ინტეგრირებული თეატრის "აზდაკის ბაღი" მეოთხე პრემიერა - All Activity

Qeti Qimosteli commented

24 დეკემბერს შედგა ჩვენი პრემიერა - სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში. კმაყოფილი მაყურებელი და ბედნიერი მასპინძელი ულამაზესი კოსწიუმებით. მადლობა ორბელიანი საქართველოს ფონდს, რომ არა თქვენ ვერ გავალამაზებდით ჩვენს "აურზაურს".
პრემიერის შემდეგ მაყურებელს ვუმასპინძლეთ დიმიტრი უზნაძის #25 და კვლავაც გრძელდება სპექტაკლის ჩვენება.

Qeti Qimosteli commented

გრძელდება ჩვენი სამზადისი პრემიერისთვის, საგასტროლო ტურნესთვისა და წარმოდგენის სისტემატიურად ჩვენს სივრცეში (დიმიტრი უზნაძის #25) ჩვენებისათვის. მიმდინარეობს რეპეტიციები და რეპერტუარში არსებული სპექტაკლის "კაცია-ადამიანი?!" ჩვენება.

Qeti Qimosteli commented

დიდი მადლობა ორბელიანების ფონდს ჩემი მოხალისეობრივი ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
გაფორმდა ჩვენს შორის 6 თვიანი ხელშეკრულება და ათვლაც დაიწყო; ჩვენი თორმეტი კოსწიუმის შესაკერად ვესაუბრე კიდევ ერთხელ მხატვარს და მოვაგვარეთ ბიუროკრატიული საკითხები, ამასთან, მხატვარმა გადმომცა თორმეტივე კოსწიუმის ესკიზი.
იხილეთ თანდართულ ფაილში