Extracurricular Education for Vulnerable Students - All Activity

Data Tsiklauri commented

მოგესალმებით,
გასულ კვირას კლუბ პანაცეას მორიგი შეხვედრა ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა და მოხალისეებმა ერთობლივად შეაფასეს განვლილი წელი, ისაბრეს ჯგუფის სუსტ და ძლიერ მხარეებზე. ასევე პროექტის შეფასებისა და მონიტორინგისთვის გამოვიყენეთ ისტორიების დაწერის მეთოდი, რომელიც ორბელიანი საქართველოს ერთ-ერთ ტრენინგზე შევისწავლეთ.
ბავშვები პოზიტუარად შეხვდნენ ისტორიების დაწერის იდეას და უკვე ამზადებენ საკუთარ მონათხრობებს.
მოტივაციის გაზრდისთვის ასევე გვექნება სიმბოლური პრიზი საუკეთესო ისტორიის ავტორისთვის.

Data Tsiklauri commented

მორიგი აქტივობა ,,საპოვნელას“ აღსაზრდელებისთვის.

ჯგუფი პანაცეას წევრებმა სკაუტური მოძრაობის მოხალისეებთან ერთად სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მოუმზადეს ბავშვებს.

გარდა ამისა, შედგა ჯგუფი პანაცეას საერთო შეკრება, სადაც ჩვენს აქტივს შემოუერთდა რამდენიმე ახალი წევრი.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ , ჯგუფის სამომავლო გეგმებზე, იდეებზე სხვადასხვა პროექტებისთვის.

Data Tsiklauri commented

კიდევ ერთი აქტივობა დღის ცენტრის ,,საპოვნელას“ აღსაზრდელებისთვის

17 ნოემბერს, ჩვენი ჯგუფის წევრებმა რუსთავის სკაუტური მოძრაობის უცხოელ მოხალისეებთან ერთად სკაუტური ცენტრის ტერიტორიაზე უმასპინძლა ,,საპოვნელას“ აღსაზრდელებს. ბავშვებისთვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა გასართობი თამაშები. გარდა ამისა მოხალისეებმა ბავშვებთან ერთად მოამზადეს პიცა და აქტივობების დასრულების შემდეგ ყველამ ერთად დავაგემვნეთ პიცა.

Data Tsiklauri commented

მოგესალმებით
პარასკევს, 27 ოქტომბერს კლუბ პანაცეას რამდენიმე მოხალისე ესტუმრა რუსთავში მდებარე დღის ცენტ "საპოვნელას". ჩვენი კლუბის წევრებს ბავშვებისთვის მომზადებული ქონდათ სხვადასხვა ტიპის გასართობი თამაშები, ენერჯაიზერები და აქტივობები. აღნიშნული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სასიხარულოა, რომ ბავშვების უმეტესობა ჩაერთო აქტივობებში და მათ გამოთქვეს სურვილი მომავალშიც მიიღომ მონაწილეობა მსგავსი ტიპის თამაშებში.
ჩვენი სურვილია, რომ აღნიშნულ დღის ცენტრთან გავაგრძელოთ თანამშროლობა და ჩვენი აქტივობები არ იყოს ერთჯერადი.

Data Tsiklauri commented

მოგესალმებით
შაბათს, 14 ოქტომბერს ჯგუფ პანაცეას კიდევ ერთი სამუშაო ტიპის შეხვედრა ქონდა.
შეხვედრის თემა სამუშაო ჯგუფის შექმნა იყო , რომელიც მოამზადებს მცირე გასართობ აქტივობებს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი დღის ცენტრის ბავშვებისთვის. სამუშაო ჯგუფი პასუხისმგებელია სხვადასხვა აქტივობების მომზადებასა და განხორციელებაზე.
ვინაიდან გჯუფის წევრების გარკვეული ნაწილი აბიტურიენტი გახდა და ემზადება გამოცდებისთვის ისინი ვეღარ ახერხებენ აქტიურად ჩაერთონ ჩვენს საქმიანობაში. ამიტომაც ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი წევრების მიღება.

