Cleaning Rusted Signs and Bus Stops - All Activity

Lusine Dostibegiani commented

2020 წლის 08 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხიკვთაში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ფინანსური მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, განხორციელდა სოფლის ცენტრში მდებარე, საბჭოთა პერიოდის გაჩერების მოხატვა.
დაჟანგული გაჩერება შეიღება და მოიხატა დადებით მოტივზე შექმნილი კომპოზიციით,
ღონისძიებაში ჩართული იყო როგორც ახალგაზრდული ცენტრის გუნდი, ასევე სოფლის მკვიდრი მოსახლეობა და მერის წარმომადგენელი ჩხიკვთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
აღსანიშნავია, რომ მოხატვასთან ერთად ადგილზე მყოფი მოქალაქეები მიერ დასუფთავდა გაჩერების მიმდებარე ტერიტორია.

Lusine Dostibegiani commented

პროექტის ფარგლებში ქ.თეთრიწყაროში შევღებეთ 2 ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი გაჩერებები.
ერთი რაიონის ცენტრში, ხოლო მეორე ბაზართან მდებარეობს.

ცენტრის გაჩერებით ძირითადად სარგებლობენ სოფელ ჭივჭავში,სამღერეთში, ირაგაში მიმავალი მოსახლეობა. ასევე ის ადამიანები ვინც ცუდი ამინდის დროს გაჩერებას ეფარება ან უბრალოდ თავის საქმეზე არიან გამოსულები და იცდიან.
ქვედა ბაზრის გაჩერებასაც ასევე იყენებს სოფელ დაღეთში და სამშვილდეში მიმავალი მოსახლეობა, და თეთრიწყაროს მოსახლეობა.

პროექტი ამით დასრულდა, თუმცა სხვა სოფლებიდან სადაც ზუსთად ესეთი ძველი გაჩერებები დგას, მოყვა დიდი გამოხმაურება ახალგაზრდების მხრიდან, რომ მათ სოფლებშიც განვახორციელოთ მსგავსი ინიციატივა, როგორც კი ამის რესურსი გამოჩნდება აუცილებლად დავეხმარები მათ.

დღეს დღეობით მოსახლეობა კმაყოფილია შექმნილი სუფთა გარემოთი სადაც მათ უწევთ დღის განმავლობაში გარკვეული დროის ხარჯვა. ვფიქრობ ამ ინიციატივამ თეთრიწყაროს მოსახლეობაში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ნელ-ნელა გააქტიურება.

Lusine Dostibegiani commented

აი როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება ეხლა ჩვენი გაჩერება!!!

Lusine Dostibegiani commented

თეთრიწყაროში ამინდებმა შეგვიშალა ხელი და ამიტომ ჩვენი მუშაობის პროცესი იყო შეჩერებული, თუმცა როგორც კი გამოიდარა არც ვაცხელეთ და არც ვაციეთ, ეგრევე სამუშაოს შეუდგით.
დავიწყეთ მეორე გაჩერების მოხატვა, სიმართლე გითხრათ უფრო გაგვიჭირდა, ჭერმა ძალიან გაგვაწვალა, მაგრამ ბოლოში მაინც მოვერიეთ. ამ გაჩერების მოხატვის დროს ბევრი სირთულე შეგვხვდა, არაუშავრა ხდება ხოლმე. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდები და ერთობლივი ძალებით მოვერიეთ ამ ჟანგსაც. სურათებში კარგად არ ჩანს ის ეფექტი რაც სინამდვილეშია. ეს ყველაფერი ადგილზე უნდა ნახოთ და ისე შეაფასოთ ;)

