Club Space and Library for Shindisi Youth - All Activity

barsagroupllc@gmail.com commented on comment : სუზი ბერიძე at: July 3, 2019, 6:26 a.m.

გამარჯობა და პირველ რიგში მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის. გთხოვთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მომწეროთ თუ შეიძლება

სუზი ბერიძე commented

მოგესალმებით, პირველ რიგში გულწრფელ მადლობას გიხდით არა მხოლოდ პროექტის დაფინანსებისთვის, არამედ მუდმივად მხარში დგომისთვის და პროექტის განხორციელებაში დახმარებისთვის.პროექტის მიზანი იყო სოფელ შინდისში არსებული სივრცის გადაქცევა ახალგაზრდებისთვის ალტერნატიულ სივრცედ,სადაც მიიღებდნენ არაფორმალურ განათლებას.პროექტი სრულიად მოხალისეობრივად განხორციელდა და სივრცის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგ- სემინარები ისეთ ისეთ აქტუალურ თემებზე , როგორიცაა : გარემოს დაცვა,გენდერული თანასწორობა , დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ხელოვნება და ა.შ.მნიშვნელოვანი ცვლილება დადგა იმით, რომ პროექტის ბენეფიციარები თავად გახდნენ თანატოლგანმანათლებლები , ასევე მათი აქტიურობით მოხდა ცნობილი ადამიანების მოწვევა და ლიტერატურული სივრცის მოწყობა.თავიდან გენდერული დისბალანსი იგრძნობოდა, უფრო გოგონები აქტიურობდნენ, თუმცა შემდეგ ბიჭების რაოდენობამაც იმატა.მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი მაინც ფინანსები აღმოჩნდა , რაც გულისხმობდა მოხალისე ადამიანის ტრანსპორტირებას და მცირე ლანჩს.პრობლემური იყო ასევე მონაწილეთა მოტივირება- მობილიზება, ვფიქრობ მოხალისეობის კულტურის ასამაღლებლად კიდევ ბევრია სამუშაო.სამომავლოდ ვაპირებთ უფრო მეტი ძალისხმევა მივმართოთ მუნიციპალიტეტთან და სკოლებთან ურთიერთობისაკენ.

სუზი ბერიძე commented

პროექტის მოხალისეებმა სოფელ შინდისში მწერლები: დათო ტურაშვილი და გიორგი კეკელიძე მოიწვიეს. მწერლებმა თან წიგნები ჩამოიტანეს საჩუქრად სამკითხველო სივრცის მოსაწყობად.

სუზი ბერიძე commented

10 ნოემბერს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა სოფელ შინდისში მოსწავლეებს გააცნეს რენესანსისა და ბაროკოს სტილი მხატვრობაში.

სუზი ბერიძე commented

19 ნოემბერს პროექტის ფარგლებში EECMD ის სტუდენტებმა მოხალისეობრივად ჩაატერეს ტრენინგი თემაზე "დემოკრატია და ადამიანის უფლებები".ტრენინგმა საინტერესოდ და ინტერაქტიულად ჩაიარა.მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები

სუზი ბერიძე commented

ჩვენმა მოხალისეებმა პროექტის მეგობარ სკოლაში (ყელქცეულის საჯარო სკოლა) მოაწყეს დილმის ჩვენება ეკოლოგიისა და მოხალისეობის თემაზე, რის შემდეგაც მოეწყო დისკუსია და დასუფთავების აქცია.მოხალისეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო.

სუზი ბერიძე commented

15 ოქტომბერს გამოცდილმა მოხალისეებმა მარიამ ისპირიანმა და ავთო მეცხვარიშვილმა ჩაატარეს საინტერესო ტრენინგი ტემაზე ,,მოხალისეობა, სამოქალაქო საზოგადოება და ეკოლოგია" .აგრეთვე ბავშვებს აჩვენეს ეკოლოგიის და მოხალისეობისთემაზე შექმნილი ფილმები,რითაც შეეცადნენ ბავშვებშ გაეღვივებინათ მოხალისეობის სურვილი.ფილმის ჩვენების შემდეგ საინტერესო დისკუსია მოეწყო.

