A playground in Gumbati - All Activity

Ira Dzirkvadze commented

და ჩვენ უკვე გვაქვს: სასრიალო, საქანელები და აიწონადაიწონა...ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან...მეზობელი სოფლებიდანაც გადმოდიან პატარები...ძალიან დიდი მადლობა ორბელიანს, რომ ჩვენი პროექტი აირჩია და განსაკუთრებული მადლობა ბავშვებს, რომლებმაც შეაგროვეს ფული.
რახან დავიწყეთ სკვერის მოწყობა, ვაპირებთ სხვა რაღაცებიც დავამატოთ მომავალში (მაგალითად: სავარჯიშოები, დავრგოთ მცენარეები და ა.შ) . ასე რომ იმედი გვაქვს, ეს არის დიდი საქმის პატარა საწყისი...

Ira Dzirkvadze commented

განსაკუთრებულად, პატარები აქტიურობედნენ და დიდი ხალისით ღებავდნენ.

Ira Dzirkvadze commented

ყველაზე საინტერესო პროცესი იყო შეღებვა დამონტაჟებული ბატრაქციონების. დამოუკიდებლად შევღებეთ ბავშვებმა ყველაფერი.

Ira Dzirkvadze commented

ბავშვები ვინც პირველად დასრიალდნენ....))

Ira Dzirkvadze commented

ნახევრად შექმნილი სასრიალოს კონსტრუქცია...ცოტა ცუდმა ამინდა გაგვიჭიანურა დამონტაჟება.

Ira Dzirkvadze commented

ვამზადებთ ატრაქციონებს გასაღებად...ვმუშაობთ სკოლის მოსწავლეები ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის , რომ ბავშვები სიხარულით და მონდომებით აკეთებენ ყველა სამუშაოს.

Ira Dzirkvadze commented

სანამ სკვერის გაკეთებას დავიწყებდეთ, მანამდე ტერიტორია დავასუფთავეთ...

Ira Dzirkvadze commented

ჩვენ ვმუშაობთ ერთად, ვამაგრებთ კონსტრუქციებს...

Ira Dzirkvadze commented

ჩვენთან გაზაფხული ნელ-ნელა ცდილობს შემოიჭყიტოს, მაგრამ ჯერ ისევ სიცივე და ყინვაა, სამაგიეროდ მასალები მოვიმარაგეთ და სავარაუდოდ, აპრილში დავიწყებთ სკვერის განაშენიანებას...მანამდე სკვერისთვის განკუთვნილ ადგილს გავწმენდთ მოვამზადებთ ))

Ira Dzirkvadze commented

ჩვენთან გაზაფხული ნელ-ნელა ცდილობს შემოიჭყიტოს, მაგრამ ჯერ ისევ სიცივე და ყინვაა, სამაგიეროდ მასალები მოვიმარაგეთ და სავარაუდოდ, აპრილში დავიწყებთ სკვერის განაშენიანებას...მანამდე სკვერისთვის განკუთვნილ ადგილს გავწმენდთ მოვამზადებთ ))

Ira Dzirkvadze commented

მეტალის რკინებმა უკვე ამოაღწია გუმბათში...ნელ-ნელა ვიმარაგებთ ყველა მასალას, რათა გამოგაზაფხულებს თუ არა დავიწყოთ სკვერის განაშენიანება)))

Ira Dzirkvadze commented

მიუხედავად ცივი და ყინვიანი დღეებისა გუმბათში თბილი ამბები ტრიალებს...სოფელში ახალი ამბავი გვაქვს, მალე სკვერი გვექნება...ბავშვები გულგანათებულები კითხულობენ თუ როდის გვექნება ატრაქციონებიო, ჩვენც გვინდა რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ...უკვე დავხაზეთ თუ როგორი კონსტრუქციები უნდა გავაკეთოთ, ველოდებით მასალებს, რომ მუშაობა დავიწყოთ.