Lusine Dostibegiani commented

ჩვენი ერთობლივი და გუნდური მუშაობის შედეგი 2 დღეში
#ჟანგმაჭამაქალაქი

Lusine Dostibegiani commented

და აი პროცესიც დაიწყო მოხატვის, ძალიან მაგარი მომენტი, ყველა გვიდგას გვერდით, სრულ მოხატვას 2 დღე დაჭირდა. იქედან გამომდინარე ცენტრში რომ ვმუშაობდით, ყველა გვაქცევდა ყურადღებას, ახალგაზრდა ტაქსისტმა სახლში მიმიყვანა უფასოდ საღებავების წამოსაღებად, ყველა ახალგაზრდა ვინც ჩართული იყო პროცესში, ორი დღის მანძილზე სულ გვერდში მედგნენ და ყოველ წამს მეკითხებოდნენ რა და როგორ გვექნა. არავინ არ დარჩა ისე რომ რაღაც წვლილი არ შეეტანა. ტაქსტიტები შეღებვის დროს რჩევებს გვაძლევდნენ, რამოდენიმე ახალგაზრდამ ვინც გვერდით ჩაგვიარა მოვიდა და რამოდენიმე კუთხე თვითონ შეღება, ჩემი კლასელი რომელიც მაღაზიაში მუშაობს ისაც კი მორბოდა და მეხმარებოდა, ყველა ძალიან აქტიურად იყო ჩართული, ხალხი ვინც გაჩერებით სარგებლობს იმათ კი შევუშალეთ ხელი რადგან ერთი სკამია დასაჯდომი და ისაც მოვსვარეთ, თუმცა არც ერთს არ გამოუთქვამს რამე უარყოფითი და ცუდი, ყველა გვაქებდა, ყველას მოსწონდა რასაც ვაკეთებთ, ყველა მადლობას გვიხდიდა და ეს იყო ყველაზე სასიამოვნო, თუმცა რამოდენიმემ იკითხა ვისი დავალებით ვაკეთებთ ამას :დ ვუხსნიდით რომ ჩვენი ინიციატივაა და თბილისიდან ორგანიზაცია ორბელიანი საქართველომ გვიყიდა საღებავები და ეს მასალები რასაც ეხლა ხედავენ.

Lusine Dostibegiani commented

დავიწყეთ ამ გაჩერების გასუფთავება, გაფხეკა და გაწმენდითი სამუშაოები, რომ მერე უკვე
შევღებოთ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დაგვჭირდა ე.წ. ბალგარკით ჟანგის გადაწმენდა. აქ ჩემი ძმა და მეგობარი დამეხმარნენ, ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ცენტრში მაღაზიის უფროსი, რომელმაც დენის გადმოყვანის ნებართვა მოგვცა მაღაზიიდან და ასე მოვერიეთ ჟანგს. ( დენი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბადგარკით გვემუშავა).

ფოტოზე დაინახავთ ჩვენ პირველ და ყველაზე პატარა გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და გაწმენდით სამუშაოებს ყურადღებით ადევნებდა თვალს

Lusine Dostibegiani commented

გამგებლის სახელზე შევიტანეთ საპასუხო წერილი, თან დავურთეთ გაჩერების ესკიზები.
მოგვივიდა ნებართვა და ეხლა მოუთმენლად ველით სამუშაო პროცესის დაწყებას.

თავიდან ვიწყებთ იმ გაჩერებას, რომელიც რაიონის ცენტრშია განთავსებული.

Lusine Dostibegiani commented

პროექტის ფარგლებში იმ ეტაპზე ვართ მისული, რომ მეგობრებს და მეთ მეგობრებს ვთხოვ გამიკეთოთ ფოტოშოპის პროგრამაში გაჩერებების ისე გაკეთება როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია რადგან გამგეობას სჭირდება ესკიზები. სამწუხაროდ ეს პროეცესი ძალიან გაიწელა და იმას მივხვდი რომ ფოტოშოპის პროგრამა მე თვითონ უნდა შევისწავლო აუცილებლად, თუმცა ამ პროექტის მერე. ეხლა დაგვრჩა ერთო გაჩერების გასწორება და წერილს შევიტანთ გამგეობაში ესკიზებით უკვე ხვალე სავარაუდოთ დასამტკიცებლად. ხოლო ამის მერე გვექნენბა უფლება მათ შევეხოთ.