სუზი ბერიძე commented

8 ოქტომბერს მოეწყო ჩვენი მოხალისეების შეხვედრა ლაშა ბუღაძესთან . შეხვედრა შოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში შედგა, გაიმართა საინტერესო დისკუსია ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით. ბატონმა ლაშამ შეხვედრის ბოლოს ბავშვებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

სუზი ბერიძე commented

განახლდა ხალხური სიმღერისა და გალობის შემსწავლელი უფასო წრე.

სუზი ბერიძე commented

,ჩვენმა მოხალისემ თამთა თვალიაშვილმა ორგანიზება გაუკეთა სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეების შეხვედრას.შეხვედრაზე მოხალისეებმა მკითხველთა და სამოქალაქო ჩართულობის კლუბები ჩამოაყალიბეს და ისაუბრეს წიგნებზე,წიგნიერების დონის ამაღლების პრობლემაზე.აგრეთვე იმ ფარულ პრობლენებზე,რასაც ხშირად აწყდებიან სკოლებში.დაგეგმეს მომავალი აქტივობა ბულინგის წინააღმდეგ და ბავშვთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებლად. წარმატებებს ვუსურვებთ მოხალისეებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთებაში.

სუზი ბერიძე commented

ეს კვირა ეკო-კლუბების საბოლოო ფორმირებას დავუთმეთ.დაიგეგმა მასშტაბური დასუფთავების კამპანია სამ სოფელში.საჭირო აღჭურვილობის შესაძენად დახმარება კომპანია "ხარიზმას" ვთხოვეთ.მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიასთან

სუზი ბერიძე commented

მოგესალმებით.ზაფხულში აქტივობები დროებით შევაჩერეთ,რადგანაც ჩვენი ბენეფიციარების უმრავლესობა არ იმყოფებოდა სოფლებში.აქტივობების განახლება სულ პატარებთან მუშაობით დავიწყეთ."ზღაპრის კითხვის დღემ" საინტერესოდ ჩაიარა.ბავშვებმა დახატეს წაკითხული ზღაპრების პერსონაჟები.დაიგეგმა ბავშვების წაყვანა სოფელ ნიქოზში მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.

სუზი ბერიძე commented

4 აგვისტოს სოფელ ყელქცეულში მოხალისეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები ნაგვის სწორად გადაყრასთან დაკავშირებით. ნაგვის ურნაში ჩაყრის კულტურის ამაღლების მცდელობები სოფელში უკვე დაიწყო,მოხალისეები პირად მაგალითს აძლევენ სხვებს.

სუზი ბერიძე commented

ეს პატარა გოგონა 6 წლის ანა კანუხაშვილია, სოფელ შინდისიდან ,განსაკუთრებით მოწყვლადი ოჯახიდან. ანა ჩვენი პირველი ბენეფიციარია პროექტის ფარგლებში. აღმოჩნდა ,რომ ანას ოჯახმა ინფორმაციის ნაკლებობის გამო ვერ შეძლო ბავშვის დარეგისტრირება სკოლაში.ჩვენმა მოხალისეებმა უკვე დაიწყეს ზრუნვა ანას სკოლაში დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის ,ასევე სასკოლო ნივთებისა და ტანსაცმლის შესაგროვებლად.გარდა ამისა ანას ჩვენი მოხალისეები დახმარებას გაუწევენ სწავლის დროს წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.

Kato Kotolashvili commented

გასულ კვირას შინდისის ახალგაზრდულ ცენტრს ამ პროექტის ფარგლებში მეც ვსტუმრობდი. ძალიან საინტერესოა და გამიხარდა რომ პროექტი სასუალებას აძლევს ახალგაზრდებს სამი სოფლიდან რომ სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგები გაიარონ. ეს დადებითად აისახება მათ არაფორმალურ განათებლებაზე, ჩართულობაზე და ბუნებრივია მომავალში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს თემში.

