After School English Classes - All Activity

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

ჩვენი პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მე და რამდენიმე მოხალისემ გადავწყვიტეთ, სოფ. ახალქალაქის სკოლისთვის, ინგლისური ენის ტექნოლოგიური კაბინეტი მიგვეწყო, დავგეგმეთ კლასის არამხოლოდ ტექნიკით, არამედ წიგნებით აღჭურვაც. პროექტი, იმითაც იყო საინტერესო, რომ ამ კაბინეტით ისარგებლებდნენ, არამხოლოდ ინგლისური ენის მასწავლებლები. აღნიშნულ კაბინეტში ინგლისურის გარდა, ტარდება სხვა ბევრი გაკვეთილი. კაბინეტი დაიტვირთა მუსიკალური ცენტრით, პრინტერით, ლეპტოპით, პროექტორით და ასევე ინგლისურენოვანი წიგნებით
პროექტის ფარგლებში პირველად ამ სკოლას ტექნიკის გადასაცემად ვესტუმრეთ, შემდეგ კი მონიტორინგის მიზნით, დავესწარით ღია გაკვეთილს, შემდგომ კი მასწავლებლების ტრენინგიც ჩავატარეთ "სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია", წარმდგენი ვიყავი მე და კიდევ ერთი მოხალისე - ხათუნა ჩუგოშვილი. ტექნიკის ტრანსპორტირებასა და დამონტაჟებაშიც რამდენიმე მოხალისე დაგვეხმარა.
ცვლილებებზე საუბარი პროექტის დაწყებიდან მალევე შევძელით, მუდმივი კავშირი გვქონდა სკოლის დირექტორთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, ხშირად ვსაუბრობდით სწავლების მეთოდებზე, ერთმანეთთან ვცვლიდით ინფორმაციას. რასაკვირველია, მუდმივად ვინტერესდებოდი, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირებით. უკუკავშირი კი საკმაოდ სასიამოვნო იყო, ბავშვებისთვის ინგლისური ენის დასწავლა ბევრად უფრო შემოქმედებითი და მხიარული გახდა, მასწავლებლებიც უფრო მოტივირებულები გახდნენ. აღნიშნულმა ტექნიკამ მათი შესაძლებლობები უფრო გააფართოვა. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვტქვათ, რომ პროექტმა გაამართლა, რისთვისაც დიდი მადლობა ორბელიანის ფონდს.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

ახალქალაქის სკოლაში მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილმა ჩავატარეთ ტრენინგი, თემაზე - თანამედროვე სწავლების მეთოდები უცხო ენაში, ტრენინგს ახალქალაქის სკოლის უცხო ენის პედაგოგები დაესწრნენ, ტრენინგმა ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა. გავცვალეთ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე, განვიხილეთ სხვადასხვა ქეისი, მოკლედ ყველაფერი ძალიან საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

მოსწავლეებსგანაც მუდმივად ვიღებთ პოზიტიურ უკუკავშირებს, ბავშვები სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს ამზადებენ, წერენ პროექტებს, მათი წარდგენისთვის კი ეფექტურად იყენებენ ჩვენს ტექნოლოგიურ კლასს, რომელმაც ინგლისურის კაბინეტის გარდა, დიდი სოციალური დატვირთვაც შეიძინა. ეს სივრცე, როგორც აღმოჩნდა, სკოლის მოსწავლეების საყვარელი კაბინეტია.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

მოხალისეები მუდმივად ინტერაქციაში ვართ ახალქალაქის სკოლასთან,მათთან ერთად დავგეგმეთ პრეზენტაცია და მცირე ტრენინგი, სადაც განვიხილავთ თანამედროვე სწავლების მეთოდებს. სკოლის მანსწავლებლებმა დიდი სიხარულით მიიღეს ჩვენი შეთავაზება. პრეზენტაცია მზადების პროცესშია.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

სკოლიდან მივიღეთ მორიგი შეტყობინება რომ ორბელიანი ფონდის ფარგლებში დაფინანსებული ინგლისური ენის კაბინეტი ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო, საყვარელი და სასარგებლო ოთახია.
ამ ოთახში ბავშვები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. უკვე განიხილეს ჩვენს მიერ ჩატანილი მხატვრული ლიტერატურა, მოაწყეს პრეზენტაციები და მიიღეს ახალი ცოდნა ავტორებსა და წიგნის პერსონაჟებზე.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

სკოლიდან მივიღეთ მორიგი შეტყობინება რომ ორბელიანი ფონდის ფარგლებში დაფინანსებული ინგლისური ენის კაბინეტი ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო, საყვარელი და სასარგებლო ოთახია.
ამ ოთახში ბავშვები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. უკვე განიხილეს ჩვენს მიერ ჩატანილი მხატვრული ლიტერატურა, მოაწყეს პრეზენტაციები და მიიღეს ახალი ცოდნა ავტორებსა და წიგნის პერსონაჟებზე.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

წიგნები უკვე სკოლაშია და სასწავლო პროცესში მათი გამოყენება დაწყებულია..

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

დღეს სკოლიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ბავშვების ინგლისურის დონე მკვეთრად ამაღლდა, რაც ბოლოდროინდელმა შემაჯამაბელმა წერებმა და აქტივობებმა გამოავლინა. ასე რომ, ჩვენს მიერ ჩატანილი ტექნიკის წყალობით ბავშვების მიერ მასალის ეფექტური ათვისება სახეზე გვაქვს.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

სულ მალე წიგნებს მოსწავლეებს გადავცემთ. ძალიან გვიხარია მომავალი თაობების განათლებაში ჩვენი წვლილის შეტანა.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

წიგნები არჩეულია და მზადაა მოსწავლეებთან გასამგზავრებლად..

