ზოლიანი თაობა - All Activity

anuki jikidze commented on comment : anuki jikidze at: March 14, 2019, 8:31 p.m.

ღონისძიების ამსახველი ფოტოები

anuki jikidze commented on comment : anuki jikidze at: March 14, 2019, 8:16 p.m.

ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტში ჩართული 138-ე და 23-ე სკოლის ბავშვები, პროექტის კოორდინატორები, მეგობრები, მოხალისეები.

anuki jikidze commented on comment : anuki jikidze at: March 14, 2019, 8:13 p.m.

დღემ სასიამოვნოდ და პოზიტიურად ჩაიარა, მზიურის ამფითეატრში. მონაწილეებს ჰქონდათ სურვილი პროექტის გაგრძელების და უკვე ინიციატივები, რომ თვითონ ყოფილიყვნენ ცვლილების შემომტანები.

anuki jikidze commented

2018 წლის 22 აპრილს, დასრულდა პროექტის მიმდინარეობა, გამოფენის სახით. ღონისძიებას ჰქონდა შემაჯამებელი სტურქტურა. სამ თვიანი მუშაობის შემდეგ ბავშვებმა გამოფინეს თავისი ნამუშევრები, რითაც სურდათ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ბულინგის პრობლემასთან დაკავშირებით. მათ წარადგინეს ფერადი, ხელით დამზადებული პოსტერები, თამაშების ნაირსახეობა, მომსვლელებს უმასპინძლდებოდნენ ტკბილეულით, სთავაზობდნენ გართობას, კროსვორდში დამალული სიტყვის გამოცნობას და სტუმრებთან ერთად ჩაერთვნენ გუნდურობაზე დამყარებულ თამაშში.

Salome Gergeshania commented

ერთი კვირის წინ თბილისის მერიაში დავწერეთ განცხადება თბილისის მერის ბატონი კახი კალაძის სახელზე, რომ მიგვეღო ნებართვა მზიურის ამფითეატრში ჩვენი პროექტის ფორუმის ჩატარებისათვის .

"ზოლიან თაობას " მიეცა ოფიციალური უფლება, რომ პროექტის დასკვნითი საჯარო ღონისძიება ჩატარდეს მზიურის ამფითეატრში !

Salome Gergeshania commented

ამ კვირაში უკვე შევხვდით სამივე სკოლის ბავშვებს . შეხვედრებზე განვიხილეთ იდეები იმის შესახებ თუ რა სახით უნდა წარმოადგინონ თავინათი ნამუშევრები ჩვენს საჯარო ღონისძიებაზე , როგორი იქნება მათ სტენდები და ასე შემდეგ. უკვე დავამზადეთ რამდენიმე პოსტერი რომელთა ნაწილი ინფორმაციური სახისაა, ნაწილი ჩვენი სივრცის დეკორაციისთვის გამოსაყენებელი. ბავშვები ბევრს მუშაობენ და ცდილობენ რომ ჩვენი აქტივობები იყოს მაქსიმალურად ინტერაქციული და ყოველ ვიზიტორს შესაძლებლობა ჰქონდეს ჩაერთოს უშუალოდ ფორუმის მსვლელობაში . გარდა ამისა , მონაწილეებმა შეასრულეს სავარჯიშო რომელიც მათ განუვითარებთ გუნდური მუშაობის უნარებს და მისცემს მათ გამოცდილებას.

Anuki Jikidze commented

უკვე დავიწყეთ ყოველკვირეული შეხვედრები მოსწავლეებთან. წინა კვირას, შევხვდით სამივე სკოლის ბავშვებს. გავაკეთეთ სავარჯიშო "სოციალური როლების" განაწილებაზე. ასევე დავიწყეთ მუშაობა იდეებზე, ფოტო გამოფენაზე, სიმულაციურ დადგმასა და სტენდებზე. ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ დავალებებში. აქვთ უამრავი საინტერესო იდეა და არიან მონდომებულები.
მათ აქვთ თავისუფალი ინტერპრეტაციების საშუალება, შესაბამისად, ორგანიზატორები მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ყველა იდეის დახვეწაში.
შემდეგი შეხვედრებიდან ვიწყებთ პრაქტიკულ სამუშაოებს და პოსტერების დამზადებას.

Salome Gergeshania commented

წინა კვირაში პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ ვორქშოფები სამივე სკოლაში. შეხვედრების მანძილზე ბავშვებს მივაწოდეთ საბაზისო ინფორმაცია ზოგადად ბულინგზე და მის უარყოფით გავლენებზე ,ბავშვეთან ერთად გავაკეთეთ სხვადასხვა სიტუაციური ამოცანა,რათა უკეთ გაეცნობიერრბინათ მონაწილეებს სამუშაო თემის მნიშვნელობა. განვიხილეთ პრობლემის გადაჭრის გზები მათი ვერსიების მიხედვით მათივე მოფიქრებული სცენარის მაგალითზე. შეხვედრები საბოლოო ჯამში საკმაოდ ნაყიფიერი გამოდგა და ბავშვებიც საკმაოდ სხარტები და აქტიურები. ამიერიდამ გადავდუვართ ყოველკვირეუ შეხვედრებზე..ბავშვები უკვე მუშაობენ იდეებზე როგორი ტიპის ფოტოები უნდა გადაიღონ , რა სცენარით წარმოადგინონ აიმულასიური თამაში და სხვა რა საინტერესო აქტივიბებთ უნდა გაამრავალფეროვნონ ჩვენი საჯარო ღონისძიება 15 აპრილს.