წარმატებებს ვუსურვებ იდეის ავტორებს და ახალგაზრდებს.

სუზი ბერიძე commented

14 ივლისს კატო ქოთოლაშვილი გვსტუმრობდა ,ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგით : " სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება".ტრენინგმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.ბავშვებმა ტრენინგის ფარგლებში გაიგეს,როგორ დაგეგმონ ადვოკატირების კამპანიები და ნახეს ვიდეოები ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" მიერ ჩატარებული ადვოკატირების კამპანიების შესახებ( საგზაო მოძრაობის წესებისა და გარემოს დაცვის შესახებ).

Ana Martskvishvili commented

8 ივლისს, წმინდა ილია მართლის ცოდნის ცენტრში, პროექტ "სამოქალაქო ჩართულობის ზრდა სოფლებში" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე "სურსათის უვნებლობის კონტროლი". ტრენინგს ესწრებოდნენ სოფელ შინდისის, ყელქცეულისა და ხვითის მოზარდები. ტრენინგის საშუალებით მოხდა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებების გაცნობა. ასევე შედგა დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და ჯგუფური სამუშაო - ეტიკეტზე დაკვირვება. ბავშვების გახალისების მიზნით გავაკეთეთ რამენიმე ენერჯაიზერი. შეიძლება ითქვას, რომ ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა და ბავშვების მხრიდან წამოვიდა აშკარა დაინტერესება.
მოხალისე ტრენერი : ანა მარწყვიშვილი

Luka Khizanishvili commented

გამარჯობა , მე ვარ ლუკა ხიზანიშვილი და 2 ივლისს წმინდა ილია მართლის სახელობის ცენტრში პროექტ "სამოქალაქო ჩართულობის ზრდა სოფლებში" ფარგლებში ჩავატარე ტრენინგი "3R_ის ინიციატივა-ნარჩენების დასუფთავება" , როგორც მოხალისე თანატოლგანმანათლებელმა. ტრენინგზე ძირითადად სოფელ ყელქცეულის ეკო-კლუბის წევრები იყვნენ, ტრენინგმა საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. ეკო-კლუბის წევერბს მრავალი საინტერესო იდეა აღმოაჩნდათ, დაიგეგმა სოფლის შემოსასვლელის და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება. საინფორმაციო ფლაერებისა და პლაკატების დამზადება ნაგვის გადაყრა-დახარისხების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებით ასე რომ შეხვედრა იყო შედეგიანი და ერთი სული მაქვს ეს ყველაფერი სისრულეში როდის მოვა.

სუზი ბერიძე commented

ჩვენი ცენტრისთვის კვირა წარმატებულად დაიწყო,ოფიციალურად ჩვენია საკანცელარიო ნივთები,როუტერი და ლეპტოპი . თუმცა მანამდე იყო: ჯერ გორის სოციალური მაცივარი და გრანტიორების რჩევა : ყველაზე გამჭვირვალე ფონდია და თუ კარგი,სახალხო იდე გაქვთ დაგაფინანსებენო.მერე პლატფორმის სიმარტივე და გამოუცდელი ადამიანების მცდელობა.იდეის გჯერა,მაგრამ არ გჯერა საკუთარი თავის,ნუთუ ასე მარტივად...მადლობა,რომ მოგვეცით შანსი ვაკეთოთ მართლაც სახალხო და კარგი საქმე,თქვენი დახმარებით ოთხი სოფლის ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა მეტად განვითარდნენ,ჩვენ კი მეტი შესაძლებლობა ცოდნის გაცემისა.მადლობა ასეთი გამჭვირვალობისთვის,ასეთი მაგარი გუნდისთვის,ასეთი თანადგომისთვის.ეს პირველი პათეტიკა მაპატიეთ:)მთელი გულით და გულწრფელობით მადლობა თქვენ ამ სტიმულისთვის