“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ - All Activity

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

ჩვენს სამკერვალოში აქტიური მუშაობა მიდის. ჩანთების დიზაინი გავამრავალფეროვნეთ და ვიყენებთ როგორც პროექტის ფარგლებში ნაყიდ, ასევე მეორად ნაჭრებსაც. ამ ეტაპზე უკვე შეკერილია ეკო ჩანთა. ქალები ამ წუთებშიც სამკერვალოში არიან და განაგრძობენ მუშაობას

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

ჩვენს სამკერვალოში აქტიური მუშაობა მიდის. ჩანთების დიზაინი გავამრავალფეროვნეთ და ვიყენებთ როგორც პროექტის ფარგლებში ნაყიდ, ასევე მეორად ნაჭრებსაც. ამ ეტაპზე უკვე

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

ლიკომ აქტიურად განაგრძო ჩანთების შეკერვა. ხვალ უკვე 2 ქალი დაემატება პროექტის ფარგლებში ეკო ჩანთების კერვის პროცესს, და შესყიდული ნაჭრებისაგან შეკერავენ კიდევ დამატებით ჩანთებს. აი აქ სურათში შანს რამოდენიმე ჩანთა, როგორებიც გამოდის. გვაქვს იდეა უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ჩანთები, და ასევე სხვადასხვა მეორადი ნაჭრებისაგან დავიწყოთ კერვა.

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

გაიცანით ლიანა, ჩვენი პროექტის აქტიური ბენეფიციარი. მან დაიწყო საკერავი მანქანების და ავერლოკის შესწავლა და მათთან "დამეგობრება". იდეის განხორციელება გადადის აქტიურ ფაზაში. ამ ეტაპზე უკვე დავიწყეთ ეკო ჩანთების კერვის პროცესი. ცოტახანში უფრო მეტ ქალი ჩაერთვება ამ პროექტში.

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
Nino Giorgadze commented on comment : MATE ALTUNASHVILI at: Dec. 7, 2018, 8:36 a.m.

რა მაგრიაა. ყოჩაღ მთელ გუნდს.. ველოდებით პროექტის მიმდინარეობის პროცესს მოუთნელად.

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

იმ მაღაზიაში სადაც საკერავი მანქანები ვიყიდეთ, იქ გვითხრეს რომ თითო მანქანის აწყობისათვის უნდა გადავუხადოთ ამწყობს 45 ლარი, ჯამში 90 ლარი გამოდიოდა. გადავწყვიტეთ ჩვენით აგვეწყო, როცა ყუთები გავხსენით მაგიდებს აწყობის ინსტრუქცია არ მოყვა, რამაც ცოტა აგვაფორიაქა, თუმცა შემდეგ იუთუბში მოვძებნეთ ინსტრუქცია და დავიწყეთ საკერავი მანქანების მაგიდების აწყობა. ამ პროცესში შართული იყო 3 ბიჭი, მანქანები 2 დღეში ავაწყეთ.

“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“ Location: Kvemo Kartli, Tetriskaro Municipality, გარისი #40
MATE ALTUNASHVILI commented

პროექტის ფარგლებში შევისყიდეთ 2 საკერავი მანქანა, ავერლოკი, სამკერვალო აქსესუარები და ცოტა ნაჭრებიც. ყველაფერი ეს მოვიტანეთ და განვათავსეთ თეთრიწყაროში ახალგაზრდული ცენტრის სივრცეში, სადაც სამომავლოდ გავაგრძელებთ პროექტის აქტივობებს. ორგანიზაციამ ეს სივრცე დაგვითმო ამ იდეის განსახორციელებლად ყოველგვარი პრობლემის გარეშე, და ცდილობს მაქსიმალურად შეგვიწყოს ხელი.