Data Tsiklauri commented

მოგესალმებით
გუშინ , 06 ოქტომბერს გვქონდა მორიგი შეკრება. ამჟამად შეკრების მიზეზი იყო საგანმანათლებლო ტიპის აქტივობა.
მონაწილეებისთვის ჩატარდა პროექტების მართვის ტრეინინგი. შეხვედრა გამოვიდა ერთობ საინტერესო. პანაცეას წევრების ნაწილს აქამდეც ქონდა პროექტების წარმართვის გარკვული გამოცდილება , თუმცა სხვადასხვა მიდგომები მათთვის მაინც ახალი იყო.
სასიხარულოა რომ ტრეინინგის შემდგომ რამდენიმე ჩვენს მონაწილეს გაუჩნდა საკუთარი პროექტის გაკეთების სურვილიც. აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია და ჯგუფი აუცილებლად დაეხმარება მსგავს წევრებს პროექტების მომზადება განხორციელებაში.

Data Tsiklauri commented

მოგესალმებით
გაცნობებთ, რომ ჯგუფი პანაცეა აგრძელებს მუშაობას ახალი აქტივობებით.
პირველ ოქტომბერს , 17 საათზე გაიმართა კინო ჩვენება-განხილვა. აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო სამუშაოში მონაწილეობა კლუბის რამდენიმე აქტიურმა წევრმაც მიიღო. კერძოდ , მათ შეარჩიეს ფილმი და მოამზადეს კითხვარი შემდგომი დისკუსიისთვის. განხილვისთვის შერჩეული ფილმი იყო ,,გოგონა მატარებლიდან“. როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს, ფილმი მათთვის მეტად საინტერესო და თემატური იყო.
ასევე საინტერესო გამოდგა ფილმის განხილვის პროცესიც, რომლის დროსაც გამოვყავით სხვადასხვა პერსონაჟები, ვიმსჯელეთ მათ ქცევებსა და გარემო ფაქტორებზე.

Data Tsiklauri commented

იმის გამო, რომ მონაწილეთა უმეტესი რაოდენობა არ იმყოფება ქალაქში ჯგუფი პანაცეა დროებით არ ატარებს შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ მუშაობა გაგრძელდება სკოლის დაწყებასთან ერთად , როდესაც ჯგუფის ყველა წევრი უკლებლივ მოახერხებს შეხვედრებზე დასწრებას. მიუხედავად ამისა რუსთავის სკაუტური მოძრაობის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აქტიური წევრების სხვადასხვა პროექტებში ჩართვა. 22 დან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა პროექტი „Sport, Society and self-education" , რომელშიც 15 ჰოლანდიელ მონაწილესთან ერთად ჩვენი ჯგუფის 8 წევრიც იღებდა მონაწილეობას. ეს იყო კარგი გამოცდილება პანაცეას წევრებისთვის, ასევე ერთგვარი ჯილდო ამ პერიოდში აქტიური ჩართულობისა და დაუზარლობისთვის. აღსანიშნავია , რომ სკაუტურ ცენტრთან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და სხვა პროექტებშიც გვექნება საშუალება, რომ პანაცეას წევრები ჩავრთოთ.

