“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ - All Activity

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

გავაგრძელებთ ჩანთების კერვას და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობების განხორციელებას

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

გუშინ პროექტის ფარგლებში, ვესტუმრეთ ზრუნველობამოკლებულ სასადილოს ბენეფიციარებს, მოუყევით მათ ჩვენი იდეის შესახებ და გადავეცით ეკო-ჩანთები. ყველას ძალიან გაუხარდა ჩვენი იქ მისვლა, და დიდი სიმპატია გამოხატეს ჩვენი იდეის მიმართ. ბევრმა მადლობაც კი გადაგვიხადა, შეგვპირდნენ რომ ეკო-ჩანთებს გამოიყენებდნენ ყოველდღიურად პოლიეთილენის პარკების ნაცვლად.

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

"ჩხირკედელას" პროექტის ფარგლებში ნაყიდი აღჭურვილობის დახმარებით "ეკო-ჩანთები"-ს პროექტისათვის გავაკეთეთ პატარა ჩამოსაკიდი და პროექტის შესახებ ინფორმაციის აღწერა, რომელიც ზრუნველობამოკლებულ სასადილოში განთავსდა

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented on comment : Keti Khachidze at: Feb. 26, 2019, 3:36 p.m.

გვაქვს დარჩენილი, როგორც პროექტის ფარგლებში ნაყიდი ახალი ნაჭრები, ასევე შემოწირული მეორადი ნაჭრები, რითაც გავაგრძელებთ კერვას

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented on comment : Keti Khachidze at: Feb. 26, 2019, 3:35 p.m.

მეორადი ნაჭრებით, რომელიც ჯამში შემოგვწირა 10 ადამიანმა შეკერილია 50 ჩანთა

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented on comment : Keti Khachidze at: Feb. 26, 2019, 3:33 p.m.

ამ ატაპზე პროექტის ფარგლებში ახალი ნაჭრებით (რომელიც ვიყიდეთ პროექტის ფარგლებში) შეკერილია 20 ჩანთა;

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

დღეს დავამთავრეთ მეორადი ნაჭრებისგან ჩანთების კერვა ჩვენ უკვე გვაქვს 50 ცალი ჩანთა. ამ დღეებში ჩატარდება აქცია რომლის ფარგლებშიც გადავცემთ ჩანთებს კატარზისის მომხმარებლებს

დღეს მოხდა ახალგაზრდებისთვის ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და პირველი მოკლე მასტერკლასი კერვაში. მასტერკლასები კერვაში გაგრძელდება და მსურველებს შეეძლებათ შექმნან ჩანთა საკუთარი ხელითა და დიზაინით. ამ დროისთვის ნაჭრები შემოგვწირა 3 ადამიანმა და გვაქვს კიდე რამოდენიმე შემოთავაზება სულ მეორადი ნაჭრებით 40 ჩანთა უკვე შეიკერა როდესაც რიცხვი მიაღწევს 50ს ჩვენ მოვაწყობთ აქციას რომლის ფარგლებში შეკერილ ეკო ჩანთებს დავურიგებთ თეთრიწყაროს კატარზისის მომხმარებლებს .

Keti Khachidze commented

რამდენი ჩანთა შეკერეთ დღემდე? თუ გაქვთ დაახლოებით აღიცხული, რამდენმა ადამიანმა შემოგწირათ ნაჭერი?

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented on comment : Nino Giorgadze at: Jan. 20, 2019, 10:08 a.m.

შევაგროვეთ გარკვეული ნაწილი მეორადი ნაჭრების, აქედან უკვე გვავქს შეკერილი 22 ცალი ჩანთა, ეხლა ვამზადებთ პოსტს ჩვენი იდეის შესახებ და უნდა გავავრცელოთ მოსახლეობაში რომ მეორადი ნაჭრები შემოგვწირონ და გავავრცელოთ კერვა. პროექტში
მოხალისეობრივად და აქტიურადაა ჩართული 3-მი ქალი.

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented on comment : Keti Khachidze at: Jan. 20, 2019, 10:02 a.m.

დიახ ესეთებია მეორადი ნაჭრებით შეკერილი ჩანთები

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
Keti Khachidze commented on comment : MATE ALTUNASHVILI at: Jan. 10, 2019, 5:15 p.m.

ეს მეორადი ნაჭრებისგანაა? მშვენიერია! კარგი იქნება, ჩანთების გამოფენას/ფესტივალს თუ მოაწყობთ გაზაფხულზე :) წარმატებები

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

დღეს შუადღის მერე ლიკო ამ დრომდე კერავს, მას შეურთდა ნინელიც და დაეხმარა ნაჭრების მომზადებაში. ძირითადად მეორადი ნაჭრებით ვიმუშავეთ დღეს. ამ დრომდე აქ ვართ და ვკერავთ. ცოტათი გვცივა მაგრამ ბევრს ვსაუბრობთ და საქმესთან ერთად ვცდილობთ გავერთოთ კიდევაც. ჩაი დავლიეთ, ტკბილის ვჭამეთ და ეხლა საჭელსაც შევჭამთ. იმედია არ გავათენებთ აქ 😂 და მალე სახლში წავალთ, სადაც თბილ ლოგინში ჩავწვებით. 10ცალი ჩანთა შევკერეთ დღეს მეორადი ნაჭრებით. აი ასეთებია ნახეთ? მოგწონთ?

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
Nino Giorgadze commented

მოხდა შეხვედრა ეკო ჩანთების გუნდის წევრებთან, გაიმართა დისკუსია და მოხდა შეთანხმება დაგეგმილი აქტივობების განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. გაიმართა ქალებთან შეხვედრა და განვიხილეთ ეკო ჩანთების პროექტის სოციალური აქტივობების გეგმა. ეკო ჩანთენის გუნდი გეგმავს: 1. მეორადი ნაჭრების შეგროვების აქციას, რომლისგანაც შეიკერება ჩანთები. 2. 4 ქალი მოხალისეობრივად შეკერავს 100 ჩანთას პირველი საქველმოქმედო ღონისძებისთვის. 3. ჩანთები დარიგებდა მზრუნველობამოკლებულ სასადილოს ბენეფიციარებისთვის, რომლებიც შეძლებენ საკვების სახლში წაღებას ჩანთებით. 3. სამშვილიდის, თეთრიწყაროს და ჭივჭავის საჯარო სკოლებში მოეწყობა ეკო გაკვეთილები, სადაც გამახვილდება ყურადღება პოლიეთილენის მოვნებლობის შესახებ. აგრეთვე, რამდენად შეამცირებს ეკო ჩანთების მოხმარება მუდმივი ნარჩენის წარმოქმნას. 4. გაიმართება მოლაპარკება ადგილობრივ მაღაზიებთან, სადაც განთავსდება ჩანთები და დაიწყება აქცია ,,წაიღე და დააბრუნე''. მოსახლეობა შეძლებს ეკო ჩანთების გამოყენებას და უკან დაბრუნებას. 5. იგეგმება ქალი მკერავების მიერ ახალგაზრებისათვის კერვის კურსების სწავლება და მათი კერვის პროცესში ნელ ნელა ჩართვა.