Anuki Jikidze commented

ამ ეტაპზე საპრეზენტაციო შეხვედრა ჩატარებულია სამივე (138-ე, 55-ე და 23-ე) სკოლაში. ყველა ბავშვი შერჩეულია. აქვთ სრული ინფორმაცია პროექტსა და სამოქმედო გეგმაზე. მზად არიან აქტიურად იყვნენ ჩართულები დავალებებში.
ასევე სკოლებისთვის მოვამზადეთ განაცხადის ფორმა, რაშიც დაგვეხმარა "ორბელიანი საქართველო". განაცხადი გულისხმობს ოფიციალურ დოკუმენტს იმის დასტურისა თუ რა მიზნით ვატარებთ პროექტს და ასევე სკოლების დირექტრებისთვის არის ნათელი ფორმა პროექტის აქტივობებზე წვდომისათვის.
ახლა, პროექტის ორგანიზატორები ვემზადებით ვორქშოფებისთვის. მზად გვაქვს განრიგი და მეთოდები, თუ როგორ მივაწვდით ინფორმაციას. დამუშავებულია მასალები და ასევე შეთანხმებულია თარიღები, როგორც დირექტორებთან ასევე ბავშვებთან.

Salome Gergeshania commented

ჩვენს პროექტს 55-ე სკოლაც შემოუერთდა ოფიციალურად და ამით მივაღწიეთ ჩვენი პროექტით გათვალისწინებულ სკოლების სასურველ რაოდენობას <3 სულ მალე გვექნება პირველი საპრეზენტაციო შეხვედრა მათთან.
ამას გარდა 138-ე სკოლაში უკვე შედგა ჩვენი საპრეზენტაციო შეხვედრა. პროცესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თუ დაინტერესებულთა რაოდენობას და მათ მოტივაციას გავითვალისწინებთ. ჩვენ უკვე ველოდებით მათგან სამოტივაციო წერილებს დიდი მოლოდინით და ინტერესით .

Anuki Jikidze commented

23-ე სკოლა მზადაა ჩვენთან თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე, რადგან სასკოლო დავენების დღეებია, ორგანიზატორები დროს არ ვკარგავთ, ვამუშავებთ საპრეზნეტაციო თემას, რომელსაც პროექტის გასაცნობად გამოვიყენებთ სამივე სკოლაში, ბავშვების არჩევამდე. ასევე ვამუშავებთ მეთოდებს ვორქშოფისთვის, თუ რა სახით მიწოდება იქნება უფრო ეფექტური და სასარგებლო. ძალიან მალე შევუდგებით სკოლებში სიარულს, როგორც კი ბავშვები დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.

Salome Gergeshania commented

"ზოლიანი თაობა " აგრძელებს აქტიურ მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სკოლებთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი პირველი წარმატების აღსანიშნავად გეტყვით, რომ თბილისის 138-ე სკოლა თანახმაა ჩვენთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა ,პროექტი უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო საკანცელარიო ინვენტარით, რისთვისაც მადლობას ვუხდით , რასაკვირველია ," ორბელიანი საქართველოს "და ამასთანავე უდიდესი მადლობა არასამთავრიბო ორგანიზაცია "ირის ჯგუფი-მრავალფეროვნების მართვას" მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის.

ამასთანავე , ჩვენი გუნდის სახელით გილოცავთ ახალ წელს და ვისურვებდით რომ 2018 წელი იყოს პოზიტიური ცვლილებების , თანადგომის ,სოლიდარობის და ურთიერთპატივისცემის მეტად გამოვლინების წელიწადი.

Anuki Jikidze commented

პროექტი "ზოლიანი თაობა" დაფინანსდა. ამ კვირაში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ჩვენი სპონსორია "ორბელიანი საქართველო". ასევე, გუნდის წევრებმა, შევავსეთ აქტივობის დანართი, სადაც გაწერილია ჩვენი სამომავლო საქმიანობის გეგმა, დეტალური ნაბიჯებითა და თარიღებით. ამ ეტაპზე ვემზადებით სკოლებთან შესახვედრად, რომ მოვილაპარაკოთ ურთიერთანამშრომლობის დეტალებზე.
პ.ს. ჩვენი პროექტის თემატიკა ემთხვევა, ახლახანს მომხდარი, სამწუხარო ფაქტის პრობლემას - თანატოლების სისხლიან დაპირისპირებას. ჩვენი გუნდი უერთდება საერთო სოლიდარობას და ვეცდებით, რომ ჩვენი შრომით ხელი შევუწყოთ ბავშვებში ემპათიის გაღვიებას.