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

ესეც სკოლაში ჩასტანი წიგნების შერჩევის პროცესი.. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ბავშვების საჭიროებები. ავარჩიეთ როგორც ინგლისური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები, ასევე ლექსიკონები და ინგლისურენოვანი მხატვრული, პოპულარული ლიტერატურაც. ახლა კი გამგზავრების დაგეგმვის დროა ❤

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

ამჟამად მოხალისეები ვმუშაობთ შემდეგი ვიზიტის დასაგეგმად.

შემდგომი ვიზიტი გულისხმობს, ინგლისური ენის შესასწავლი ლიტერატურის ჩატანას სკოლაში.. ლიტერატურა მოიცავს როგორც მხატვრულ, ასევე ტესტურ მასალებს.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

სკოლაში ჩატარებულმა ღია გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეები, ადმინისტრაცია და მოხალისეებიც კმაყოფილები დავრჩით ღონისძიებით. ბავშვებმა გამოავლინეს მაქსიმალური ჩართულობა, ორბელიანი ფონდის დახმარებით შეძენილმა ტექნიკამ კი მეცადინეობა უფრო მხიარული, პროდუქტული და მრავალფეროვანი გახადა.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

სკოლიდან ყოველდღიურად ვიღებთ ახალ შეტყობინებებს, თუ როგორ მოიმატა ეფექტურობამ მეცადინეობების. სწორედ ამიტომაც სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა დაგეგმეს ღია გაკვეთილი, ორბელიანის ფონდის წარმომადგენლისთვის და ჩვენი მოხალისეებისთვის.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

და აი მივიღეთ სკოლიდან პირველი გაკვეთილის ფოტოები. სწავლება ბევრად უფრო ეფექტური და ინტერაქციული გახდა. ორბელიანის ფონდის დახმარებით შეძენილი ნივთების გამოყენებით ბავშვებმა უფრო მეტი ჩართულობა გამოავლინეს, მასწავლებლებისთვის კი მუშაობა ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

დღეს გავიარეთ სატელეფონო კონსულტაცია ამავე სკოლის დირექტორთან და ინგლისურის მასწავლებელთან. მიმდინარეობს აქტიური მზადება სასწავლო წლისთვის, მოწესრიგდა ინგლისური ენის კლასი და უკვე მზადაა მოსწავლეების მისაღებად. კომპიუტერი დაიტვირთა ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამებითა და აპლიკაციებით.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

მალე სკოლაც დაიწყება და მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილი დავიძრებით ჩვენი სკოლისკენ, მომზადებული ტრენინგით და ახალი რჩევებით. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ფოტოებსაც. ტრენინგი შეეხება სასწავლო სისტემებს თანამედროვე ტქნოლოგიების გამოყენებით. ასე რომ, ახალქალაქის სკოლა, ორბელიანი ფონდის დახმარებით მორიგ ახალ ტრენინგს დაესწრება.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილი სექტემბრისთვის ვამზადებთ ტრენინგს "ინგლისური ენის სწავლების მეთოდები"..

ტრენინგი განკუთვნილია ახალქალაქის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებლისთვის, რათა მან მიიღოს ახალი ცოდნა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგი შესამჩნევად გააუმჯობესებს მასწავლებლის მუშაობას, ბავშვებს კი ახალი მასალის შესწავლას გაუადვილებს.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

სკოლიდან გამომგზავრების შემდეგ, მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილმა დავიწყეთ შემდეგი შეხვედრისთვის მომზადება.

ჩვენი პროექტის შემდეგი ნაწილია, სკოლას და ბავშვებს გავაცნოთ ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობა და ასევე, ენის შესწავლის თანამედროვე მეთოდოლოგია. ასევე ვაპირებთ ამავე სკოლის, ინგლისურის მასწავლებლისთვის მინი ტრენინგის ჩატარებას: როგორ გამოვიყენოთ მიწოდებული ტექნიკა ენის სწავლების პროცესში.

ვინაიდან და რადგანაც, ამჟამად სკოლაში არდადეგებია, ჩვენ ვამზადებთ თეორიულ ნაწილს, სკოლის დაწყების შემდეგ კი ვეწვევით სკოლას, და დავიწყებთ პრაქტიკული სემინარებისა და ღია გაკვეთილების ჩატარებას.

Ana Qurdadze-Kukhashvili commented

ნივთების შეძენის შემდეგ, 29 ივნისს, მე და კიდევ ორი მოხალისე, გავემგზავრეთ კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაში.. სკოლაში დაგხვდა დირექტორი ნანა სურამელი, სკოლის პერსონალთან ერთად.

გადავეცით ტექნიკა, დავათვალიერეთ კლასი, გავცვალეთ გამოცდილებები სწავლების მეთოდოლიასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ სკოლის პრობლემებზე და ასევე, სკოლის სამომავლო პერსპექტივებზე,

ფოტოზე: ხათუნა ჩუგოშვილი (მოხალისე), ანა კუხაშვილი (მოხალისე), ნანა სურამელი (დირექტორი), ია ვარდოშვილი (სასწავლო ნაწილი).