Data Tsiklauri commented

ივნისის ბოლო კვირა ჩვენთვის ერთობ დატვირთული აღმოჩნდა , მონაწილეებისთვის ჩატარდა პიონერინგის პრაქტიკული კურსი. აქტივობა მოისაზრებდა ახალგაზრდებისთვის საბაზისო კვანძების ჩვენებასა და შესწავლას. ჯგუფის რამდენიმე წევრისთვის აღნიშნული თემა მეტად საინტერესო გამოდგა და მათ შემდეგ უკვე რამდენიმე ინდივიდუალური სწავლება გაიარეს კვანძების შეკვრსთან დაკავშირებით.
ივნისის ბოლო კვირაში ჯგუფმა ასევე მოისმინა სემინარი თემაზე „კარიერა და მიზნების დასახვა“ . მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და სამომავლო გეგმები. როგორც აღმოჩნდა , ახალგზარდების უმეტესობას ჯერ კიდევ ზუსტად არ აქვს წარმოდგენილი თუ რა პროფესიით სურს ცხოვრების გაგრძელება. თუმცა უმეტესობა გეგმავს სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარებას. ჯგუფის რამდენიმე წევრს სურს სწავლის უცხოეთში გაგრძელება. სამომავლო გეგმებზე საუბრის გარდა დამსწრეებმა ისწავლეს , თუ როგორ გაწერონ გრძელვადიანი ცხოვრების გეგმა და გაიგეს რა სავარაუდო სირთულები შეიძლება შეხვდეთ ცხოვრების იმ მნიშვნელოვან ეტაპზე , რასაც პროფესიის არჩევა ქვია.
ვინაიდან და რადგანაც სემინარების თემატიკა მოსაწონია მონაწილეებისთვის ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა სანტერესო თემებზე მასალების დამუშავებას და აღნიშნულზე არ შევჩერდებით. სავარაუდოა რომ შემდეგი სემინარის თემა იქნება დროის მენეჯმენტი ,რაც თავად მონაწილეების სურვილით აირჩა.

Data Tsiklauri commented

იმის გამო რომ , აღნიშნული პერიოდი გადატვირთული იყო სასკოლო და ასევე საუნივერსიტეტო გამოცდებით მოგვიწია შეფერხება. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მოვახერხეთ რამდენიმე აქტივობის განხორციელება და ასევე სამომავლოდ დაგეგმვა.
კონკრეტულად რომ გაგაცნოთ ,
ჯგუფ პანაცეას ქონდა გასვლითი აქტივობა ბორჯომის ტერიტორიაზე. პროგრამა იყო ინტენსიური ხასიათის , რომელიც მოიცავდა საფეხმავლო ტურს ბორჯომის ცენტრალური პარკის ტერიოტორიაზე , სხვადასხვა საინფორმაციო და სახალისო ვორკშოპებს , ნაით გეიმს და გუნდურ მუშაობაზე დამოკიდებული დავლებების შესრულებას. აქტივობა მეტად ნაყოფიერი და მრავლის მომცემი გამოდგა , მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი შეხედულებები და იდეები რომელთა განხორციელებაც სურთ სამომავლოდ. ასევე გადაწყდა რამდენიმე პროექტზე მუშაობის დაწყება , რომლებიც ამჟამად მომზადების პროცესშია. აღსანიშნავია , რომ აქტივობას ესწრებოდა 25 ახალგაზრდა , აქედან 3 ლიდერი ხოლო 22 უშუალოდ მონაწილე.
სასიხარულო ფაქტია ის ,რომ ჯგუფ პანაცეას 2 აქტიურ წევრს , გიორგი გარდავასა და ნინი გასიშვილს სურთ შექმნან კინო კლუბი , რომელიც თავიდან სატესტო რეჟიმში მხოლოდ მონაწილეებისთვის იქნება განკუთვნილი თუმცა რამდენიმე ჩვენების შემდეგ იგეგმება სხვა ახალგაზრდების ჩართვაც. კლუბის მიზანია ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ ფილმების ჩვენება არამედ , შემდეგ მათი განხილვა , დისკუსიებისა და დებატების მოწყობა. ასევე იგეგმება საინტერესო სტუმრების მოწვევა , მათი ახალგაზრდებთან შეხვედრის ორგანიზება და ინტერაქტივების ჩატარება.
გიტვირთავთ ფოტოებს ბორჯომის გასვლითი აქტივობიდან.

Data Tsiklauri commented

დღეს საბოლოოდ დასრულდა ინვენტარის შეძენა-დახარისხება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ორბელიანის ფონდს გაწეული დახმარებისთვისა და ნდობისთვის. ახლო მომავალში დავიწყებთ სხვადასხვა აქტივობებს , რომელთა შესახებაც პერიოდულად მოგაწვდით ხოლმე ინფორმაციას.