The educated generation is a better future - All Activity

mziajavshanashvili@gmail.com commented

ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს დღევანდელ მასპინძლებს - მარიამ ოსიაშვილს და მარიამ ბუშელაშვილს გულთბილი და გემრიელი მასპინძლობისთვის. ვუსურვებ წარმატებას პროექტის განხორციელებაში და დასახულ მიზნებში.

mziajavshanashvili@gmail.com commented

ამ დროისათვის შემდეგი აქტივობები აქვთ განხორციელებული: შეიძინიეს წიგნები, პუფები, თაროები, მაგიდა, საღებავები, ხმის გამაძლიერებელი (დინამიკი) თავისი აღჭურვილობით, შეიქმნა მკითხველთა კლუბი, სადაც ბავშვები კითხულობენ წიგნებს, შემდგომ აწყობენ დისკუსიებს წაკითხული წიგნ(ებ)ის შესახებ-ერთი დისკუსია ჩატარდა ამ დროისთვის და შემდეგი იგეგმება მომავალ კვირაში 9წაღებული აქვთ წიგნები, რაც უნდა განიხილონ), პროექტის დაწყების დღიდან იმართება ფილმის ჩვენებები. სამომავლოდ განსახორცილებელი აქტივობებია: საბურავების შეღებვა, რომლითაც გაალამაზებენ ეზოს. ასევე გაგრძელდება დისკუსიები წიგნების შესახებ და ფილმების ჩვენება. რათქმაუნდა, პროექტის დასრულების შემდგომაც აპირებენ ზემოთ აღნიშნული აქტივობების განხორციელებას. თემის უკუკავშირი, რათქმაუნდა, დადებითი იყო. ძალიან მოსწონთ, რომ იმართება მსგავსი აქტივობები და ახალგაზრდები ჩართულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ახალ სამიზნე აუდიტორიად, ამ პროექტისთვის, გამოიკვეთა ახლანდელი მე-11 კლასი და მე-6 კლასი, რომლებიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან ყველა აქტივობაში. თავიდან რომ უწევდეთ პროექტის დაწერა, როგორც აღნიშნეს, აუცილებლად გაზრდიდნენ ბიუჯეტს, რადგან უფრო მეტი წიგნი შეეძინათ. წარუმატებელი აქტივობა არცერთი არ ჰქონიათ, ყველა აქტივობა რაც განახორციელეს იყო წარმატებული. ინიციატივამ ის ცვლილებები გამოიწვია, რომ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდა და ჩაერთო პროცესებში და იდეამ ნამდვილად უპასუხა დასახულ მიზანს.

mziajavshanashvili@gmail.com commented

მოგესალმებით, დღეს ვესტუმრე პროექტს, მონიტორინგის მიზნით. შევხვდი იდეის ავტორებს, მოხალისეებს. დეტალურად მოვისმინე თითოეული ნაბიჯი რაც დღემდე გაიარა პროექტმა. მეც მოვუყევი ჩემი პროექტის შესახებ, რა ეტაპზე ვართ და რგორ მოვედით აქამდე. მონიტორინგის კითხევბის პასუხებს თხრობითი სახით დავწერ.
პროეტის დაფინანსების შემდეგ მოხალისეებს (ბავშევბს) გააცნეს იდეის შესახებ, რამაც მათი დაინტერესება გამოიწვია და გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ პროექტში. მოხალისეთა რაოდენობა ამ დროისთვის 25 ბავშვს შეადგენს. პროექტის განხორციელების პროცესში, იდეის ავტორებს, ცვლილებბის განხორციელება არ დასჭირვებიათ. პროექტის დადებითი მხარე არის ის რომ ბავშვების დაინტერესება გამოიწვია პროექტმა და აქტიურად არიან ჩართულები ყველა აქტივობაში. უარყოფითი მხარე ჯერჯერობით არაფერი გამოვლენილა. თავად იდეის ავტორს, განხორციელებულმა პროექტმა ის სარგებელი მოუტანა, რომ უფრო აქტიური გახდა და უფრო მეტ ბავშვთან აქვს კონტაქტი. როგორც იდეის ავტორები აღნიშნავენ, ბიუჯეტი ზუსტად ჰქონდათ გათვლილი და რისი შეძენაც სურდათ, ყველაფერში ეყოთ თანხა. იდეის განხორციელებისას სირთულეები არ შეხვედრიათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ გამართლდა და გამართლების პროცესშია.

Mariami Bushelashvili commented

მოვაწყეთ ფილმის ჩვენება მეოთხე მეხუთე კლასელი ბავშვებისთვის ფილმის თემა იყო სპეც. ფილმი ბულინგზე.
ფილმი იყო მხატვრული სახით გადაღებული და ფილმის ბოლოს გაიმართა დისკუსია ფილმში ჩადებულ შინაარსზე და მის თითოეულ მონაწილეზე, იმსჯელეს ბავშვებმა მონაწილე მსაზიობ3ბის სწორ და არასწორ საქციელებზე.

Mariami Bushelashvili commented

გასულ კვირას ჩავატარეთ 2 ღონისძიება, მულტფილმების ჩვენება ბაღის ბავშვებს და წაკითხული წიგნის განხილვა დისკუსია სკოლის მოსწავლეებს შორის

nino javaxishvili commented

დღეს 17 მაისს ვასრულებთ შესყიდვებს, შაბათ კვირას ავეჯს დავალაგებთ ბიბლიოთეკასთან არსებულ ოთახში, სადაც ბავშვები მოვლენ და პერიოდულად გვექნება წაკითხული წიგნის განხილვები, ასევე მომავალ კვირას ვგეგმავთ ფილმის და მულტფილმების ჩვენებას, ჩატარებული ღონისძიების შესახებ თანმიმდევრულად მოგაწვდით ინფორმაციას ენისლის თემიდან.

nino javaxishvili commented

შევისყიდეთ და სოფლის ბიბლიოთეკაში მივიტანეთ წიგნები 10 მაისს, როგორც სასწავლო ისე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ამის შესახებ ვაცნობეთ სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეებმა გაიტანეს წიგნები წასაკითხად, მომავალ კვირას გვექნება წაკითხულის გააზრება და დისკუსია ჩვენს ახალგაზრდა მკითხველთა კლუბის წევრებს შორის.

nino javaxishvili commented

ჩვენი პროექტი დაიწყო 1 მაისს, შევიძინეთ საჭირო ინვენტარის ნაწილი ღონისძიებებისთვის, ვართ კიდევ შესყიდვის პროცესში ეს ეტაპი არ დასრულებულა