Lusine Dostibegiani commented

პროექტის ფარგლებში ეხლა არის ყველაზე რთული პროცესი, რადგან ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი ნახატი და იდეა გამოგვიგზავნეს თუ როგორ შეიძლება მოვხატოთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი გაჩერებები. თუმცა ვერ ვყალიბდებით რა გვინდა :(
თბილისში მეგობრების დახმარებით დავუკავშირდი რამოდენიმე ადამიანს ვინც სტრიტ-არტით არის დაკავებული, აქედან რამოდენიმემ უარი გვითხრა დახმარებაზე რადგან ფიზიკურად დრო არ აქვთ რომ დაგვეხმარონ, და მათიც კარგად მესმის. მიუხედავად ამისა, გამოჩნდა ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც ასევე არ ვიცნობდი და ეხლა ფეისბუქის საშუალებით მაქვს მასთან კომუნიკაცია და ყველა დეტალს მიხსნის მოხატვის შესახებ, რაც კი შეიძლება რომ გავითვალისწინოთ ამ საქმიანობის დროს. გამოვაცხადეთ ასევე კონკურსი და რამოდენიმე იდეა ამ კონკურსის ფარგლებშიც არის გამოგზავნილი. ეხლა უნდა შევიკრიბოთ ჯგუფი, რომელიც საბოლოოდ გადავწყვეტთ რაც უნდა გავაკეთეთოტ.

ამ ყველაფერთან ერთად საღებავები. პულივიზატორები და სამუშაო ინსტრუმენტები თბილისიდან უკვე ჩამოტანილია და ზედნადებები გადაგზავნილია ორბელიანის ბუღალტერთან.

ჩემ მეგობართან ერთად მოვიარეთ გაჩერებები და ზომებიც ავიღეთ ამ გაჩერებების რომ ვიცოდეთ კვადრატულობა და ის თუ რამხელა ნახატები შეგვიძლია დავიტანოთ. გირჩევთ მზგავსი პროექტის დაწერამდე ეს დეტალი წინასწარ განსაზღვროთ.

ძალიან ვნერვიულობ სიმართლე თუ გინდათ, რადგან მინდა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიაროს.
წავედი.

Lusine Dostibegiani commented

მოგესალმებით, დღეს გამგეობაში, კერძოთ ქალთა ოთახში, შევხვდი ახალგაზრდებს სადაც გავუზიარე მათ ყველაფერი პროექტის შესახებ. სამწუხაროდ ბევრმა ახალგაზრდებმა მოსვლა ვერ მოახერხა თუმცა ინფორმაცია აქვთ უკვე ყველა დეტალებზე. დღეს პროექტის გაცნობის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი თუ რა ნახატები შეიძლება დავიტანოთ გაჩერებებზე, ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. საბოლოო ჯამში შევთანხმდით რომ ერთმანეთს 2 დღის განმავლობაში გავუზიაროთ მიახლოებით ის ნახატები რაც მოგვწონს, ამისათვის გამოვიყენებთ ინტერნეტს და ორი დღის მერე შეიკრიბება ჯგუფი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გამოგზავნილი ნახატებიდან. ამ ჯგუფში ასაევე ჩავრთავთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და გავითვალისწინებთ მათ აზრსაც. საბოლოო ნახატების შერჩევის მერე მოსამზადებელია ესკიზები და გამგებლის სახელზე ისევ უნდა შევიტანოთ ესკიზებით, ეს უბრალოდ პროცედურაა რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ ოფიციალურად, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე აუცილებელია ესეთი საქმის დროს გამგეობის თანხმობა და მათთან ურთიერთობა ოფიციაურად წერილობით. ახალგაზრდები ასევე გაავრცელებენ თავის სამეგობროში ამ პროექტის ამბებს და ვგეგმავთ, რომ ივლისის თვეში დავიწყებთ უკვე სამუშაო პროცედურებსაც ;)

Lusine Dostibegiani commented

მოგესალმებით, ძალიან გამიხარდა როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ჩვენი პროექტი დაფინანსდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დავწერეთ წერილი,სადაც ვთხოვეთ მუნიციპალიტეტს გაჩერებების შეხებვა-მოხატვის ნებართვა. პარალელურად მეგობართან ერთად წავედით თბილისში და "ორბელიანი საქართველოს" ორი მაღაზიიდან ყველა იმ ნივთის ინვოისები გავუგზავნეთ რაც კი გვჭირდება პროექტის ფარგლებში. გამგეობდან უკვე საპასუხო წერილი მოგვივიდა, თანამშრომლობისათვის მზად არიან თუმცა სჭირდებათ ესკიზები, ამიტომ ხვალე ვაპირებთ ახალგაზრდები შეხვედრის მოწყობას რომ ჩამოვყალიბდეთ და მოვამზადოთ ეს ესკიზები. ჯერჯერობით სულ ესაა რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს დაწყებისათვის.